„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა

“ექსპო ჯორჯიაში”, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ხმაურია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში” რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

მსგავსი თემები