თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34 179-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34 179-მდე გაიზარდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 29 605-ს მიაღწია.

სირიაში სტიქიას მინიმუმ 4 574 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 160-ზე მეტი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და 1 414 კი – სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სამაშველო ოპერაციები გრძელდება და მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნას კვლავ ცდილობენ.

 

მსგავსი თემები