“რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს!” – სანდრა მიშაზე

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი უკვე დღეებს და თვეების ითვლის, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება. როგორ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე აცხადებს, უკრაინის შემდეგ, მიშა საქართველოშიც ჩამოვა. “საქართველოს, თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 7 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად. ის დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის…

მეტი...

“ახალი სკოლის მოდელი” – შოთა ხაბარელი სასკოლო სპორტის აქტივობებს გაეცნო

საჯარო სკოლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კუთხით სიახლეები ინერგება. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი ერთ-ერთ საჯარო სკოლას ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტისექსპერტი გია ბეგიაშვილი, საქართველოს ფიზიკურ თერაპევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელისო მურვანიძე და საქართველოს სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელი. ისინი, სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“-ს ფარგლებში, ქ. თბილისის N100 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ნაწილში სასკოლო სპორტული კლუბების მიერ დაგეგმილი აქტივობები მიმდინარეობს.

მეტი...

გაზის დეტექტორები ყველა ოჯახისთვის სავალდებულო იქნება

ენერგო ომბუდსმენის განცხადებით, ძველ კორპუსებში, ბუნებრივი აირის მილების შიდა დაქსელვასთან დაკავშირებით პრობლემები საკმაოდ რთულია. როგორც სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ყველაზე მეტი პრობლემა და სამუშაო სწორედ ძველ კორპუსებში იქნება. „ძველი კორპუსების მცხოვრებლებს მიეცემათ რეკომენდაცია და ვადა, პრობლემა გამოასწორონ, მათ უნდა შეცვალონ ცუდად დამონტაჟებული მილები და გაყვანილობა. ამ პრობლემას გამოსწორებას ლიცენზირებული პირები, ვისაც შესაბამისი ცოდნა აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია გაზის დეტექტორების არსებობა. დეტექტორები სავალდებულო გახდება ყველასთვის, ახალი კორპუსები დეტექტორების გარეშე უკვე არ შენდება. ძველებსაც დაევალებათ დეტექტორების დამონტაჟება“ – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც ენერგო ომბუდსმენმა აღნიშნა, შესაძლებელია, დეტექტორების შესყიდაზე შეღავათიანი პირობებიც…

მეტი...

ბუნებრივი აირი კლავს, კომპანია – “გაუფრთხილდი სიცოცხლეს” იწყება

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მიღებული უბედური შემთხვევების საპრევენციოდ, ენერგოომბუდსმენის აპატარი იწყებს კამპანიას – „გაუფრთხილდი სიცოცხლეს – ბუნებრივი აირი კლავს“. აღნიშნულ თემაზე, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, რეგულაციები და სანქციები ვერაფერს გვიშველის, რადგან საქმე გვაქვს ადამიანის სიცოცხლესთან. მომხმარებლებს უნდა შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, როგორ გამოიყენოს ეს სიკეთე. ვიწყებთ კამპანიას „გაუფრთხილდი სიცოცხლეს,“ რომელიც იქნება საგანმანათლებლო კამპანია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბუნებრივ გაზთან ემიმართებაში. ბუნებრივი გაზი არის ძალიან საშიში აირი, მხუთავი აირი, რომელიც პირდაპირ კლავს“ – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. ენერგოომბუდსმენის განცხადებით, საინფორმაციო კამპანიაში…

მეტი...

“სააკაშვილი ხან ჰოლანდიიდან მოდის, ხან ზეციდან” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელინსკის გადაწყვეტილებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, თუმცა, არის საკითხები, რომელიც მათი გადასაწყვეტია. „ამ გადაწყვეტილებას ვერ მოვიწონებდი, იმ წარსულის გამო, რაც სააკაშვილმა უკრაინას დამართა. ჩემი მოლოდინი ასეთია – ვინც სააკაშვილს აქამდე იცნობდა, იცნობს, ვინც არ იცნობს, ის გაიცნობს. „ქართული ოცნებისთვის“ უკრაინის გადაწყვეტილება არაფერს მნიშვნელოვანს არ ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენ უკრაინასთან მეგობრობას ვაგრძელებთ და ამის გამო ურთიერთობებს ჩრდილი არ და…

მეტი...

პირველს ივნისს მერია, მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს

პირველი ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავარი საზეიმო სივრცე ვაკის პარკში მოეწყობა. „საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები იქნება. ვაკის პარკში 12:00-დან 18:00 საათამდე დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. იქნება კონცერტები, საცირკო სანახაობა, თოჯინების თეატრი, დრამერებისა და ანიმატორების შოუ, განთავსდება კონტაქტური ზოოპარკი, საბავშვო გამომცემლების კუთხე, საპნის ბუშტების შოუ და ასევე კუთხე ორიგამებით მუშაობისთვის. მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები,”- განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, 13:00-დან 19:00 საათამდე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, მათი აღსაზრდელების კონცერტი გაიმართება.

მეტი...

პრეზიდენტი, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გაივლის

„დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზა გავიარო“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – “კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა” სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს, “კულტურული მარშრუტები” დაეხმარება, ევროპამ უკეთ გაიცნოს. მისი თქმით, საქართველო ევროპაში ინტეგრაციისკენ მიისწრაფის ყველა საშუალებით და ამ გზაზე ვერავინ შეაჩერებს. ,,ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების…

მეტი...

ზონალური პარკირება, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება

თბილისში ზონალური პარკირება, პირველი ივლისის ნაცვლად, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. როგორც მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე, ზონალური პარკირების საპილოტე პროექტი, კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში განხორციელდება. მისი თქმით, ზონალური პარკირება, ადგილობრივ მაცხოვრებლებს არ შეეხებათ. ხოლო, ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის პარკირება უფასო იქნება. “ზონალური პარკირების ამოქმედება პირველი ივლისიდან იყო დაანონსებული. თუმცა, საათობრივ პარკირებაზე გადასვლა პირდაპირ კავშირშია საპილოტე არეალის ახალი ავტობუსებით მომარაგებასთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი ივლისის ნაცვლად ზონალური პარკირება ამოქმედდეს პირველი აგვისტოდან. ეს არის საპილოტე პროექტი. განსაზღვრულია კონკრეტული ქუჩები, ეს არის კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანი. მინდა, გაგაცნოთ ის გამონაკლისებიც,…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირი დღეს ღამე გადაიკეტება

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამით, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები,  წყალინარები, სანიაღვრე ქსელი მოწესრიგდება. „ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამიდან, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, მოძრაობა შეიზღუდება. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როცა ფუნდამენტურ რეაბილიტაციას ვახორციელებთ, “ -განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო სამუშოებს ზედამხედველობას, უცხოელი ექსპერტები გაუწევენ.

მეტი...

ნაგვის ბუნკერები მიწის ქვეშ განთავსდება

“ნაგვის ბუნკერები, მიწის ქვემოთ განთავსდება. მიწის ზემოთ ისე იქნება მოწყობილი, რომ მოსახლეობას, ჩვეულებრივად შეგეძლებათ ნაგვის ნარჩენების გადაყრა,” – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძე, მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მერის განცხადებით, მიწის ქვეშ განთავსებული ბუნკერები, დახურული იქნება და არსებული ნარჩენები გადამუშავდება. მისი თქმით, დედაქალაქში, მიწის ზემოთ განთავსებული ბუნკერები, ანტისანიტარიულ პრობლემებს ქმნის.  “ნაგვის ურნები განთავსდება მიწის ქვემოთ, თქვენ ჩვეულებრივად, როგორც ყრიდით ნაგავს გადაყრით. უბრალოდ, მიწის ზემოთ ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. ასევე, ეს იქნება სეპარირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნკერები არ იქნება ღია, როგორც დღეს არის და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვიზუალის, ისე ანტისანიტარიის თვალსაზრისით.” – …

მეტი...

ესპანეთში, დასასვენებლად მყოფი 5 წლის რუსთაველი ბავშვი ზღვაში დაიხრჩო

ესპანეთის სანაპიროზე ტრაგედია მოხდა. ადიდებულმა და უეცრად მოვარდნილმა ტალღამ ქართველი, 5 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. ოჯახი, ესპანეთის სანაპიროზე – ტარაგონაში სამ შვილთან ერთად ისვენებდა ტრაგიკულად დაღუპული ბავშვი რუსთავის საკრებულოს წევრის, დავით იშხნელის შვილია. ოჯახი ესპანეთში სამ შვილთან ერთად ისვენებდა. მამამ ზღვიდან ორი ბავშვის გამოყვანა მოახერხა, თუმცა, მესამეს ვერ უშველა, რადგანაც ის საცურაო ლეიბზე იწვა და ტალღებმა შორს გაიტაცა. გოგონა მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, თუმცა, ბავშვის გადარჩევა ვერ მოხერხდა. „მედიაცენტრი მთავარი“ იზიარებს ოჯახის, ახლობლების, მეგობრების უდიდეს ტრაგედიას და უსამძიმრებს ბავშვის გარდაცვალების გამო.

მეტი...

სააკაშვილს უკრაინაში ელოდებიან, გენპროკურორი კი მას მოღალატეს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში ჩაფრინდება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კიევში დღის 17:00 საათისთვის ელოდებიან. „დავეხმარები ზელინსკის, დავეხმარები უკრაინას“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და უკრაინელ ხალხს თავისუფლებას და სისუფთავეს ჰპირდება. „ხვალ კიევში ჩავფრინდები და დავეხმარები ახალ პრეზიდენტს, ზელენსკის და უკრაინელ ხალხს“ – აცხადებს სააკაშილი და უკრაინაში, თანამებრძოლებს უკრაინის გადასარჩენად ბრძოლას ჰპირდება. უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო კი სააკაშვილს მოღალატეს უწოდებს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ უკრაინაში სს საქმეა აღძრული. „ის მოღალატეა“, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის საქმე აღძრული. მან საპროტესტო აქციის ორგანიზება განახორციელა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება,…

მეტი...

„საზღვრების საკითხი არ შეიძლება, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი იყოს“ – სალომე ზურაბიშვილი

„პოლიტიკური მანიპულაციები ავნებს ორ ქვეყანას და კავკასიაში სტაბილურობას“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეზე გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის, იმეორებს იმას, რაც ადრე თქვა – არ შეიძლება, საზღვრების საკითხი გადაუწყვეტელი იყოს. „კავკასია არის და იქნება სტაბილურობის რეგიონი. შეიძლება, ვიღაცებს ეს არ მოსწონთ და შეიძლება, ამიტომაც მიდის ზოგი საკითხების მანიპულირება. ამ დღეებში გვესმის აჟიოტაჟი. სახელმწიფოებს შორის არის მოლაპარაკებები და ეს არის განვითარებული, მშვიდობიანი და დღევანდელი 21-ე საუკუნის გზა მეგობართა შორის. ვისაც უნდა, სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს, იმ წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.…

მეტი...

“ჩვენ ერთ გზაზე ვართ, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის და ჩვენი გზა ევროპისკენ არის ერთი“ – პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი მეზობელი ქვეყნის განვითარების გზა ევროპისკენ მიდის. “ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებულია საერთო მეგობრობაზე, საერთო ისტორიაზე, საერთო ინტერესებზე, მაგრამ, პირველ რიგში, ვიტყოდი, დაფუძნებულია სიყვარულზე და იმ ქართული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს ტერიტორიაზე და რომლებსაც მე ვესტუმრე ვიზიტის დროს. ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებულია იმ აზერბაიჯანელი წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს ტერიტორიაზე და არიან ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ქვეყნის“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა…

მეტი...

„ჩვენი ძმობა საუკუნეები გაგრძელდება“ – აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში” აღნიშნეს. აზერბაიჯანელ კოლეგებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. როგორც აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსან ჰასანოვმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, დავით გარეჯი ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირების თემა არ იქნება. „აზერბაიჯანი და საქართველო მეგობრები და ძმები არიან. ჩვენ ძმური და მეგობრული თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს და მრავალი საუკუნე ასეც გაგრძელდება. იცით, რომ დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები მუშაობენ. საგარეო საქმეთა უწყებები მუშაობენ და ძალიან ბევრი შეხვედრა იმართება მესაზღვრეებსა და დიპლომატებს შორის. ყველა საკითხი მოგვარდება.…

მეტი...

„დიდება უკრაინას“ – მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი ისევ უკრაინის მოქალაქეა. პირველი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გადადგა, სწორედ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენაა. პრეზიდენტმა ზელინსკიმ, აღნიშნული ქმედებით უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მიერ დაშვებული შეცდომა გამოასწორა. უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. „დღეს სამართლიანობა აღდგა, ჩვენ ვიცით სამართლიანობის ფასი“ – ასე ეხმაურება იულია ტიმოშენკო სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, აღნიშნული ქმედებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მან გმირული ნაბიჯი გადადგა. „მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!“, – ასეთია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის…

მეტი...