თურქეთში, მაშველებმა 16 წლის გოგო ნანგრევებიდან 162 საათის შემდეგ ამოიყვანეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ჰათაის პროვინციაში, თურქმა მაშველებმა 16 წლის გოგო ნანგრევებიდან 162 საათის შემდეგ ამოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას გადარჩენის ოპერაცია თითქმის 1 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34 179-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები