,,თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა ხელბორკილები გამომატანა, მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ტარება”- ნადირაძე კალაძეს

,,თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა გამომატანა ნამდვილი ხელბორკილები. მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება,”- ამ სიტყვებით თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს მიმართა.

„თქვენ მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ და ძალიან უხერხულია თქვენი განცხადებები, როდესაც ეს განცხადებები პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა. თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც, წლების განმავლობაში შესციცინებდით ამ კაცს. ამასთან, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს, მე კითხვები აღარ მაქვს თქვენთან, ყველაფერი გარკვეულია, თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა გამომატანა ნამდვილი ხელბორკილები. მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება,“- განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი თემები