“ვრჩები “გირჩის” ლიდერად” – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე მიზეზებზე ისევ არ საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ აპირებს “გირჩის” კეთებას იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად.

“”მე გირჩი” არ დამიტოვებია. პარლამენტში შესვლა-არ შესვლა საერთოდ საკითხი არ არის. პარტია არ ვარ მე, არ არიან ადამიანები, ვინ იქნება “გირჩში” მაგას გადაწყვეტენ
“გირჩის” მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვს ჩადებული “გირჩში”. ვრჩები “გირჩის” ლიდერად.

მე არ მითქვამს გაიყო მეთქი, ჩვენი გზები გაიყო ნიშნავს, მიწერია, რომ მაგ ადამიანებთან ერთად არ ვაპირებ “გირჩის” და ამ საქმის კეთებას. არ ვიცი ეგ რამდენად არის ულტიმატუმი, მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა ერთად საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა,” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები