„საზოგადიება თქვენზე ბევრად შეგნებული, ფხიზელი და მამაცია“ – პრეზიდენტი მთავრობას და პარლამეტს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობასა და პარლამენტს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ საზოგადოება მათ ფხიზლად და მამაცურად დგას. ეს განცხადება ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში გააკეთა.

„დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის. ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე. როგორც ჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ, ახალი გზები იხსნება. საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. პასიურად არ უნდა ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს.

ეს არის ჩვენი ყველა აქ მჯდომის ვალდებულება. ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად თქვენ, აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე – ძალა ერთობაშია. საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანია“ – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტისა და მთავრობის წევრებს.

მსგავსი თემები