დავით-გარეჯის კომპლექსთან, ქართული დროშა დღეს ისევ ფრიალებდა 

ჩიჩხიტურის კოშკთან მსვლელობით მისული აქციის მონაწილეების ნაწილი დაიშალა, ნაწილი კი კვლავ ამ ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეების ნაწილის დაშლის მიზეზი აქციის ერთ-ერთი მონაწილის გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაცია გახდა. მისი თქმით, პატრიარქის კურთხევაა, რომ აქციის მონაწილეები სახლებში დაბრუნებულიყვნენ. ფალავანდრიშვილის თქმით, მას მამა ანდრიამ ჯაღმაიძემ დაურეკა და ამის შესახებ უთხრა. სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თემურ კუპატაძეს განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის დანაყოფები, რათა თავიდან იქნას არიდებული, რაიმე სახის პროვოკაცია. „დილიდან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს ამ პერიმეტრზე. დილიდან ასევე გვქონდა შეხვედრა მამა კირიონთან და სასულიერო პირებთან. მათთან ერთად დავგეგმეთ მარშრუტები, თუ როგორ უნდა…

მეტი...

საქართველოში, ფეხსახსრიანთა ტიპის მწერი გამოჩნდა

საქართველოში, წელს, შეინიშნება ფეხსახსრიანთა ტიპის მწერის, ნარშავას ფრთაკუთხას რადენობის ზრდა, რაც მოსახლეობისთვის თვალშისაცემი გახდა.  როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, მწერი არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს და საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანებისთვის.   “ნარშავას ფრთაკუთხა  არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, მეტიც, მიიჩნევა, რომ სასარგებლო მწერის სახეობაა, რადგან ანადგურებს დიდი რაოდენობით სარეველას. მისი ბუნებრივი მტრები არიან ობობები, ხოჭოები, ჭიანჭველა, მღრნელები და სხვა,”- აცხადებენ სამინისტროში.

მეტი...

„ექიმებს, რომელთაც გადაცდომები აქვთ, ტრენინგზე აგზავნიან“ – უფლებადამცველი „მთავარში“

„პაციენტები იმიტომ ვართ ცუდ დღეში, რომ არ ვიცით ჩვენი უფლებების შესახებ. თუ ჩვენს უფლებებში გათვითცნობიერებულები ვიქნებით, ის მდგომარეობა არ გვექნება, რაც დღეს, საქართველოში პაციენტისა და მედპერსონალის ურთიერთობის კუთხოთ არსებობს“ – ეს განცხადება პანიცენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნანა სანაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ნანა სანაია სამედიცინო რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს და აცხადებს, რომ დღევანდელი პრაქტიკით, ექიმებს, რომლებსაც გადაცდომები აქვთ, მხოლოდ გადამზადებაზე აგზავნიან, რაც საკმარისი არ არის. „თუ კანონი კანონობს, როცა ექიმის დაუდევრობით, ადამიანი გარდაიცვლება ან ზიანი მიადგება, ექიმის შესაბამისად უნდა ისჯებოდეს. ჩვენს რეალობაში კი, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ექიმს აგზავნიან გადამზადებისთვის…

მეტი...

მსოფლიოს ბანკების ძარცვისთვის ბრალდებული ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის დანაშაულებრივი საქმე 14 ტომს ითვლის. საქმეზე ძიება, ფედერალებს დახმარებით, 2 წელი გრძელდებოდა, შედეგად დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, ორი სულ სხვა სამყაროს ტვინით მომუშავე ადამიანი, რომელთა ხელმძღვანელობითაც, მსოფლიოს ბანკებიდან და ორგანიზაციებიდან მილიონები იხსნებოდა. მილიონები კი ვირტუალურ სივრცეში გადადიოდა. ამ ყველაფრის ორგანიზატორობას ფედერალები და ქართული გამოძიება საქართველო ორ მოქალაქეს – ალექსანდ კონოვალოვსა და მარატ კაზანჯიანს ედავება. საერთაშორისო ქსელის დანაშაულებრივ ქმედებებთან და ბრალთან დაკავშირებით, დაკავებული კონოვალოვის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ამერიკიდან ჩამოსული იყო დიდი საგამოძიებო კორპუსი, რომლებმაც საქართველოში არაერთი თვე დაჰყვეს. საქმეს ჰყავს არაერთ მოწმე და გამოკითხული. ალექსანდრე კონოვალოვი…

მეტი...

დაკავებულ „ტვინებს,“ შესაძლოა, საპროცესო შეთანხმებაც გაუფორმონ

„ტვინების ომი“ – ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ქართველ ლიდერებს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს. ყოველ შემთხვევაში, ადვოკატი არ გამორიცხავს, ასე მოხდეს, რადგანაც ასეთ „ტვინებს“ და ასტრალში გასულებს კი არ აკავებენ, პირიქით იყენებენ. საუბარია კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფებაზე, რომელმაც, მსოფლიო მასშტაბით, ევროპული და ამერიკული, 41 საბანკი ანგარიშიდან მილიონობით დოლარი მოხსნა. ამერიკელი ფედერალების დახმარებით, რომლებიც საქართველოში საკმაოდ დიდხანს მუშაობდნენ, საქართველოს 2 მოქალაქე ალექსანდრე კონოვალოვი და მარატ კაზანჯიანი დააკავეს. დაკავებული კონოვალოვის ადვოკატმა ბესიკ ქარცივაძემ, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ის სქემაზე ისაუბრა, რასაც დაკავებულები იყენებდნენ, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მსგავსი…

მეტი...

„არაა საჭირო წაეპოტინო დავით გარეჯს“ – ირმა ინაშვილი ბატონ ალიევს

აქტივისტები და სამღვდელოება, დღეს, დავით გარეჯში, კომპლექსის დასაცავად და ქართული დროში ასაფრილებლად კიდევ ერთხელ ჩადის. პათოსს „პატრიოტთა ალიანსიც“ უერთდება და გარეჯში ჩასვლას 1 ივნისს გეგმავს. პოლიტიკური პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიმართავს, რომ გონიერება გამოიჩინოს და ურჩევს, ნუ ეპოტინება დავით გარეჯას. „მედიაცენტრი მთავარი“ ირმა ინაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “პატივს ვცემ აზერბაიჯანელებს და მეც, როგორც მათი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, ველი უკუპატივისცემას! პატივს ვცემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ გონიერი კაცია, მაგრამ ბატონ ალიევს სწორედ ეს გონიერება უნდა კარნახობდეს, რომ არაა საჭირო წაეპოტინო დავით გარეჯას მონასტერს და იმას, რაც შენი…

მეტი...

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ გარეჯში მიმდინარე სამუშაოები ქვეყნის სუვერენული უფლებაა

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, გზის გაყვანის სამუშაოები, რომელიც გარეჯის მიმდებარედ განხორციელდა, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა. როგორც ხალაფოვი აცხადებს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და საქართველო, ადრე არსებული ადმინისტრაციული საზღვრების სამართალმემკვიდრეები გახდნენ. შემდგომში კი ეს ტერიტორია ორ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრები გახდა და კონტროლი ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებმა დაიწყეს. „ქეშიკჩიდაღის“ ნაკრძალის ტერიტორიაზე მღვიმეებისკენ გადაადგილება, ქართული მხარის მოთხოვნით და ურთიერთ შეთანხმებით, ქართველი მომლოცველების მიერ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლქვეშ ხდებოდა. ეს დღესაც ასეა. რაც შეეხება სამეურნეო და სხვა სამუშაოებს საკუთარ ტერიტორიაზე, ეს ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა“…

მეტი...

პატრიარქის საგანგებო განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით

დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირბით აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირები და აქტივისტები, დავით გარეჯზე დროშებით აპირებენ ასვლას. იგივეს გეგმავენ საქართველოს მოქალაქეები, აქტივისტები და სასულიერო პირები. დავით გარეჯში სხვადასხვა ეპარქიებიდანაც ჩადიან. დავით გარეჯთან დაკავშირებით პატრიარქი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ბრძანებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭება მესამე ძაის ინტერესებში შედის. „მედიაცენტრი მთავარი“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენ სპოულობს როგორც ერთ,…

მეტი...

აზერბაიჯანში ეროვნული დღესასწაულია – აქტივისტები დამოუკიდებლობის დღეს გარეჯში აღნიშნავენ

დღეს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ორი მეზობელი სახელმწიფოს აქტივისტები იკრიბებიან. ორივე ერთი მოთხოვნით, რომ გარეჯი მათი სახელმწიფოს ნაწილია. რამდენიმე კვირის უკან, ქართველი სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები დაირაზმნენ და დავით გარეჯის მიმდებარედ, ბილიკზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ამ აქციით, ყველას გასაგონად, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ გარეჯი საქართველოა. აქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, იგივე ქმედება აზერბაიჯანის მოქალაქეებმაც, აქტივისტებმაც განახორციელეს და გარეჯზე აზერბაიჯანის სახელმწიფოს დროშები ააფრიალეს. ეს კი მაშინ ხდებოდა, როცა ორი ქვეყნის წარმომადგენლები საზღვრის დემილიტარიზაცია-დემარკაციის პროცესზე მოლაპარაკებებს მართავდა. დღეს, აზერბაიჯანი ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. 28 მაისს, ეროვნულმა საბჭომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო…

მეტი...