,,ყალბი ინფორმაციების გავრცელება რეზოლუციების მეშვეობით ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ”- შალვა პაპუაშვილი

,,სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას ამ ინსტიტუციების მიმართ, ”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ყალბი ინფორმაციების გავრცელება რეზოლუციების მეშვეობით ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ.

„სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც თავისთავად ძირს უთხრის ნდობას ამ ინსტიტუციების მიმართ, ამიტომ ასეთი სახის შინაარსის ჩაწერა რეზოლიციებში ეს თავად ევროპარლამენტის პრობლემაა ვინაიდან ყალბი ინფორმაციების გავრცელება რეზოლუციების მეშვეობით ძირს უთხრის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ. კანონის უზენაესობაა, რომ დანაშაულს უნდა მოსდევდეს სასჯელი, ეს არის ცივილიზებული სამყაროს ნორმა და თუკი ვინმე ცდილობს წარმოაჩინოს ეს ნორმა ვენდეტად, მას გაგება არ აქვს საერთოდ რა არის კანონის უზენაესობა.

მთავარ საკითხს უნდა შევხედოთ, იყო თუ არა ტყუილი წინა რეზოლუციაში ჩანაწერები, იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკა უკრაინის მიმართ დამოკიდებულია კრემლთან კავშირებზე და ეს განსაზღვრავს, ეს ხომ ტყუილია და ტყუილზე არ ვთქვათ ტყუილი?! თუ არის ვინმე ქართველი, ვინც ასე ფიქრობს ეს ერთი უბედურებაა, ან შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ეს ტყუილია, მაგრამ ვინაიდან ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუცია ჩვენ უნდა გავჩერდეთ, გავჩუმდეთ იმიტომ, რომ ის დიდი ორგანიზაციაა და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ?! ასეთი დამოკოდებულება არის უპატივცემულობა საკუთარი ქვეყნის, თუკი ხალხი ფიქრობს, რომ ტყუილია რაც წერია რეზოლიციაში და მიუხედავად იმისა, რომ ტყუილია თავს იკავებს ამ ტყუილს ტყუილი დაუძახოს.

ყველას აქვს საჭირო ინფორმაცია, ყველა საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას, ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც აქვთ ინფორმაცია და მიუხედავად ამისა ასეთი ტიპის რეზოლუციების ინიცირება ხდება, აქ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კეთილსინდისიერება ევროპარლამენტის.

არიან ადამიანები ევროპულ პოლიტიკაში, რომლებსაც დღესაც რომ კითხოთ იტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება დემოკრატიის შუქურა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შექმნა დემოკრატიის სისტემა და რა ვქნათ? უბრალოდ აქ არის გარკვეული რწმენის დონე, რომელსაც ფაქტებით ვეღარაფერს უზამ, რადგან ამ ადამიანებს აქვთ რწმენითი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილი მიმართ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ორი ტექსტი, რომელშიც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

მსგავსი თემები