მამუკა ბახტაძე ეუთოდან საიდომლო დოკუმენტის მიღებას არ ადასტურებს

„ეუთოს და ODIHR-ის რეკომენდაციები საჯაროა, არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ რსებობს არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თითქოს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან საიდუმლო წერილი მიიღო. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის არასწორი ინტერპრეტაციაა, ვინაიდან მთავრობამ არჩევნების შემდეგ მიიღო ეუთოს და ODIHR-ის რეკომენდაციები, რაც ყველასთვის საჯაროა. „არჩევნების შემდეგ, ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციები მივიღეთ ეუთოსა და ODIHR-ისგან და ჩვენი საპარლამენტო გუნდი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ეს დოკუმენტი საჯაროა და ის რამდენიმე თვის წინ მივიღეთ. ეს არ არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ საიდუმლოდ ვმსჯელობთ. ეს არის ღია,…

მეტი...

მახათას მთაზე სამეცნიერო, კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება. მემორანდუმი მთავრობას, საპატრიარქოსა და საზოგადოებას – „ივერიისა“ შორის დღეს გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საზოგადოების – „ივერიისა“ თავმჯდომარე გიორგი თავაძემ მოაწერეს ხელი. „ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობლივი პროექტი გახდება კიდევ ერთი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს ამ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს, ამავდროულად, ექნება სამეცნიერო-კვლევითი ფუნქციაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.…

მეტი...

„მსურს, ჭიათურა ტურიზმით იყოს ცნობილი” – მერობის კანდიდატი

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვაზე ისაუბრა. ,,ჩვენ შევიმუშავებთ თქვენთვის სტაჟირების პროგრამას, რაც საშუალებას მოგცემთ, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტაჟირება გაიაროთ ჭიათურის მერიაში ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში. ამავდროულად, ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებ ახალგაზრდების დასაქმებაზე სხვადასხვა სფეროში. ვაპირებ, აქტიურად განვავითარო ჭიათურაში ტურიზმი. მოხარული ვიქნები, თუ ამ საქმეში თქვენი ჩართულობა იქნება. მსურს, ჭიათურა ტურიზმით იყოს ცნობილი” – განაცხადა გივი მოდებაძემ შეხვედრისას. მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

მეტი...

“თქვენ ხართ არა ადამიანები” – სოსო გოგაშვილის შვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო (იოსებ) გოგაშვილის შვილი ნინო გოგაშვილი სოციალურ ქსელებში, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ და გამამართლებელ სტატუსებს ეხმიანება როგორც ნინო გოგაშვილი წერს, ამ ადამიანებს საკუთარი ოჯახიც კი არ უყვარს. „გამწარებულ მამას ეპატიება” – ამას ვინც ამბობთ, თქვენ ხართ არაადამიანები, თქვენ არ გიყავრთ თქვენი ოჯახი, თქვენ არ გიყვართ თქვენი შვილები და თქვენ ხართ ტერორისტის თანამოაზრე, ვინც ასე ფიქრობთ!!!! საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა ეს ტერორისტული აქტი, რომ განეხორციელებინა ,,გამწარებულ მამას თავისი ფიქრები” და რომ მოვმკვდარიყავით ამდენი ადამიანი, მერე რას იტყოდით თქვე უგულო ,,ადამიანებო”? თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები წარმოიდგინეთ ჩვენს ადგილას,…

მეტი...

ცნობილი “მამიდა” დაკავებულია

თბილისში, სასტუმრო „მამიდას” მფლობელი, როენა ხუცურაული, პროსტიტუციის მიზნით ფართის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სულ 3 პირი – სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული ქალი მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. დააკავეს.  მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიების ფარგლებში,…

მეტი...

“მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის” – ლადო კახაძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს. მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად ვერის მოსახლეობას მელიქიშვილის გამზირზე შეხვდა. “მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის. ჩემი კარი იქნება მუდამ ღია თქვენთვის. ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი პრობლემა უნდა მოიტანოთ ჩემამდე, რომ შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მიიღება ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, დავაინიცირო ეს საკითხები. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ მივხედოთ ავარიულ შენობა-ნაგებობებს. პირდაპირი და ყოველდღიური კომუნიკაცია მექნება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ვიქნები გარანტი იმისა, რომ უმოკლეს დროში დავიწყებთ ამ საკითხის მოგვარებას”, – განაცხადა ლადო…

მეტი...

ჯორჯ ბუშის ტერაქტისთვის მსჯავრდებული ვოვა არუთინიანი ციხიდან საცოლეს ეძებს

უვადო პატიმრობა მისჯილ ვოვა არუთინიანის საქმე, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ყველამ კარგად იცის. საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის პრეზიდენტისთვის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით დაპატიმრებული სამარტოო საკნიდან წერილს აგზავნის და მისი ქმრობით დაიტერესებულ მანდილოსნებს ცოლობას სთავაზობს. პატიმარს ჟურნალისტების დახმარების იმედი აქვს. „მედიაცენტრი მთავარი“ არუთინიანის წერილს უცვლელად გთავაზობთ: „უკვე რამდენიმე წელია, ციხიდან ვეძებ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი ოჯახის წევრი. როცა თავისუფალი ვიყავი, ვერ მოვასწარი ოჯახის შექმნა, არადა ძალიან მინდოდა. ოჯახი არის ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. ის, რომ უვადო პატიმარი ვარ და ვიმყოფები ციხეში – არ ნიშნავს რომ შანსი არ მაქვს. ამჟამად,…

მეტი...

ორშაბათიდან თბილისს, ახალი ავტობუსები მოემსახურება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. მოსახელობას ავტობუსები ორშაბათიდან მოემსახურება. კახა კალაძემ განსაზღვრა 10 მარშუტი, რომლებზეც ავტობუსები გადანაწილდებიან. “უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება. N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 1…

მეტი...

90 ახალი ავტობუსი შეძენილია, ძველები კი დედაქალაქიდან მოიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს განცხადებით, თბილისის ძველი ავტობუსები წლის ბოლომდე, მთლიანად, ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება. როგორც მთავრობის მეთაურმა თბილისის ახალი  მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მწვანე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და პრიორიტეტია. მისი თქმით, თბილისი გახდება ევროპული კატეგორიის დედაქალაქი ყველა სტანდარტის მიხედვით. „შეძენილია 90 ახალი, უმაღლესი სტანდარტის ევროპული კატეგორიის ავტობუსი, წლის ბოლომდე კიდევ 200-ზე მეტი ახალი ავტობუსი შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ძველ პარკს ფაქტობრივად მთლიანად ჩავანაცვლებთ. ჩვენ დამატებითი რესურსი გამოვუყავით თბილისის მუნიციპალიტეტს, რათა მომავალ წელსაც განაგრძოს ეს პროგრამა. მომავალ წელს ელექტრო ავტობუსები დაგვემატება. თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი…

მეტი...

„მეფის“ მხარეს სასამართლომ „დედოფლისთვის“ 15 000-ის გადახდა დააკისრა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სარჩელით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. საქალაქო სასამართლომ ანა ბაგრატიონის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, მან, ყოფილი მეუღლისგან 15 000 ლარი უნდა მიიღოს და გარდა ამისა, სადავო, ერთ-ერთი მანქანა თანაბრად უნდა გამოიყენონ. როგორც დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, განაჩენი აბსურდულია, რადგანაც, შეუძლებელია, ყოფილი ცოლ-ქმარი საერთო მანქანით დასეირნობდეს. „მოსამართლემ  ძალიან გაურკვეველი გადაწყვეტილება გამოიტანა.  “ჯიელი”-ს ტიპის ავტომანქანიდან 15 ათასი ლარი დაგვაკისრა, “პორშე კაიენი” შუაზე გაყო და “ბე-ემ-ვეს” ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. გამოდის, რომ “ჯიელისთვის” ქალბატონ ანას 15 ათასი ლარი უნდა გადავუხადოთ,…

მეტი...

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი და დასაქმებული იქნება“-გიორგი შენგელია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას განცხადებით, შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში არ დაუწყია  და მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია 6 თვის წინ, მერის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ დაიწყო. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოყო, რასაც მისი მერობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.  ეს არის თხილის სექტორში არსებული პრობლემა, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი და  ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. როგორც გიორგი შენგელიამ განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემოსავალი 30%-ით მეტი იქნება. „50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესაწამლი ღონისძიებების გატარებაში, რაც დამატებით კომპონენტს შეიცავს და წელს გაცილებით ეფექტური იქნება. თუ შარშან ამ…

მეტი...

თბილისის მერია, მეტროს ახალ ვაგონებს შეიძენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს განცხადებით, თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალ ვაგონებს შეიძენენ.  როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისის მერიას ბიუჯეტი გაეზრდება, რის შემდეგაც ახალი შემადგენლობის შემოყვანა დაიწყება.  „მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა. თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი. ჩვენ ამას გპირდებით და ამას აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

„მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული“ – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე სუს-ის მიერ გამოვლენილ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, სოსო გოგაშვილის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება. „გავრცელებული ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია. როგორც ჩანს, მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი პრევენციის მიზნით სწორად და ეფექტურად იმოქმედა. თანამდებობის პირები რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი და მათი ოჯახის წევრები სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული. ამიტომ, ამ საქმეზე შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ვიდეო ჩანაწერი…

მეტი...

“თუ ტერაქტს ვამზადებდი, მოეცადათ და ფაქტზე დავეჭირე”-მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია მის ძმის შვილთან საუბრის ჩანაწერი სიმართლე იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ტერაქტის მიზანი არ ჰქონია და მსგავსი საუბრები მაშინ აქვს, როცა ხელისუფლებას „მდგომარეობიდან გამოჰყავს“. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სატელეფონო ჩანაწერში არსებული საუბრები, სხვადასხვა დროს არის ამოკრეფილი.  “რამდენიმე მასეთი საუბარი ჩემს ძმის შვილთან მქონდა, როცა ესენი მიმწყვდევენ კუთხეში და გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ჩემი ფიქრებია, იმ წუთში მოდის და ისევ ჩემში ვახშობ და ვკლავ, მაგრამ ტერაქტის მცდელობა არასდროს არ მქონია. საუბარი არის ამოკრეფილი. თუ ვიყავი საშიში და ვამზდებდი ტერაქტს, მაშინ მოეცადათ ტერაქტამდე და ფაქტზე დავეჭირე,”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა მალხაზ მაჩალიკაშივლის განცხადებით, ინფორმაციას…

მეტი...

დანაშაულისთვის, რომელსაც დაზარალებულის გარდა არავინ ადასტურებს, პირს 9 წელი მიუსაჯეს – მიმართვა სააპელაციო სასამართლოს

„შეთითხნილი საქმე, ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი გზით. არ შეიძლება, უდანაშაულო ადამიანი 9 წლით ციხეში წავიდეს. თანხა, რომლის ტაქსის მძღოლისთვის წართმევას მას ედავებიან, 20 ლარია, არადა, „ტაქსისტს“ ჯიბეში 250 ლარი ჰქონდა“ – აღნიშნული განცხადება დაკავებული გიორგი თევზაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. საქმე ეხება ყაჩაღობის ფაქტს, რომელშიც დაზარალებულის გარდა, ერც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომ გიორგი თევზაძემ დანაშაული ჩაიდინა. ადვოკატის განცხადებით, საქმეში ყველანაირი ექსპერტიზის დასკვნა დევს, თუმცა, ყაჩაღობაში გიორგი თევზაძის მონაწილეობას არცერთი დასკვნა ადასტურებს. „საქმე ეხება ყაჩაღობის საქმეს, რომელშიც მსჯავრდებულია უდანაშაულო ადამიანი გიორგი თევზაძე. ყაჩაღობასთან მას არანაირი შეხება ჰქონია. საქალაქო სასამართლომ კი…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლამ მძლეოსნობაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ბათუმის სასპორტო სკოლაში დასრულდა სკოლის შიდა პირველობა მძლეოსნობაში,რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და სახეობაში ორი დღის განმავლობაში ბათუმის ბულვარში მიმდინარეობდა.საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა : რბენა 60 მეტრზე 2005–2006წწ დაბადებულ გოგონათა შორის პირველი საპრიზო ადგილი ლინდა ბაჯელიძემ მოიპოვა,მეორე საპრიზო ადგილი ვანდა კაკაბაძეს ერგო,ხოლო მესამე საპრიზო ადგილს ელენე ფროლოვა დასჯერდა. 2007წ დაბადებულ ვაჟთა შორის ოქროს მედალი დიმიტრი ქათამაძემ მოიპოვა,ვერცხლის მედალი გიორგი ზოიძემ დაისაკუთრა,ხოლო ბრინჯაოს მედალი კი ბაჩუკი აბაშიძეს ერგო. 2008წ დაბადებულ ვაჟთა შორის პირველ საპრიზო ადგილზე იბრაგიმ ბიაჩუევი გავიდა,ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დათო ქამადაძემ და საბა ბაჯელიძემ გაინაწილა. რბენა 200 მეტრზე…

მეტი...

წყნეთი-სამადლოს გზა გადაიკეტება

წყნეთი – სამადლოს დამაკავშირებელ გზა, 8 მაისს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცეტნრ მთავარს” განუცხადეს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. “ აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტება სამუშაოების სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით.  გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპელ გეოლოგებთან ერთად მიმდინარეობდა აღნიშნული გზის მონიტორინგი, მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, ტყის მასივში, რომელიც გზის სავალ ნაწილთან მდებარეობს უნდა ჩატარდეს დამატებითი – პრევენციული ხასიათის გამაგრებითი სამუშაოები, რათა არ ჩამოიშალოს ტყის მასივი,”-განაცხადეს მერიაში.

მეტი...

გიორგი შენგელია, სანდრა რუსლოვსს დებატებში იწვევს

“ქართული ოცნების“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელიას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელების ხელფასები 20%-მდე გაიზრდება. “წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,შევხვდით სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებსა და სკოლის პედაგოგებს. მათთან ერთად ის პრიორიტეტები და გეგმები განვიხილეთ, რომლის განხორციელებაც ჩემი მერად არჩევის შემდეგ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება. მე ვაცნობე მათ იმის შესახებ, რომ სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელების ხელფასები 20%-მდე გაიზრდება, რაც ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.  მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინფორმირებას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დემოკრატიის აუცილებელი პრინციპია,სწორედ ამიტომ მერობის კანდიდატი ,,ერთიანი…

მეტი...

„დედოფალი გალახულ მდგომარეობაში უხერხულია“ – „მეფის“ ადვოკატი

„მეფე დავითი“ დედოფლობაზე პრეტენზიის მქონე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის რჩევას აძლევს და უთვლის, რომ მინიმუმ, დედოფლის შესაბამისად მაინც მოიქცეს. დავით ბაგრატიონ მუხრანბატონის პოზიცია მისი ინტერესების დამცველმა „მედიაცენტ მთავარში“ გააჟღერა. „მთელი ეს პერიპეტიები, პოლიციაში განცხადებები და სირბილია, მიუღებელია. როცა ოჯახზე გაქვს ამბიცია, თან საქართველოს სამეფო ოჯახს წარმოადგენ და დედოფლობა გინდა, მინიმუმ, თავი შესაბამისად უნდა დაიჭირო და სტატუსის შესაბამისად მოიქცე“ – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ და დასძინა, რომ ანა ბაგრატიონ გრუზინსკი დაჩაგრული ქალის იმიჯის შექმნას ცდილობს. „როცა ანამ „კარტი“ გაათამაშა, რომ თითქოს მასზე ძალადობა განხორციელდა, ამით ითამაშა ფემინისტურ წრეებზე, საზოგადოებაზე, რომ აი, დაჩაგრული ქალი შეურაცხყვეს.…

მეტი...

„გრუზინსკებმა მუხრანბატონის სადავო ქონება „მაი მარკეტის“ მიხედვით შეაფასეს“ – ბაგრატიონების დავა

„პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“ – ეს ქონება ბაგრატიონ გრუზინსკების მხარებ ბაგრატიონ მუხრანბატონს 190 000 ლარად შეუფასეს. ეს სწორედ ის ქონებაა, რომელსაც ანა დედოფალი ყოფილ მეუღლეს ედავება. დავით ბაგრატიონი კი ანას, სხვა ყველაფერთან ერთად, ექსპერტობასაც უწუნებს და აცხადებს, რომ 190 000 ლარი არარეალური თანხაა. თუ როგორ შეაფასა დედოფალის მხარემ მანქანები, აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ლევან ჩხეიძე აღნიშნავს, ანამ „მაი მარკეტზე“ არსებული ფასებით იხელმძღვანელა. „არ ვთვლი, რომ ეს სწორი შეფასებაა. მოწინააღმდეგე მხარემ, 3 ავტომობილის ღირებულებად 190 ათასი ლარი გამოაცხადა მაშინ, როცა ეს მანქანები ამ თანხასთან…

მეტი...