ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ორი ტექსტი, რომელშიც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

დღეს, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.

საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან ორში საუბარი ბიძინა ივანიშვილის შეეხება.

ევროპის სახალხო პარტია (EPP) ევროპის საბჭოს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

“ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც მისი პირადი შურისძიების ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს,საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად”, – წერია EPP-ის ტექსტში.

მსგავსი თემები