კადიროვის ახლო მოკავშირე, დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი დაჭრეს

რუსული მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ახლო მოკავშირე ადამ დელიმხანოვი დაჭრეს.

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადებით, დელიმხანოვი “ცოცხალია და კარგად არის”.  ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, კი “ახლახან ესაუბრა დელიმხანოვს”.

სად დაიჭრა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის უახლოესი თანამოაზრე დელიმხანოვი, არ არის დაზუსტებული.

ერთი დღით ადრე კადიროვმა განაცხადა, რომ დასავლეთ-ახმატის ბატალიონის მებრძოლები ჩაერთვებიან დივერსიის აღკვეთაში უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რაიონში. დელიმხანოვი შეხვდა ბელგოროდის გუბერნატორს ვიაჩესლავ გლადკოვს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და რუსეთის გვარდიის რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.

გასულ წელს დელიმხანოვი მეთაურობდა ჩეჩნურ რაზმებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მარიუპოლის აღებაში.

მსგავსი თემები