„ტერორისტები ახალ თავდასხმას ამზადებენ“ – უკრაინის პრეზიდენტი

ვოლოდიმის ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ მიიღო უტყუარი ინფორმაცია, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დაგეგმილ მორიგ იერიშზე.

„ტერორისტები ახალ თავდასხმას ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მისი განცხადებით, რთულ კვირას ელოდებიან.

„ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე, მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები – ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია. მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად”, – აცხადებს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტი საკუთარ მოქალაქეებს სთხოვს,  ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს.

 

მსგავსი თემები