,,ხაბე” მეცოდება, ჩემი “ხაბე”, რამდენი იწვალა აქამდე მოსულიყო და მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ”- ირაკლი ზარქუა

,,როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს, მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ”სადაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი იქნებიან, ის ძალა დამთავრებულია”.

,,არ მომისმენია მერაბიშვილის ბრძნული აზრები და სახელმწიფოებრივი ხედვა, მაგრამ როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს, მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ, რომ მთავარი ოპოზიციურ პარტიას, როგორიც არის განახლებული “ნაციონალური მოძრაობა”, განახლების სიმბოლო მერაბიშვილი წარმოადგენს, მადლობა, ძალიან მაგარია. რას ელოდებიან არ ვიცი, 10 კაცამდე ჩამოვიდნენ, ჟურნალისტები უფრო მეტი იყავით აქციაზე და კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ მერაბიშვილს, ჩემს “ხაბეს”. ეს ძალა წარსულია, მათ შორის მათი მხარდამჭერებისთვისაც, “ნაციონალურ მოძრაობას” თვითონ არ აინტერესებს თავის განახლებული პარტია და მე კომენტარები რატომ გავაკეთო? სადაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი იქნებიან, ის ძალა დამთავრებულია, თუ გინდა პარტიამ დაასრულოს პოლიტიკური მოღვაწეობა, ეს ორი ადამიანი უნდა ჩასვა, “ხაბე” მეცოდება, ჩემი “ხაბე”, რამდენი იწვალა აქამდე მოსულიყო და მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ, მელიას ბოლოს 18 კაცი მისდევდა და ამათ 10 ჰყავდათ,”- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები