პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. მოშიმშილე ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ წყვეტს შიმშილობის აქციას. ცოტა ხნის წინ, ის შეუძლოდ გახდა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მივა გამოსაკვლევად. ბასილაია 19 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ​ასევე, შიმშილობა შეწყვიტა ვახტანგ სიხარულიძემ, რომელიც რუსთაველზე 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. პარლამენტის წინ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გრძელდება.

მეტი...

ნიკა მელია პროკურატურის მიერ ვიდეომტკიცებულებების გასაჯაროებას ეხმაურება

„24-ე დღეა, პროკურატურის წარმომადგენელი ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერით გვიკითხავს ერთი და იგივე ზღაპარს,“ – ასე გამოეხმაურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია პროკურატურის მიერ ვიდეომტკიცებულებების გასაჯაროებას. მისი თქმით, პროკურატურის პროპაგანდა არის დანგრეული, თითქოს დარბევა იმიტომ დაიწყო, რომ არსებობდა მყისიერი საფრთხე პარლამენტში შევარდნის, ვიდეომასალაში საზოგადოებამ სხვა რამ იხილა. „24 დღის განმავლობაში პროკურატურის ერთიდაიგივე​ წარმომადგენლის მხრიდან იმ მანერით, როგორც საუბრობს და სიმართლე გითხრათ, მაგონებს ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერას. საუბარს ხომ არ სჯობს მტკიცებულებები წარმოადგინოს, მაგრამ როგორ წარმოადგენს, რომელიც არ არსებობს. პროკურატურის მთელი პროპაგანდა  არის დანგრეული, თითქოს დარბევა იმიტომ დაიწყო, რომ არსებობდა მყისიერი საფრთხე…

მეტი...

“არავითარი მნიშვნელოვანი კითხვა არ მომისმენია” – ხატია დეკანოიძის დაკითხვა დასრულდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე დაკითხვიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, რაიმე მნიშვნელოვანი კითხვები არ დასმულა და, ძირითადად, გამოძიებას აინტერესებდა, რომ მას, როგორც მოწმეს, ქრონოლოგიურად მოეყოლა 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. „ძირითადად, კითხვები შეეხებოდა 20-21 ივნისის ღამეს. მოვყევი ყველაფერი, დილიდან გვიან ღამემდე, ვიდრე დავტოვე ტერიტორია. ჩემი, ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანის პროტესტი, გავრილოვის, ოკუპანტის პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით, იყო და ეს გავუზიარე მოსამართლეს. ეს იყო რეალურად მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც მოჰყვა ამ ადამიანების დარბევა და დასახიჩრება, მათ შორის მე აღვნიშნე, რომ ხშირ შემთხვევაში იყო პოლიციის მხრიდან ძალადობა და ახლო კონტაქტი ადამიანებთან. ერთი დეტალი მოვყევი, როგორ…

მეტი...

“მელია ცდილობდა, პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით, ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი” – პროკურატურა

“ვიდეო მტკიცებულების სრული ვერსიის დეტალური ანალიზის შედეგად ჩანს, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით, განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა”, – აცხადებენ პროკურატურაში. პროკურატურის ინფორმაციით, ნიკანორ მელია, რეალური დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად, პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა „ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში“ და ასე შემდეგ. „ამავე მიზანს ემსახურებოდა ნიკანორ მელიას მოჩვენებითი მზაობა, მოლაპარაკების გზით ამოეწურა კონფლიქტი, რადგან მშვიდობიანი მოწოდების პარალელურად მოძალადეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს პოლიციური კორდონის გარღვევა, რასაც მოჰყვა კიდეც პოლიციელთა მხრიდან მოძალადეთა მოგერიების მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენება“, – განაცხადეს პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით, დაცვის მხარის…

მეტი...

ხვალ ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, 14 ივლისს, 18:00 საათიდან, კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალის პარკში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ღონისძიებაზე დაგეგმილია საბავშვო–გასართობი აქტივობები, ასევე, ტურნირები კალათბურთში, ფეხბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ტანვარჯიშში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფარიკაობაში. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ,  როგორც პროფესიონალ, ასევე, მოყვარულ სპორტსმენებს. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. ამასთან, მათივე ცნობით, მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართება სხვადასხვა თამაშები, შეჯიბრი და შოუ-პროგრამა. ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველებს საბავშვო…

მეტი...

ხატია დეკანოიძე მოსამართლის თანდასწრებით იკითხება  

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. მართალია, დეკანოიძე სხდომის გასაჯაროებას ითხოვდა, თუმცა, როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, პროცესის დახურვა სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნაა.   “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოკითხვის შინაარსსა და კონკრეტულ ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით. შესაბამისად, კითხვები იქნება ყველა ფაქტთან დაკავშირებით, რასაც გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს. გამოკითხვის საჯაროობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არაა, რომ პროცესი დაიხუროს, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მე-12 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა”, – განაცხადა საქმის პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე, გამოკითხვაზე, სსკ-ის…

მეტი...

კილომეტრიანი საცობი – სარფის საბაჟოზე გადაადგილება შეფერხებულია

დაახლოებით, სამი საათია, რაც სარფის საბაჟო გადაკეტილია და ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია. მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟოზე არ ატარებენ და მათთან შეფერხების მიზეზად თურქეთის მხარეს არსებულ პრობლემას ასახელებენ. ამასთან, შსს-ს ცნობით, შეფერხება სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან შეიქმნა, კერძოდ, ადგილი აქვს ტექნიკურ შეფერხებას. ამ დროისთვის ბათუმი-სარფის სატრანსპორტო მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

მეტი...

კათოლიკოს პატრიარქმა, მთელ საქართველოს, სიხარულის მაუწყებლობის ლოცვა- კურთხევა მისცა  

„მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. იყოს მახარობელი” – ასე იქადაგა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა. როგორც ილია მეორემ ბრძანა, ადამიანმა ადამიანს ცუდი სიტყვა კი არ უნდა მიაგოს, პირიქით სასიხარულო ამბავი ამცნოს.  „მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. იყოს მახარობელი. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ უამრავი ხალხი ესწრება…

მეტი...

20-21 ივნისს, შსს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო გადაცდომებს გენერალური პროკურატურა იძიებს

„ლოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ, შესაძლო უფლებამოსილებათა გადამეტებას, თუ სხვა ქმედებების ჩადენას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ გამოიძიებს იმიტომ, რომ გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ საკითხებს იძიებს საქართველოს გენერალური პროკურატურა“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს  საზოგადოებაში  შეცდომაში შეჰყავთ ამიტომ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი; გამოკითხულია სამოცდაათამდე პირი; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები; თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელ 10  პირს, ვინც მონაწილეობდა მანიფესტაციის დროს…

მეტი...