კათოლიკოს პატრიარქმა, მთელ საქართველოს, სიხარულის მაუწყებლობის ლოცვა- კურთხევა მისცა  

„მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. იყოს მახარობელი” – ასე იქადაგა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა.

როგორც ილია მეორემ ბრძანა, ადამიანმა ადამიანს ცუდი სიტყვა კი არ უნდა მიაგოს, პირიქით სასიხარულო ამბავი ამცნოს. 

„მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. იყოს მახარობელი. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ უამრავი ხალხი ესწრება წირვა-ლოცვას… ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობელი, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ. დღეს არის განსაკუთრებული დღე. 12 მოციქულის დღესასწაული. თქვენ მოისმინეთ მნიშვნელობა, რამდენად დიდია ღვაწლი 12 მოციქულის დღესასწაულის. ყოველი მოციქული იყო არამარტო გაგზავნილი მოციქული, არამედ მახარებელი” –  ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი თემები