,,რა ურთიერთობები შეიძლება იყოს აგრესორთან, რომელიც მეზობლებს კლავს”- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, აგრესორ სახელმწიფოსთან განსახილველი არაფერი აქვს.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისას  მთავრობას რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება სურდა, თუმცა ომმა უკრაინაში და მეზობლების მკვლელობამ ეს შეუძლებელი გახადა.

„ეს მუქარებია. სამწუხაროდ, ასეთია რუსეთის ინსტრუმენტები: მუქარები, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობები. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ძალიან სერიოზულია. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურდა. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო, რა ურთიერთობები შეიძლება, იყოს აგრესორთან, სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?“ – განაცხადა მაია სანდუმ.

მსგავსი თემები