,,ომი მიმდინარეობს და ერთი მიზანი აქვს, სააკაშვილი უნდა მოკვდეს” – შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება,

ადვოკატის თქმით, ”ამას ჰქვია სამართლებრივი ნორმების ყოველგვარი დარღვევა”.

,,ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ამ საქმეს, რასაც სააკაშვილის საქმე ჰქვია, არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან, ეს არის ჩვეულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს და ამ ომს აქვს ერთი მიზანი, სააკაშვილი უნდა მოკვდეს. სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ… ამას ჰქვია რეპრესიები, ამას ჰქვია სამართლებრივი ნორმების ყოველგვარი დარღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ეს ყველაფერი ფიქსირდება და გაეგზავნება მთელ მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროს, რა მდგომარეობაში არის ეს ადამიანი”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება – მედიაცენტრი მთავარი – MTAVARI (mcm.ge)

მსგავსი თემები