თბილისის 10 ქუჩას ცნობილი მსახიობების სახელს დაარქმევენ

ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მიღება გამართა, რომელსაც ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის 10 ქუჩისთვის ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელების დარქმევასთან დაკავშირებული ინიციატივა გააჟღერა. მისი თქმით, საკრებულოს ინიციატივით, თბილისის ქუჩებს ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილის და იაკობ ტრიპოლსკის სახელები მიენიჭებათ. როგორც თინათინ ნიბლოშვილმა…

მეტი...

ბორჯომს ისევ ცეცხლი უკიდია

ბორჯომის ხეობაში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივებს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი სოფელ საკირეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩნდა. თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 100–ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ბორჯომის ხეობაში გადაისროლეს. ამ ეტაპზე ხანძრის ორი კერა არსებობს, რომელიც დასახლებულ მასივებთან მოშორებით მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მეტი...

პროკურატურამ საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურა, ზუგდიდის საკრებულოს წევრის გია დანელიას საუბრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ „მედიაცენტრი მთავარისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გამოძიება სს კანონმდებლობის 164-ე პრიმა მუხლით. „2019 წლის 14 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით. ასევე, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც კადრი ჩანს ზუგდიდის საკრებულოს…

მეტი...

ზუგდიდში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

არჩევნებიდან 4 დღით ადრე, ზუგდიდში დაპირისპირება გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდის საკრებულოს წევრის – გია დანელიას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ, პარალელურად საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც გია დანელიას ფარულ ჩანაწერზე სს გამოძიების დაწყებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც საკრებულოს დეპუტატი გია დანელია არჩევნების მოსაგებად, გაყალბებაზე, მოსყიდვაზე და ყველა შესაძლებლობის ხერხის გამოყენებაზე საუბრობს, მათ შორის გატაცებაზეც. ზუგდიდის საკრებულოსთან ვითარებას უკიდურესად დაძაბვის გამო, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია. „არ მოვაპარინებთ ზუგდიდელების ხმა“ – ამ ლოზუნგით ოპოზიცია ზუგდიდში აქციას მართავს.

მეტი...

„ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი“ – საპატრიარქო 17 მაისზე

საქართველოს საპატრიარქო, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ეს დღე მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას ეძღვნება. „17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ…

მეტი...

6 მილიონიანი პროექტი მცხეთაში დღეს გახსნა – ჯანმრთელი ცხოვრება ნარკომანიის დასამარცხებლად

მცხეთას, მცხეთელებსა და საქართველოს კიდევ ერთი თანამედროვე, ძვირადღირებული, ჯანსაღი ცხოვრების განვითარების ხელშემწყობი პროექტი შეემატა. კომპლექსი, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა, 6 მილიონი ლარის ღირებულებისაა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მოემსახურება. აღნიშნულ მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით, საკუთარ გვერდზე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „პოსტს“ ავრცელებს და ამბობს, რომ ნარკომანიას ვერ დავძლევთ, თუ არა ჯანმრთელი ცხოვრება. „სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი საცურაო აუზებით მცხეთელების მთავარი თხოვნა იყო. მე, მცხეთელებს დავპირდი რთული და ძვირადღირებული პროექტის განხორციელებას. ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი შედგა და მცხეთელების სანატრელი ოცნება ახდა. ამ კომპლექსს დიდი დატვირთვა ექნება უმთავრესი პრობლემების დასაძლევად. ნარკომანიას, რომელიც ესოდენ მძლავრობს…

მეტი...

ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს და ამბობს, რომ დანაშაული უნდა დაუმტკიცონ

„არ დამირღვევია კანონი, ამას ვაცხადებ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად“ – ამბობს ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი და თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს. მისივე განცხადებით, სამაგიდო სიები კომისიაში იმ მიზნით დაბრუნდა, რომ კითხვის ნიშნები არ ყოფილიყო: „სამაგიდო სიები, რაზეც დაისვა კითხვის ნიშნები, დაბრუნდა სანდოობის გაზრდისთვის და გამჭვირვალობისთვის. მაშინვე გადაითვალეს სიები და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა დარღვევა. თემად ააგორეს და მორჩა. რაც შეეხება ბეჭდებს, ისინი იყო დალუქულ მდგომარეობაში და ბრუნდება დალუქულ მდგომარეობაში. ახლაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ არ არის არავითარი დარღვევა. თუ დაადასტურებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, გამოძიება დაინტერესდება.“ შეგახსენებთ, რომ გუშინ,…

მეტი...

„დაძაბულობის ცენტრი, სავარაუდოდ, ზუგდიდი გახდება“ – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საარჩევნოდ, პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, დაძაბულობის ცენტრი ზუგდიდი იქნება. „გუშინდელ დღემდე, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. გუშინ, ცხადი გახდა, რომ დაძაბულობის ცენტრი სავარაუდოდ ზუგდიდი გახდება. გუშინ ვიხილეთ აჟიოტაჟი საარჩევნო კომისიასთან. როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. საოლქო საარჩევნო კომისია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, სრულიად საჯაროდ და გამჭვირვალედ მოქმედებდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავიმეორო და დავადასტურო ეს განცხადება, რომ გუშინდელ შემთხვევაში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ამ…

მეტი...

“მთავრობაში გადაწყვეტილებები მიღება ემოციურად, გაუაზრებლად ხდება”- გიორგი ქობულია

“საქართველოს მთავრობაში პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და გადაწყვეტილებების მიღება ემოციურად, გაუაზრებლად ხდება”, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში განაცხადა. ყოფილი ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეგლამენტი, რომელიც ინვესტორებისთვის კონკრეტული დოკუმენტების გაცემას გულისხმობდა, 20 დღეში გაიცემოდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა. მისი თქმით, საინვესტიციო პროგრამებიც არაეფექტურია. „ახლა იცით რა ხდება? – რეგლამენტი გაიცემა რვა, ათ და 12 თვეში, რაც პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა ქობულიამ. გიორგი ქობულია ამ წუთებში, პარლამენტში 17-გვერდიან პრეზენტაციას მართავს, რომელიც მის ეკონომიკურ ხედვებს ეხება.

მეტი...

ბაგა-ბაღებში კვების მიწოდება ისევ პრობლემაა

თბილისის მერიამ დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების კვების პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანია “ნილს” შესაძლოა, ხელშეკრულება გაუწყვიტოს. როგორც მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კომპანია ბაღებს პროდუქტს შესაბამის ვადებში ვერ აწვდის და თუ პრობლემა რამდენიმე დღეში არ აღმოიფხვრება, მას ჩაანაცვლებენ. „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რის გამო ვერ განახორციელებს კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობას. მნიშვნელოვანია რომ მან ბაღებში საკვები პროდუქტის მიწოდება შეუფერხებლად განახორციელოს. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ “ნილმა” ვერ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება რამდენიმე თვის განმავლობაში. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და თუ უახლოეს დღეებში არ იქნება სრულად გამოსწორებული “ნილის” მიერ აღნიშნული პრობლემა, მივიღებთ შესაბამის…

მეტი...

ცესკოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში საარჩევნო ბეჭდები მთლიანად შეიცვლება

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებში საგანგაშოს, კანონდარღვევას და დანაშაულს ვერ ხედავს. მიუხედავად ამისა, ცესკო-მ, ზუგდიდის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის უკვე გადაცემული სამაგიდო სიები და ბეჭდები უკან დაიბრუნა და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდების მთლიანად შეცვლის გადაწყვეტილებაც მიიღო. ცეცკო-ს სახელით განცხადება საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა. “ზუგდიდის ოლქში, გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის – კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა. გაკეთდა განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო…

მეტი...

სანდრა რულოვსი დახმარებას დიპლომატებისგან ითხოვს

ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – სანდრა რულოვსი საქართველოში მოქმედ დიპლომატებს სთხოვს, ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ოპერატიულად იმოქმედონ. “დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ რეაგირებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევის გამეორება არ მოხდეს. სახეზეა უხეში მოსყიდვები, გაყალბება და ზეწოლა. დიპლომატიურ კორპუსს ვანახეთ ვიდეოები, ვესაუბრეთ გარემოზე, რომელშიც გვიწევს საარჩევნო კამპანიის ჩატარება. ისინი შედიან ჩვენს მდგომარეობაში და იქნება მსჯელობა, როგორ შეიძლება ამაზე რეაგირება“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა. მისივე განცხადებით, ზონდერები და დედის გინება მას და მის მხარდამჭერებს ყოველ ნაბიჯზე ხვდება: „პროვოკაციები, ზონდერები, დედის გინება, გუშინ კი ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ. როგორც ჩანს,…

მეტი...

თბილისში, 200 სამშენებლო ობიექტი შემოწმდება

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, მერიის მუნიციპალურ ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბექა ფერაძემ მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ტეგულაციის პირველ ეტაპზე თბილისში 200-მდე სამშენებლო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი. ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, შრომის პირობების ინსპექტირების ერთადერთი შედეგი დაჯარიმება არ უნდა იყოს და ეს ბიზნესისთვის არ უნდა იქცეს ტვირთად. „ბიზნეს სექტორი მიესალმება შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ვიზიარებთ ახალი რეგულაციების მიზანს უზრუნველყოფილი იყოს შრომის…

მეტი...

აგროდაზღვეულ ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების გუბერნატორებს, საქართველოს სადაზღვევო  და საბანკო ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა  და შიდა ქართლის რეგიონებში  მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროდაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის მინიმუმადე შემცირებისათვის,  აღნიშნული პროგრამა ფერმერებისთვის უალტერნატივოა. „აგროსექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ბევრი ფერმერი ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, რომლის მიზანი  ფერმერებისთვის რისკების შემცირება და შემოსავლის შენარჩუნებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის დახვეწისა და მასშტაბის ზრდის მიმართულებით. სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების დახმარების მიზნით,…

მეტი...

მეტროს 40 ახალი ვაგონი შეემატება

თბილისის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 40 სრულიად ახალ, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონებს შეისყიდის. მეტროპოლიტენში განახლდება ძალოვანი კაბელი, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემები. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დედაქალაქის მთავრობამ 2018-2019  წლებში, ამ მიმართულებით 100 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. „მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის მიზნით, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ. პროექტის ფარგლებში, ჩვენ რვა ახალი შემადგენლობა გვყავს დამატებული და სექტემბრისთვის კიდევ ოთხი შემადგენლობა დაემატება. 2020-2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი  ჯამში, 40 ახალ ვაგონს შეისყიდის”-განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მერიამ ახალი ვაგონების ჩამოყვანისთვის ხელშეკრულება ავსტრიულ კომპანიასთან გააფორმა, რომელმაც თავისი კრიტერიუმებით, ტექნიკური…

მეტი...

დაავდებული ხე-მცენარეებისთვის ახალ ინექციას შეისყიდიან

თბილისის მერიას დაავადებული ხე-მცენარეებისა და მავნებლების აღმოსაფხვრელად  სამკურნალო ინექციები ჩამოაქვს. სანიტარული ღონისძიებები სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა,  მცენარეების დაავადების მიზეზის დადგენის რესურსი ქვეყანას არ აქვს. “საქართველოსთვის უპრეცედენტო შესყიდვას ვიწყებთ უახლოეს დღებში, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში, ფიტო-სანიტარიული ღონისძიებების თვალსაზრისით, სრულიად ახლებურ მეთოდებს დაამკვიდრებს. მთელი თბილისის ურბანული გარემო ფიჭვების კუთხით უკვე დაყოფილია რამდენიმე უბნად. ყველაზე მთავარია, რომ ადგილებზე განვათავსოთ ფერომონები და დაავადება ვმართოთ. არსებული დაავადებული ხეები მთლიანად ამოღებული იქნება გარემოდან, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაავადების გავრცელების მარშრუტი დავადგინოთ, რისი რესურსიც სამწუხაროდ, არათუ თბილისს, ქვეყანას არ…

მეტი...

ბიძის მიერ მოკლული ბავშვის საქმეში მარიხუანა ფიგურირებს – მკვლელს ჰალუცინაციებიც ჰქონდა

29 წლის მამაკაცი, რომელმაც საკუთარი გაზრდილი, 13 წლის ძმის შვილი მოკლა, ადეკვატურია, ყველა კითხვაზე გააზრებულად პასუხობს, სახლში ხშირად რეკავს და ყველა თემაზე საუბრობს, თუმცა, როცა მოკლული ბავშვს უხსენებენ, ტელეფონს თიშავს. როგორც ბიძის მიერ მოკლული გოგიტა ირემაძის ბებია „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, ის შვილს არც ელაპარაკებოდა არც მისი დანახვა უნდოდა. მხოლოდ ერთხელ შეხვდა და ისიც იმიტომ, რომ თვალებში ჩაეხედა და მიეღო კითხვაზე პასუხი რატომ გააკეთა ეს. „ჩემი შვილი ციხიდან ყოველ დღე გვირეკავს სახლში. მეუღლეს ელაპარაკება. მე არ ველაპარაკებოდი. ლაპარაკობს ჩვეულებრივ ყველაფერზე, ყველა კითხვას სცემს პასუხს და ადეკვატურია. როცა მოკლულ ბავშვზე ველაპარაკები, არ…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირი მაისის ბოლოს დაიკეტება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება. საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირი ნაწილობრივ ჩაიკეტება. გამზრირზე გზის საფარი მოწესრიგდება, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების ქსელები დამონტაჟება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე გზის ჩაკეტვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე მოხდება. „თვის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას დავიწყებთ, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერს“ ჩამოყვანილი ჰყავს გერმანელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობას ზედამხედველობას გაუწევენ. პარალელურად, ჩვენი საქალაქო სამსახური კონტრაქტორთან ერთად, გამზირის მთლიანად მოწესრიგებას დაიწყებს. ეს არის…

მეტი...

მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს

სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. საკონკურსო პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარია და ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა,კონკურსში ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers-მა გაიმარჯვა. „სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიმართულებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გვქონდა გავრცელებული. ასევე, გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რათა თბილისი და რუსთავი მეტროთი იყოს დაკავშირებული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი პროექტირებაზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია – ILF Consulting Engineers Austria GmbH-ის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელმაც ორივე ხაზისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური…

მეტი...

შეღავათებით მეტი ტაქსის მძღოლი ისარგებლებს

ტაქსების რეფორმის ფარგლებში იმ პირთა წრე იზრდება, რომლებსაც შეუძლიათ, ვაუჩერული დაფინანსებით ისარგებლონ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრისას გადაწყდა, რომ პირებმა, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, სატრანსპორტო საშუალებების შეცვლისა და ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრისა და  ქიმწმენდის ვაუჩერები. „ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ვაუჩერული დაფინანსებით. ჩვენს რეგულაციაში ტაქსის მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ 10 ოქტომბრამდე აიღეს ტაქსის ნებართვა, შეცვალეს სატრანსპორტო…

მეტი...

მკვლელს ყველაფერი ახსოვს, გარდა ერთისა – როგორ მოკლა საკუთარი ძმის შვილი 29 ჭრილობით

„როგორც დედა, ბებია და ადამიანი არ ვარსებობ, ნელი სიკვდილით მკლავენ“ – შვილმკვდარმა და შვილიშვილ მოკლულმა ბებიამ, ინგა ირემაძემ, შვილის მიერ მოკლული შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და კონკრეტული ქმედებები გაიხსენა, რაც ამ შემზარავ ტრაგედიას წინ უსწრებდა. რუსთავში, 2010 წლის 10 თებერვალს მოკლული 13 წლის ბავშვის, გოგიტა ირემაძის სასტიკი მკვლელობა ყველას ახსოვს. მკვლელს, რომელიც ბავშვის 29 წლის ბიძაა, 2 წელი იძულებითი მკურნალობა აქვს მისჯილი. ის ოჯახს ჩვეულებრივ ეკონტაქტება, ადეკვატურია და ყველაფერი ახსოვს, გარდა ერთი შემთხვევისა – როგორ მოკლა საკუთარი ძმის შვილი საკუთარ საძინებელში 29 ჭრილობით. მოკლულის და მკვლელის ოჯახი, რომლებიც…

მეტი...

„ბავშვი ითხოვდა შველას, პოლიციამ ბინაში შესვლაზე უარი განაცხადა, არასრულწლოვანი მოკლულია“ – მიმართვა პოკურატურას

საკუთარი ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურას მიმართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, აუცილებელია, პროკურატურამ ძიება პოლიციის თანამშრომლებისა და ექმების მიმართ დაიწყოს. მოკლულის ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურას არაერთხელ მიმართა, დაწყებულიყო გამოძიება პოლიციის თანამშრომლებისა და ექიმების მიმართ, რომელთა შესაძლო სამსახურეობრივმა გულგრილობამ გამოიწვია 13 წლის მოზარდის სიკვდილი, თუმცა, დღემდე არ დამდგარა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. გოგიტა ირემაძის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს, თუმცა თებერვლის თვიდან-დღემდე გამოძიებას არ გამოუკვეთავს საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი“…

მეტი...

„ქობულია ჩვეულებრივი მოქალაქეა, დეპუტატები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობა იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, რამდენიმე დღის წინ გადამდგარი ეკონომიკის მინისტრის მოსმენას არ აპირებენ. მართალია, გიორგი ქობულია დღეს პარლამენტში გამოსვლისთვის ემზადება, თუმცა, დიდი ალბათობით, მას აუდიტორია არ ეყოლება. მის მოსმენას და კითხვების დასმას მხოლოდ ოპოზიცია გეგმავს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ყოფილი მინისტრი, ამ შემთხვევაში, პარლამენტში მიდის როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე და მისი მოსმენა დეპუტატებს დააინტერესებთ თუ არა, ინდივიდუალურად გადაწყვეტენ. გურამ მაჭარაშვილი: „რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ფორმატი, რაც გაწერილია პარლამენტის რეგლამენტში, როცა მინისტრები მოდიან პარლამენტში და მათი მოსმენა…

მეტი...

„ბავშვი უნდა იყიდებოდეს, კონსერვატიული ფასი 5 000 ლარი, ვინც ასე არ ფიქრობს, მკვლელია“, – იაგო ხვიჩია

„იმ მშობლებს, ვისაც შვილი არ უნდა, არც უნდა დაუტოვო. გიჟ მშობლებს ბავშვი უნდა მოვაშოროთ “ – პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იაგო ხვიჩია ბავშვის გაყიდვის ინიციატივით გამოდის. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, თუ ბავშვის გაყიდვა დაკანონებული იქნება, მშობლები შვილებს არც ნაგავსაყრელზე დატოვებენ და არც სხვაგან მიაგდებენ. როგორც ხვიჩია აცხადებს, ამ საკითხის გადაჭრით არაერთი ურთულესი პრობლემა მოგვარდება. „თუ დედები შვილებს გაყიდიან, მთელი რიგი პრობლემები მოგვარდება. ბავშვის გაყიდვა არანაირად ნიშნავს ადამიანით ვაჭრობას. მშობლის უფლების გასხვისება ადამიანით ვაჭრობა არ არის. სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ შვილი და უნდათ, რომ ჰყავდეთ. მეც ამ…

მეტი...

“წასული მინისტრის შეხვედრაზე არაფერი გვესაქმება“ – „ოცნებისთვის“ საოცნებო ქობულია უკვე უინტერესოა

მინისტრობიდან რამდენიმე კვირის უკან გაშვებული გიორგი ქობულია დღეს პარლამენტში ალაპარაკდება. მართალია, დეტალებში არ შევა, თუმცა, იტყვის, რომ მას წასვლა არ უნდოდა, რომ წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია, რომ გაათავისუფლეს და კიდევ ბევრი რომ… ოპოზიციას ყოფილი მინისტრისთვის დასასმელი კითხვები ქვეთავაბად აქვს ჩაშლილი, ყოფილი მინისტრის ყოფილი თანაგუნდელები კი აქტიურობას არც აპირებენ, რადგან ის უკვე ყოფილია. უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობა ქობულიას მოსმენას არც აპირებს, რაც იმას ნიშნავს რომ მას თითქმის ცარიელ დარბაზში მოუწევს საუბარი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე კოლეგებს მიმართავს, რომ ამ შეხვედრას არც უნდა დაესწრონ: „ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ…

მეტი...