შარლ მიშელი მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებას

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ.

ის ასევე მიესალმება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებას.

„საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება – „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით არმიღება – პოზიტიური ნაბიჯია. სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა ქვეყანა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

 

მსგავსი თემები