„უკრაინაში ყველაფერი ისეა, როგორც ეს 2008 წელს საქართველოში იყო“ – რადას თავმჯდომარე

უკრაინის რადას თავმჯდომარე უკრაინაში დრეს მომდინარე საომარ მოქმედებებს 2008 წლის საქართველოს ადარებს და აცხადებს, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც მაშინ საქართველოში.

“ამჟამად უკრაინის არმია ისევე როგორც უკრაინელი ხალხი იცავს თავის ქვეყანას, მიწას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.  ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიებზე,  ყველაფერი ისე, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში.  რუსები ურცხვად იყენებენ წინა სცენარებს. უბრალოდ გაიხსენეთ, როგორ გაანადგურა რუსულმა არმიამ ქალაქები სირიასა და ლიბიაში,” – აცხადებს რუსლან  სტეფანჩუკი.

მისი შეფასებით უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

„მზად ვართ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არის გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთას არ დავუშვებთ. ეს ძირითადად ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხებს,” – განაცხადა სტეფანჩუკმა.

მსგავსი თემები