აზერბაიჯანი საქართველოს ულოცავს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საგარეო უწყების პირველმა, მილოცვის წერილი ქართველ კოლეგას გამოუგზავნა. როგორც წერილში ვკითხულობთ, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა მნიშვენელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. „ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელიც ისეთ მტკიცე საძირკველს ემყარება, როგორიცაა ურთიერთგაგება და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა“ – ვკითხულობთ ა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის წერილში.

მეტი...

„რუსეთი ოკუპანტი არ არის“ – ამ სიტყვებით გვილოცავს რუსეთის დელეგაცია 26 მაისს ბათუმიდან

საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავზე, ბათუმმა თავი განსაკუთრებით შეირცხვინა. ოფიციალურად მოწვეულმა რუსეთის მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღე „რასია“, „რასიას“ შეძახილებითა და პლაკატებით, ბათუმის ცენტრალური გამზირიდან მოგვილოცა. ეს ის დელეგაციაა, რომლის საქართველოში მომწვევი ბათუმის სპორტის, განათლებისა და კულტურის სამინისტროა. ინგა შამილიშვილი სწორედ იმ უწყების მინისტრი იყო, რომელმაც რუსულ პლაკატებსა და „რასია“, „რასიას“ შეძახილში პრობელემა ვერ დაინახა. მინისტრისგან განსხვავებით, პრობლემა დაინახა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მისი მინისტრთა კაბინეტიდან მინისტრი დაუყოვნებლივ დაითხოვა. ბათუმის ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეებმა, მოსკოვის დასის მონაწილეობით, ბათუმის ცენტრში სანახაობრივი მარში მოაწყო. მსვლელობის მონაწილეები რუსეთის დროშითა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული ტანსაცმლით მარშირებდნენ. ფესტივალის ორგანიზატორი…

მეტი...

რუსეთი ბათუმში – განათლების მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ბათუმში „პატარა რუსეთი“ გამოჩნდა. რუსული და „რუსეთი“-ს წარწერითა და ჩაცმულობით, სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებმა გამოსვლა მოაწყვეს და საქართველოში 26 მაისი ასე აღნშნეს. მსვლელობის მონაწილეებს შორის, ბუნებრივია, რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებმაც, ბათუმის ცენტრალურ გამზირზე შეძახილით: „რასია“ ჩაიარეს. მომხდართან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მინისტრის თანამდებობა მისივე განცხადებას შეეწირა. კერძოდ, როგორც აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რუსული დროშების ფრიალი პოლიტიზირებული არ არის და ეს მხოლოდ კულტურული ღონისძიებაა.

მეტი...

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის და მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ერაბ კოსტავას, დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. საქართველო დამოუკიდებელია, თუმცა, ამ დღეს, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო. პრემიერ-მინისტრმა, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო “მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. მთავრობის მეთაურმა, ასევე, სრულიად საქართველოს მიულოცა 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. „დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. მერაბ…

მეტი...

„ეს არის ძალიან ფაქიზი და ემოციური საკითხი“ – მამუკა ბახტაძე დავით გარეჯზე

„დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სხვა ქვეყნების გამოცდილებითაც, მეზობელ სახელმწიფოებს შორის დემარკაცია ყოველთვის კომპლექსური პროცესია. „დღეს ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან დავით გარეჯის ცალკეულ მიმართულებებზე იმ პრაქტიკის მიხედვით, რაც არსებობდა. მე მაქვს ერთი თხოვნა ყველასთან, მათ შორის ქართულ მედიასთან – ძალიან გთხოვთ, ეს არის ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც არსებობს რეალურად ამა თუ…

მეტი...

საპატრიარქოს განცხადებით, აზერბაიჯანმა ხელშეკრულება და კანონი დაარღვია

ჩიჩხიტურის მინისტრის მიმდებარედ წარმოებული გზის გაყვანის სამუშაოებით, მეზობელმა ქვეყანამ, მთელი რიგი ხელშეკრულებები და კანონები დაარღვია – ასეთია საპატრიარქოს შეფასება დავით გარეჯის მიმდებარედ გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საკუთარი თვალთ ნახეს, რას და როგორ აკეთებს აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯის მონასტრის მიმდებარედ. დეკანოზი ანდრია, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული ვითარების გასაცნობად, თანმხლებ პირებთან ერთად ჩავიდა. სასულიერო პირებს ადგილზე იმაზე რთული ვითარება დახვდათ, ვიდრე ინფორმაცია ჰქონდათ. „კომისიის მიერ დადგენილი ეს ხაზები არ ემთხვევა იმ რუკას, რომელზეც შეთანხმებული იყო ეს ორი სახელმწიფო და გაცილებით აქეთ არის. ამ ეტაპისთვის, საზღვრის ეს მონაკვეთი შეუთანხმებელია. შეუთანხმებელ მონაკვეთში,…

მეტი...