,,ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით მეტეორი მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას“- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქარია.

„შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით მეტეორი მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, მმართველი გუნდი ინატრებდა ოპოზიციაში ისეთ ლიდერს, როგორიც არის ხაბეიშვილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა.

„ლელოს“ და ვაშაძის აქციას მე რატომ უნდა შვეუერთდე. უკრაინას ჩვენგან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა, ყოველთვის აქვს მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ასე იქნება მომავალში. კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები