„გადაიხადოს გირაო და ციხიდან გამოვიდეს ნებისმიერ დროს“ – ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერ-მინისტრმა „ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას მაშინვე შეუძლია ციხის დატოვება, როგორც კი გირაოს გადაიხდის.

„რაც შეეხება ბატონი მელიას პატიმრობას, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ პროკურატურამ გააკეთა ამის თაობაზე ძალიან ნათელი, მკაფიო განმარტება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო ნებისმიერ დროს, ან მის ოჯახის წევრს, მის ოჯახს, ან მის თანაპარტიელებს, თანაგუნდელებს და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები