,,ვფიქრობ, თავდასხმაა” – პრეზიდენტის მრჩეველი ადმინისტრაციიდან ნახატების წაღებაზე

განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში სალომე ზურაბიშვილის მრჩეველის განცხადებით, ორბელიანების სასახლიდან სვიმონ დადიანის 5 ექსპონატის გატანა პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმაა.

კონსტანტინე ნაცვლიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია რა გახდა იმის მიზეზი, რომ  ნახატები კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წაეღო.

,,ის მცირედი დაზიანება, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად დაზიანებული მოვიდა სასახლეში.

ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, და შესაბამისად, ეს ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა საქართველოში, რომელსაც იცავს საქართველოს უშიშროების სამსახურიდან დაწყებული სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციები, ამიტომ მე ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი.

ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას ან მცდელობას პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური. მე ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ასევე თქვენი ინტერესი ფართოდ გამოხატული”, – აღნიშნა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

მსგავსი თემები