„ვინც არ უნდა შეგვიტიოს, ჩვენ მონები არასდროს ვყოფილვართ და მაინც თავისუფლები ვართ“ – აღნიშნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.
მეუფე იაკობის თქმით, თუ ადამიანები ეკლესიაში არ მიდიან, ქართულ ტრადიციებს მაინც არ უნდა ებრძოდნენ.
„წუწუნი არ უნდა ვიცოდეთ, ღმერთს უნდა დავანახოთ ჩვენი გული და მივაღწევთ. დღეს შეხედეთ რა ხდება, საქართველოში მაცხოვრებლებზე ვლაპარაკობ, ღვთის სახელით რომ საუბრობენ, ქალები ქალებს გვანან? წმინდა ნინოს, ქეთევან დედოფალს, თქვენ გვანან? ალბათ ნადეჟდა კრუფსკაიას გვანან რაღაცით, ისევე, როგორ კაცები. იმასაც დააბრკოლებდენ – სერგო ორკჯონიკიძეს და ბორის ძნელაძეს, ისე იქცევიან. როგორ დაამთავრეს იმათ სიცოცხლე კი ვნახეთ. ახალი ნაცისტები, ტროსცკისტები და ლენინის მიმდევრები გამოგვიჩდნენ. ასე არ შეიძლება. ვითომ საქართველოზე ზრუნავენ. არ მოდიხართ ეკლესიაში, ქართულ ტრადიციებს მაინც ნუ ებრძვით, ასე როგორ უნდა გძულდეს საქართველო, რომ სულ ამ რყევებში ვიყოთ“ – იქადაგა მეუფემ.