,,ქართველები არ არიან სიცივეს შეჩვეული ისე, როგორც უკრაინელები, მაიდანი რომ მოაწყონ, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის”- ვანო მერაბიშვილი

,,მჯერა, რომ შიდა პროტესტი შედეგს გამოიღებს და მიხეილ სააკაშვილი გამოვა ციხიდან“,– ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ”პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ხალხია, მოიგეს არჩევნები, რადგან წინა ხელმძღვანელობა პასიური იყო”.

„გუშინ წინ, ორი დღის წინ, დღესაც სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში მიტინგები ტარდება. ახლა ზამთარია, სიცივე და ქართველები არ არიან სიცივეს შეჩვეული ისე, როგორც უკრაინელები, მაიდანი რომ მოაწყონ. მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. მჯერა, რომ შიდა პროტესტი შედეგს გამოიღებს და მიხეილ სააკაშვილი გამოვა ციხიდან“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მსგავსი თემები