ფრენბურთში, შიდა პირველობა დასრულებულია

ბათუმის სასპორტო სკოლაში, ვაჟთა შორის, ფრენბურთში შიდა პირველობა დასრულდა. ტურნირში პირველობას 5 გუნდი ეცილებოდა. პირველი საპრიზო ადგილი კი “სპორტსკოლა 1”-მა მოიპოვა. ტურნირი. წრიული სისტემით ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეორე საპრიზო ადგილი კი „სპორტსკოლა 2“ –ს ერგო, მესამე საპრიზო ადგილს გუნდი – „დელფინი“ დასჯერდა. გამარჯვებული გუნდები დიპლომებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

მეტი...

ვეტერანი ფეხბურთელები, გაყიდულ და ჩაწყობილ თამაშებს სიდუხჭირით ხსნიან

ვეტერანი ფეხბურთელები გაყიდულ თამაშებზე მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ და არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ, დამგეგმავების დასჯას ითხოვენ. როგორც მანუჩარ მაჩაიძემ და რევაზ ძოძუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც მატჩების გაყიდვით ბიზნესს აკეთებს. „მთელს მსოფლიოში ებრძვიან ასეთ საქმეებს და საქართველოც არ არის გამონაკლისი. მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამით ბიზნესს აკეთებს. სასჯელის მხოლოდ ფეხბურთელებზე გადატეხვა არასწორი მიმაჩნია . ის ადამიანებიც უნდა დაისაჯოს, ვინც ფეხბურთელები აიძულა,“- განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი თქმით, მსგავსი ზნეობრივი პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით დგას, თუმცა იქ გაცილებით დიდ თანხებზეა საუბარი. „გაყიდულ და…

მეტი...

„ობშიაკის ფული“ კოკა-კოლისა და ლობიანის ფულია და არა „ქურდული ობშიაკის“ – 51-ე სკოლის მშობელი

51-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მშობლები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სკოლაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება, რომელზეც სს საქმეა აღძრული, მეთორმეტე კლასელების გადაღებულ „ჰიმნს“ მოჰყვა, სადაც ე.წ. ქურდული მენტალობაა ნახსენები. 51-ე სკოლასთან დაკავშირებულ ხმაურიან თემაზე სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს. „ზედმეტ კუდებს ნუ მოაბამენ რაღაცეებს და ნუ გადააბრალებენ ბავშვებს ყველაფერს. რაც შეეხება ბავშვს, რომელიც კლიპში „ობშიაკის ფულზე“ საუბრობს, ის ძალიან წარჩინებული მოსწავლეა. ე.წ. ობშიაკის ფული, ფულის ამ გაგებით შეგროვებას არ გულისხმობს. საუბარია ლობიანის, ხაჭაპურისა თუ „კოკა-კოლას“ საყიდ ფულზე. სკოლიდან გარეთ ვერც ერთი ბავშვი გადის მანდატურის თანხმობის გარეშე, ამიტომ, ერთი…

მეტი...

“ობშიაკის ფული“ და საქმის „ქურდულად მოგვარება“ 51-ე სკოლაში

ორი სიტყვა – „საქმის ქურდულად მოგვარება“ და „ობშიაკის ფული“ – 51-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა. „ჰიმნი“, რომელიც მეთორმეტე კლასელებმა გადაიღეს და სადაც ე.წ. ქურდული ტერმინოლოგიაა გამოყენებული, სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კლიპში კლასის დამრიგებელიც მონაწილეობს. 51-ე სკოლა, ხმაურის თემა ორი მიზეზით გახდა. პირველი – ფიზიკური დაპირისპირება მეთერთმეტე კლასელებს შორის და მეორე – მეთორმეტე კლასელების „ჰიმნი“, რომელიც მათ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გადაიღეს. კლიპში მონაწილე მოსწავლეების მშობლებმა „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კლიპის ისტორიასა და შინაარსზე ისაუბრეს. მათი თქმით, „ჰიმნში“ საპროტესტო არაფერია…

მეტი...

სოფო ხორგუანი არ აპირებს, საკუთარ ამომრჩევლებს ვინმეს მხარდაჭერისკენ მოუწოდოს

„მთაწმინდის ამომრჩეველთა მხარდაჭერას ის პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს, ვინც ნდობადაკარგული ამომრჩევლების, გაბრაზებული ამომრჩევლების ნდობის დაბრუნებას, საკუთარი თავისკენ და ქვეყნისკენ დაბრუნებას მოახერხებს“ – ეს განცხადება მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნების ერთ-ერთმა ყოფილმა კანდიდატმა სოფო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ მთაწმინდის ოლქში მოვუწოდებ აქტიურობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაბრაზებული ვართ პოლიტიკოსებზე, ვერ ვიქნებით გაბრაზებული ჩვენს სამშობლოზე. პოლიტიკოსებს ჩვენ ვქირაობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ თუ ისინი არ ასრულებენ თავის მოვალეობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს სამშობლოს უნდა გავებუტოთ. უნდა ვიაქტიუროთ და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. შევხედოთ ყველამ რა შეთავაზებები ექნებათ მოქალაქეების მიმართ პარტიებს. ვნახოთ…

მეტი...

„როცა ამომრჩევლის 63% პროტესტს გიცხადებს, ესეიგი, არ გაქვს საქმე კარგად, ეს საგანგაშოა“ – სოფო ხორგუანი

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის სოფო ხორგუანის განცხადებით, ხელისუფლება შეშფოთებული უნდა იყოს იმით, რაც მთაწმინდის ამომრჩევლებისგან მიიღო. „როცა მოქალაქეების 63% არ გენდობა, ეს საგანგაშო მაჩვენებელია“ – აღნიშნა ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ და ხელისუფლებას დაფიქრებისკენ და გაანალიზებისკენ მოუწოდა. „ხელისუფლება და ის ადამიანები ვინც პოლიტიკაში არიან, შეშფოთებული უნდა იყოს ამ შედეგებით. როცა ამომრჩევლების 70%-მდე არჩენვებზე არ მოდის, ეს დიდი პრობლემაა. საზოგადოებაში იმედგაცრუებაა. ჩემი მთავარი მოწინააღმდეგეც სწორედ ნიჰილიზმი და უნდობლობა და ეს მიღებული შედეგებით დადასტურდა კიდეც“ – აღნიშნა ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე შეფასებით, მოქალაქეების 63% ხელისუფლებას პროტესტს უცხადებს და ეს გამოხატა კიდეც:…

მეტი...

„ხელისუფლება მანკიერი პრაქტიკისგან – კოორდინატორებისგან ვერ გათავისუფლდა“ – სოფო ხორგუანი

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, რომელმაც არჩევნების პირველი ტური ვერ გადალახა, აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნებში ყოფილი ხელისუფების მანკიერებას დღესაც იყენებს. როგორც სოფო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თბილისის მერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმაც შემაშფოთებელი განცხადებები გააკეთეს. „ძალიან სამწუხაროა რომ ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გათავისუფლებულიყო იმ მანკიერი პრაქტიკისგან, რომელიც დანერგა წინა ხელისუფლებამ. ეს არის კოორდინატების ინსტიტუტი. სამწუხარო იყო, რომ დღის განმავლობაში დედაქალაქის მერმა მოუწოდა კოორდინატორებს აქტიურობისკენ. კიდევ უფრო სამწუხარო იყო პარლამენტის ვიცე-სპირკერის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ყველაფერი არის კანონიერი, მართალია არ მოგვწონს, მაგრამ არის კანონიერი. ეს იყო ძალიან სამწუხარო…

მეტი...

“არჩევნებზე მოსახლეობის 70%-მდე არ მოვიდა, ეს ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ“ – ლადო კახაძის სტრატეგია

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 30-%-მა მიიღო. 70%-მდე ამომრჩეველი კი სახლში დარჩა და ამით საკუთარი პროტესტი გამოხატა. არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება. „ქართული ოცნების“ სტრატეგია კი სწორედ იმ ამომრჩეველთა გამოყვანაა, ვინც არ იაქტიურა და სახლში დარჩა. შუალედური არჩევნების მეორე ტურის სტრატეგიასა და გეგმებზე მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ჩვენ უფრო აქცენტი გვაქვს, ჩემი მომხრეების გააქტიურებაზე, რომლის დიდი ნაწილიც არ გამოვიდა. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის იმედზე არ გამოვიდნენ, ლადო ისედაც გაიმარჯვებსო-ო. ახლა, მირეკავენ ადამიანები და მეუბნებიან, არავითარ შემთხვევაში სახლში არ გავჩერდებით-ო. ამ…

მეტი...

„ამომრჩეველს რომ ვუთხრა, მე ყველა მოსამართლეს გავყრი და დავიწყებ რევოლუციას, ეს მათ არ აინტერესებთ“ – ლადო კახაძე

მთაწმინდის შუალედური არჩევნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე არ თვლის, რომ არჩევნების პირველ ტურში ლევან მურუსიძის ფაქტორის გამო ვერ გაიმარჯვა. როგორც ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სამართალსა და სასამართლო სისტემაზე სიტყვაც კი არ დაძრულა. „პოლიტიკური ოპონენცია ისაა, რომ ყველანაირი შანსი გამოიყენონ შენს წინააღმდეგ. როდესაც შენს მიმართ არ აქვთ საფუძველი, კონკრეტულად ნეგატივზე ისაუბრონ, რაცა ვერაფერს ქექავენ და სუსტ წერტილს ვერ გიძებნიან, ამიტომ „რაღაცის“ „რაღაცასთან“ დაკავშირება ხდება საჭირო. მთავარია, რომ მოსახლემ, ამომრჩეველმა არ გამაიგივოს ამ მოვლენასთან და მეორე ტურში ეს დადასტურდება კიდეც“. როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა,…

მეტი...

„გადავიხდი ქურდულად“ – 51-ე სკოლის მოსწავლეების დაპირისპირება „ქურდულ მენტალიტეტს“ უკავშირდება

51-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში გრძელდება. სკოლის მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო შსს-მ საქმე 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო. უწყებაში ცივი იარაღის გამოყენებას არ ადასტურებენ, თვითმხილველელები კი აცხადებენ, რომ მოსწავლეებს დანებიც ჰქონდათ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ კლიპის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, დაპირისპირება სწორედ გავრცელებული კლიპის გამო მოხდა, თუმცა, რესპოდენტი ამ კლიპში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ის, შემთხვევის ნეგატიურად გაშუქებას ანტი-პიარს მიაწერს. „51-ე სკოლილის ბავშვებზე ძალიან ცუდი პიარი აგორდა. ამ კლიპის გადაღების დროს, მე ვიყავი და დამრიგებელი ამ ამბებში არაფერ შუაშია. კლიპი რომელიც გავრცელდა და რომელსაც ახლა ატრიალებენ ეს…

მეტი...

15 წლის გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად 200 000 მადლიანი ადამიანი იძებნება

“ვეძებ 200 000 მოხალისეს, 200 000 მოკავშირეს, 200 000 მადლიან ადამიანს, რომლებსაც პატარა გოგოს ტრაგედია სულს აუფორიაქებს! როგორ დავიჯერო, რომ ვერ ვიპოვი?! და თუ ვართ ამდენი, მაშინ სულ მარტივად შევძლებთ ვუყიდოთ ნათიას სიცოცხლე,” – წერს 15 წლის ნათიას დასახმარებლად მისი მასწავლებელი, ნინო გიორგაძე სოციალურ ქსელში. 15 წლის ნათიას მეოთხე სტადიის სწორი ნაწლავის კიბო დაუდგინდა. კიბოს მეტასტაზები ლიმფურ მილებსა და ძვლებშია გავრცელებული. მოზარდის მკურნალობაზე თანხმობა ერთადერთმა კლინიკამ “ენვიტამ” (აშშ.არიზონა) განაცხადა. ნათიას ამერიკაში წასაყვანად და სამკურნალოდ 200 000 $ ესაჭიროება, თუმცა, ოჯახს საშუალება არ აქვს. „ეს ფერიასავით გოგო ნათიაა, ჩემი მოსწავლეა. ის…

მეტი...