„დაბომბილი ერთმორწმუნე ერების ეკლესიები“ – პრეზიდენტი პარლამენტში

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამეტში დაიწყო. პრეზიდენტმა დეპუტატებს ფეხზე წამოდგომა სთხოვა და დიდ ეკრანზე უკრაინის ომის ამსახველი კადრების გაშვება და უკრაინის ჰიმნის მოსმენა.

„დღეს ჩვენს თვალწინ შემზარავი კადრებია. დაბომბილი, საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და სკოლები თუ ერთმორწმუნე ერების ეკლესიები. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა მხოლოდ პატივისცემასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და  დგას უკრაინელების გვერდით“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სოლიდარობის ნიშნად კიდევ ერთ სთხოვა დეპუტატებს ფეხზე წამოდგომა, ეკრანზე უკრაინის ომის კადრების გაშვება და უკრაინის ჰიმნი.

 

მსგავსი თემები