ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა

The Guardian-ის ცნობით, ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა.

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, პრეპარატი „ფავიპირავირი“, რომელსაც იაპონური კომპანია აწარმოებს, კორონავირუსის მკურნალობისთვის ეფექტიანი აღმოჩნდა.

გამოცემის ცნობით, უჰანსა და შენჟენში წამლის 340 პაციენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ტესტირებამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. კერძოდ, დაავადებულთა ანალიზებმა აჩვენა, რომ, მათ, ვინც „ფავიპირავირს“ იღებდნენ, კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი 4 დღეში ჰქონდათ. ის პაციენტები კი, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ, საშუალოდ 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ.

სპეციალისტების მტკიცებით, მედიკამენტს უსაფრთხოების მაღალი ხარისხი აქვს და ფილტვების მდგომარეობას დაახლოებით 91%-ით აუმჯობესებს.

მსგავსი თემები