,,რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ”- ვანო მერაბიშვილი

„დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად და რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის გზაზე, ახლა კი აუტსაიდერია.

„დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად და რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ. მსურს, მადლობა გადავუხადო უკრაინის მთავრობას, პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობას, რომლებმაც არაერთხელ გააკეთეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები. მსურს, აღვნიშნო, რომ ბოლო დროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასავლეთში საზოგადოებრივი აზრი უმჯობესდება. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ზეწოლა და ასევე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტია ძალიან მალე აქტიურ მოქმედებებზე გადავა და ეს გარკვეულ შედეგებს მოგვცემს. წინასწარ რაიმე პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ როგორც ქართული პროპაგანდა ავრცელებს ინფორმაციას, „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო, რაკეტები, რომლებიც უკრაინაში დაფრინავს, თბილისის თავზე იფრენდა; ტანკები, რომლებიც უკრაინაში დადიან, საქართველოში ივლიდნენ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

 

მსგავსი თემები