საქართველოში ყალბი ევროების გასაღებისთვის უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

ყალბი ფულის დიდი ოდენობით გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს. მათ 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. უკრაინის მოქალაქეები დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე აიყვანეს. ერთი დაკავებული დაბადებულია 1994 წელს, მეორე კი 1989 წელს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 2 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა. სამართალდამცველებმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციამ, ე.მ.-ის და მისი მეგობრის – ა.ა.-ის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ფულის…

მეტი...

სეზონური დასაქმება საბერძნეთში – რას ითხოვს საბერძნეთი სამსახურის მაძიებლებისგან

საქართველოში უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის გამო, რასაც ხელისუფლება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აღიარებს, საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნებში გადინება ყოველწლიურად იზრდება. მიზეზი – დასაქმება, ნებისმიერი სამუშაო და შემოსავალი. საბერძნეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე დიდი რაოდენობით გადიან სამსახურის საძიებლად. საბერძნეთის ხელისუფლება, მის ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები ემიგრანტებისთვის დასაქმების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, სეზონურ სამუშაოებთან დაკავშირებით, სხვადასხვა რეგულაციას აწესებს. თუ დამსაქმებელს სურვილი აქვს, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიქირაოს, განაცხადი უნდა შეიტანოს დეცენტრალიზებული მმართველობის სამსახურში, თავისი საცხოვრებელი უბნის მიხედვით. სადაც მითითებული უნდა იყოს დასასაქმებელი პირების რაოდენობა, მათი პირადი მონაცემები, ეროვნება, პროფესია/საქმიანობა და დასაქმების პერიოდი. განაცხადს…

მეტი...

კონკურსი – „ცხოვრება მშვენიერია“ გაიხსნა, მონაწილეობა 6-დან 18 წლამდე ყველას შეუძლია

საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM), Kin Top საგანმანათლებლო სკოლისა(დიუსელდორფი, გერმანია) და GNNT ჯგუფის (თბილისი, საქართველო) ინიცატივით, თბილისში პროექტის -„ხელოვნება ყველასთვის“ (“Art4All”) განხორციელება დაიწყო. პროეტი, თბილისის ხელოვნების ცენტრებშიინკლუზიური სახვითი ხელოვნების ხელშეყობას ითვალისწინებს და პარალელურად, 6-დან 18 წლამდე მსურველებს სპეციალურ კონკურსში ჩართვას სთავაზობს. რაც შეეხება კონკურსს, ნამუშევრების – „ცხოვრება მშვენიერია“, შეგროვება უკვე დაიწყო. სახვითი ხელოვნების გამოფენა-კონკურსში ჩართვა 6-დან 18 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთაც სპეციალური სასწავლო საჭიროება გააჩნიათ. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით, უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულმისამართზე: art4all@kin-top.de გამარჯვებულთა დაჯილდოვება თბილისში გაიმართება. ყველა მონაწილეს გადაეცემა გამოფენის კატალოგი დასპეციალური…

მეტი...

სროლა საარჩევნო კომისიასთან

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის წევრების დასაშინებლად, კომისიასთან გასროლა მოხდა. სროლის ფაქტს თვითმხილველების ადასტურებენ. კომისიის წევრმა კი ის მანქანა გადაიღო, რომლითაც იარაღიანი ადამიანი გაიქცა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, სროლა ზუგდიდის 87-ე უბანზე მოხდა. “ჩვენი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა, როდესაც, გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტიდან. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ ქვარცხავა შეძლო დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, საიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ. ჩვენ გაგვაჩნია ამ ავტომანქანის ნომრის ფოტომასალა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობაში…

მეტი...

ყველა საარჩევნო უბნის თავზე დრონები იფრენს

არჩევნების მიმდინარეობა ყველა საარჩევნო უბნიდან პირდაპირი ეთერით გადაიცემა. გაერთიანებული ოპოზიცია, ტრანსლირების გარდა, უბნების დრონებით გაკონტროლებას გეგმავს. “თითოეული საარჩევნო უბნიდან მოხდება პირდაპირი ტრანსლირება საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის, როგორც უბნის შიგნით, ასევე უბნის გარეთ. ასევე, საარჩევნო უბნებთან იქნებიან მობილიზებული დრონები, რომლებიც გააკონტროლებენ საარჩევნო უბნის გარეთ საარჩევნო პროცესს”, – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვლმა გააკეთა.

მეტი...

შსს არჩევნებთან დაკავშირებით პოლიციელთა მობილიზებას ახდენს – სპეციალური განცხადება

19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. „2019 წლის 19 მაისს შუალედურ და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით, ამ პერიოდში მოხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. მივმართავთ საარჩევნო…

მეტი...

მაჟორიტარის ინიციატივით, ესეების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხელ ახალგაზრდებს შორის საპარლამენტო მმართველობის თემაზე, ესეების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა 15-დან 20 წლამდე ასაკია სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მიიღეს. გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება ლაგოდეხის ცენტრში გაიმართა, რომელსაც მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. კონკურსში გამარჯვება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო გოგოლაძემ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილი ლაგოდეხის № I საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტარიელ ხარატიშვილმა და მარიამ მანჯგალაძემ გადაინაწილეს. გურამ მაჭარაშვილმა კონკურსის მიზნებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ის მიზნად ისახავდა საპარლამენტო მმართველობის…

მეტი...

“იპსოს” საფრანგეთს კვლევა არ ჩაუტარებია, გუშინ მოგვატყუეს“ – მამუკა მდინარაძე

„გუშინ გახმოვანებული კვლევით “ნაციონალურმა მოძრაობამ ” კიდევ ერთი გაუგონარი ტყუილი შემოგვთავაზა. გამოჩნდა, რომ “იპსოს” საფრანგეთს საერთოდ არ ჩაუტარებია ასეთი კვლევა, როგორც ეს გუშინ მოგვატყუეს“ – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, კვლევა ჩაატარა რუსულ-უკრაინულმა ოფისმა შულგინის ხელმძღვანელობით. „ეს არ გაგვკვირვებია, ეს არის მათი ჩვეული სტილი. ეს კვლევა ჩაატარა რუსულ-უკრაინულმა ოფისმა შულგინის ხელმძღვანელობით. არ ამბობენ იმასაც, თუ ვინ ჩაატარა საქართველოში საველე სამუშოები, იმიტომ, რომ აქაც ძაღლის თავი იქნება დამარხული. დიდი შანსია, რომ ეს კვლევა ნაციონალური მოძრაობის რომელიმე სატელიტი ორგანიზაციის მიერ იყოს ჩატარებული. ფაქტი ერთია, მათ არც კი…

მეტი...

„საქართველოს პრეზიდენტის განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიება განულებისკენ მიდის“

საქართველოს გენერალური პროკურატურა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას საქმეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. როგორც პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია „მედიაცენტრ მთავართა“ აცხადებს, ის ფიზიკურად დაუძლურებულია და საქმის წინ წასაწევად შიმშილობის ისევ დაწყებას ვერ შეძლებს. „ 2018 წლის მიწურულს საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფისში ჩვენს მიერ იქნა ჩატარებული 14 დღიანი შიმშილობის აქცია, რომელმაც გარკვეულ შედეგებს მიაღწია. კერძოდ ეს არის გამოძიების გაგრძელება. ამ შიმშილობის შედეგად, საქმე კი არ დახურეს და თაროზე შემოდეს, პირიქით, გააგრძელეს კიდევ 5 წლით. გარდა ამისა, საქმეს კვალიფიკაციაც შეუცვალეს. თუ ადრე სს საქმე აღძრული იყო ადამიანის…

მეტი...

საბერძნეთში მოკლული ქართველი გოგონას ყოფილი მეუღლე დანაშაულს არ აღიარებს

„ირგვლივ ყველა ისეთი უცოდველი, კეთილი და სათნოა, ალბათ, ჯოჯხეთში მარტო მე მოვხვდები“. ეს “პოსტი” საბერძნეთში მოკლულ ქართველ გოგონას ეკუთვნის. როგორც ჩანს, მოკლული გოგონა გარკვეულ საფრთეს გრძნობდა კიდეც. რამდენიმე დღის უკან, საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქეთი სუთიძის მკვლელობისთვის დაკავებულთან ადვოკატი, ათენის ციხეში დღეს პირველად შევიდა. ქეთის ყოფილი მეუღლე შალვა ქათამაძე გოგონას მკვლელობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელიც კი არ იცოდა სად იყო. „როგორც ადვოკატს და პოლიციელებს დაკავებულმა განუცხადა, დანაშაული მას არ ჩაუდენია და ყოფილ მეუღლესთან შეხება არ ჰქონია. ის არ აღიარებს, რომ მეუღლე მან მოკლა. არც იმას აღიარებს, რომ…

მეტი...