,,რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით”- ლავროვი

რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ”ნაცისტურმა რეჟიმმა ღიად გამოაცხადა მიზნად ყველაფერი რუსულის მოსპობა იმ მიწებზე, სადაც საუკუნეებია რუსი ხალხი ცხოვრობს“.

„ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ იმ რეალობის და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენი ინტერესების, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. ნაცისტურმა რეჟიმმა ღიად გამოაცხადა მიზნად ყველაფერი რუსულის მოსპობა იმ მიწებზე, სადაც საუკუნეებია რუსი ხალხი ცხოვრობს“,- განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები