ბორის ჯონსონი გადადგომას არ აპირებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა მინისტრებმა გადადგომისკენ მოუწოდეს. ჯონსონის თქმით, მას სურს, გააგრძელოს ფოკუსირება ქვეყნის წინაშე არსებულ უზარმაზარი მნიშვნელობის საკითხებზე.

არსებული ინფორმაციით, პრემიერი თითოეულ მინისტრთან აუდიენციას ცალ-ცალკე მართავს.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტი რეკორდული რაოდენობის – 14-მა მინისტრმა დატოვა. „კონსერვატიული პარტიის“ 358 დეპუტატიდან 75-მა კანონმდებელმა უკვე შეიცვალა პრემიერის მხარდამჭერი პოზიცია და ახლა ნეიტრალურ ან მის საწინააღმდეგო პოზიციას იკავებს.

 

 

მსგავსი თემები