“ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შოთა ხაბარელის მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების მოდელია. როგორც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის აპარატიდან „მედიაცენტრ მთავარს აცნობეს“ ეს იყო შეხვედრა “ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც რეგიონების წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრაზე, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი, კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და…

მეტი...

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რვა თავისუფლება აღკვეთილი და სამი პირობით მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყოფილი მსჯავრდებულები სრულიად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. „საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა რვა თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სამი პირობით მსჯავრდებული (მათ შორის ერთი ქალბატონი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“, – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მეტი...

ბაგა-ბაღებს საკვებით ახალი კომპანია მოამარაგებს

თბილისის საბავშვო  ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიიდან აცნობეს, კომპანიას 15 წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება გააჩნია და ის თვეში 4500 სავაჭრო მომარაგებას ახდენს. “მზიური” ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ-პროდუქტს დროულად მიაწვდის და მათ ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. პირველ ეტაპზე, 27 მაისიდან, კომპანია „მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180-ვე საჯარო ბაღის კვებით მომარაგებას. აღნიშნული კომპანია, ბაგა-ბაღებს 1 ივლისამდე მოამარაგებს. მომავალი სასწავლო წლიდან კი ტენდერი გამოცხადდება, რომელიც გამარჯვებულ კომპანიას შეარჩევს.

მეტი...

15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირისთვის შესაძლოა, მისი მეუღლეც დააკაონ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, შესაძლოა, სოფელ აღაიანში 7 თვის მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს და მაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.  როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა არასრულწლოვანი დედა დაორსულების დროს 15 წლის იყო, ხოლო 15 წლის პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია. „აღნიშნული საქმის ფარგლებში ხდება მტკიცებულებების მოპოვება და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების მომენტში ნამდვილად იყო 15 წლის და 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის…

მეტი...

26 მაისის ღონისძიებები თბილისში

დედაქალაქის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს. რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს,  თბილისში, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. მათ შორის, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა Tbilisi Newcomers, ხოლო 10:00 საათზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჩატარდება. “ გამოფენილი იქნება სტენდები „ქალები საქართველოდან“, თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები და ა.შ. დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე “ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” შესრულდება, რომელშიც…

მეტი...

ტერეზა მეიმ იტირა და წავიდა

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა კონსერვატიული კომიტეტის ხელმძღვანელ გრაჰამ ბრედისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დროს იტირა. „ერთად ვდგავართ და ერთად გვაქვს დიდი მომავალი. ამ ქვეყანას ბევრი საამაყო აქვს და ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ. ჩემთვის პატივი იყო ამ თანამდებობაზე ყოფნა. ვარ მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი და ცხადია, რომ არა ბოლო. მადლობელი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს“, – თქვა ტერეზა მეიმ სიტყვის დასასრულს და ემოცია ვერ შეიკავა. ტერეზა მეის განმარტებით, თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ. ტერეზა…

მეტი...

„სპორტსკოლა 1“-მა პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა

ბათუმის სასპორტო სკოლაში, ჰოკეიში, ვაჟთა შორის სკოლის შიდა პირველობა დასრულდა. პირველობას სკოლის 4 გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, ტურნირი წრიული სისტემით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პირველი საპრიზო ადგილი 13 ქულით „სპორტსკოლა1“ –მა დაისაკუთრა, მეორე საპრიზო ადგილი ასევე 13 ქულით „სპორტსკოლა3“ –ს ერგო, ხოლო მესამე საპრიზო ადგილს 5 ქულით „სპორტსკოლა4“ დასჯერდა. გამარჯვებული გუნდები დიპლომებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

მეტი...

პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაკბენის შემთხვევები მეტია, ვიდრე ქუჩის ცხოველების მხრიდან- ცოფის ვურუსის საფრთხე

„იმ ქვეყნების სიაში ვართ, სადაც ცოფი სერიოზული პრობლემა“ – აცხადებს თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია და იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რაც ცოფის საპრევენციოდ და ვირუსის თავიდან ასარიდებლად კეთდება. „ცხოველი, ცოფის აცრიდან 1 წლის განმავლობაში დაცულია. ამიტომ, ცხოველების რევაქცინაცია, ხელმეორედ აცრა აუცილებელია წელიწადში ერთხელ გაკეთდეს. სააგენტო, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, პარკებსა და სკვერებში ბინადარი ცხოველების რევაქცინაციას თავად ახდენს. დღეში დაახლოებით 100 ადამიანი გვირეკავს და ინფორმაციას გვაწვდის მიუსაფარ ცხოველებზე. საუბარია იმაზე, რომ მიუსაფარი ცხოველი იყოს უსაფრთხო“ – აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, მიუსაფარ ცხოველთა რევაქცინაცია მაისის თვიდან დაიწყო. რაც…

მეტი...

დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა – ცოფის ვირუსის საპრევენციოდ ცხოველთა გადაცრა დაიწყო

იქიდან გამომდინარე, რომ ცოფი საქართველოსთვის ენდემური დაავადებაა, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს საკუთარ შინაურ ცხოველებს რევაქცინაცია ჩაუტაროს. რაც შეეხება მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს, მათზე სააგენტო თავად იზრუნებს. ცოფის ვირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა და ექიმ ვეტერინარმა ნოდარ მაღრაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს. „გამომდინარე სეზონიდან, რისკი ცოფთან დაკავშირებით იმატებს, თუმცა, საბედნიეროდ, შარშან, თბილისის მასშტაბით მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ცოფი საქართველოსთვის ენდემური დაავადება. თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ძაღლი გვიკბენს, იქ ჭრილობას დავიმუშავებთ და მარტივად გავაგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ საქართველოს რეგიონების შემთხევაში მთელი რიგი საფრთხეები ახლავს დაკბენას, დაკაწვრას ან…

მეტი...

“ახალი სკოლის მოდელი” – შოთა ხაბარელი სასკოლო სპორტის აქტივობებს გაეცნო

საჯარო სკოლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კუთხით სიახლეები ინერგება. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი ერთ-ერთ საჯარო სკოლას ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი ჩხობაძე, ამავე სამმართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტ გია ბეგიაშვილი. ისინი, სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“-ს ფარგლებში, ქ. თბილისის N103 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ნაწილში სასკოლო სპორტული კლუბების მიერ დაგეგმილი აქტივობები მიმდინარეობს.

მეტი...

„სიჩუმის გაკვეთილი“ სპორტის ნაცვლად – სამინისტრო ფაქტს არ ადასტურებს

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებელმა, ბავშვების გასაჩუმებლად უცნაური მეთოდი მოიგონა. მთელ კლასს, სპორტის გაკვეთილის ნაცვლად, “სიჩუმობანას” გაკვეთილს უტარებს, რა დროსაც მთელი კლასი დადუმებულია. „სიჩუმობანას გაკვეთილზე“ მთელი კლასი გაჩუმებულია, მასწავლებელი კი ისვენებს. ეს უცნაურობა თბილისის N157- ე საჯარო სკოლაში ხდება. მის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა უამბო. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარმა“ რამდენიმე დღის უკან გაავრცელა. პარალელურად, რეაგირებისთვის, ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივაწოდეთ. დაახლოებით ერთ კვირიანი ლოდინის შემდეგ, სამინისტროდან რომ არავინ გამოგვეხმაურა, ისევ დავუკავშირდით იმის გასარკვევად, მიიღო თუ არა შესაბამისი ზომები სამინისტრომ. სამინისროში აცხადებენ, რომ ფაქტის…

მეტი...

რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც თბილისის მერიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ტრანსპორტი, ძველ რეჟიმს 27 მაისიდან დაუბრუნდება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩის გავლით იმოძრავებს. გარდა ამისა, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ხოლო, წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩა N11-თან დაასრულებენ“ – აცხდებენ მერიაში.

მეტი...

აბაშაში ნაპირსამაგრი სამუშაოები 380 ჰექტარ ფართობს დატბორვისგან დაიცავს

აბაშის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობითი ღონისძიებები გატარდა. ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა მდინარე აბაშის კალაპოტი, მოეწყო დატბორვის საწინააღმდეგო დამბა, გადასასვლელები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. სოფელ ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული სამუშაოები უხვი ნალექის დროს დაახლოებით 380 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 520 000 ლარია, საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.

მეტი...

„2020 წლის არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილის როლი ძალიან დიდი იქნება“ – პრემიერ მინისტრი

„2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის როლი რა თქმა უნდა იქნება ძალიან დიდი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რეაქციაში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იყო კონკრეტული გზავნილი „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდამჭერების მხრიდან, რომ ბევრი რამ იყო შესაცვლელი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გზავნილი მიღებულია, გააზრებულია და ამ ფაქტორმა მათ შორის იმოქმედა სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვანწილად დაკორექტირებაზე. „რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილის როლს, ეს როლი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან დიდი. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. ჩვენ ვაშენებთ საპარლამენტო დემოკრატიას და ბუნებრივია,…

მეტი...

„ერთ მხარეს იქნება ჩვენი კანდიდატი, მეორე მხარეს – სააკაშვილის კანდიდატი შავგულიძე“ – პრემიერ მინისტრი

„მთაწმინდაზე გვაქვს მეორე ტური და ეს არის ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი, რაც შეეხება გმირებს და ანტიგმირებს, ეს ყველაფერი არის მითი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის სამწუხაროა, რომ შავგულიძე მადლობას უხდის მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერისთვის. „პოლიტიკის მიღმა ვამბობ – ეს ჩემთვის არის ნეგატიური ემოციების მომტანი და სამწუხარო ამბავი. როდესაც არჩევნების მეორე ტური იქნება, საზოგადოებისთვის სურათი ნათელია – ერთ მხარეს იქნება ჩვენი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე, მეორე მხარეს იქნება სააკაშვილის კანდიდატი ბატონი შავგულიძე. ამ ფაქტით მან გააკეთა თავისი არჩევანი, ახლა საზოგადოება გააკეთებს არჩევანს მეორე ტურში,“…

მეტი...

„გამოვყავით ათეულობით მილიონი“ – მთავრობა მოსახლეობას მედიკამენტების ყიდვაში შეეხიდება

“საქართველოში მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხა ძალიან მაღალია, ეს მძიმე ტვირთია ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ პრობლემას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, მოქალაქეებს შევეხიდებით”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რეაქციაში“ სტუმრობისას გააკეთა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს და 2019 წლის ბიუჯეტში ის უკვე გათვალისწინებულია. „ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი და ჯანდაცვის სამინისტრო ერთიანი შესყიდვების გზით შეისყიდის იმ მედიკამენტებს, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომ ეს ხარჯი ჩვენს მოქალაქეებს ჩამოვაშოროთ. საუბარია დაახლოებით 80 დასახელების წამალზე, რომლითაც სრულფასოვნად, 100 პროცენტით მოამარაგებს ჩვენს პენსიონერებსა და…

მეტი...

საბერძნეთში მოკლულ 2 შვილის დედას მულიც სცემდა

საბერძნეთში მოკლული ქუთაისელი გოგონას, ქეთი სუთიძის საშინელი მკვლელობის ისტორიას „მედიაცენტრი მთავარი“ აქტიურად აშუქებს. ქეთი უკვე ჩამოასვენეს და მას ქუთაისში შაბათს დაკრძალავენ. მისი მკვლელობისთვის ერთადერთი ეჭვმიტანილი, ამ დრომდე, ქეთის ყოფილი, ქართველი მეუღლე შალვა ქათამაძეა. როგორც ირკვევა, 29 წლის გოგონაზე ქმრის ოჯახის წევრებიც ძალადობდნენ. ეს ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ წყარომ საბერძნეთიდან მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ქეთიზე მისი მულიც ძალადობდა და სცემდა. წყაროს თქმით, ფოტოზე ასახული ნაცემი ქეთი სწორედ მისი მულის – ნათია ქათამაძის „დამსახურებაა“, რომელიც მან აღიარა კიდეც. როგორც წყარო „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, მულის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, ქეთიმ საბერძნეთში, სიცოცხლეში, საჩივარიც კი…

მეტი...

ახალგაზრდული კონფერენცია „ჩვენი აფხაზეთი“ გაიმართა

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა ახალგაზრდული კონფერენცია „ჩვენი აფხაზეთი“. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. კონფერენცია წარმოადგენდა აფხაზეთის განათლების სამინისტროს პროექტის შემაჯამებელ ეტაპს, რომელიც საქართველოს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა ქვეპროგრამის „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ მიხედვით. პროექტის მიზანი იყო თბილისში შერჩეული 15 საჯარო სკოლის მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მათ…

მეტი...

გაფიცული მაღაროელები ყოველ დღე პირის ამოკერვით იმუქრებიან

ჭიათურაში, ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი საკუთარი ხელებით ამოიკერა. პროტესტი ამით არ სრულდება. იმ შემთხვევაში, თუ, ადმინისტრაცია გაფიცულთა მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის და მოთხოვნებს არ გაიზიარებს, პირს, ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს – ასეთია მაღაროელთა უკიდურესი პროტესტის ფორმა და გზავნილი. ჭიათურაში, მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. მათი ძირითადი მოთხოვნები შემდეგია: ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ამ დროისთვის, კარვებში 15 მაღაროელი შიმშილობს, 3000 მაღაროელი კი პროტესტს აცხადებს. მათ საწარმოდან მადნის გატანაც შეაფერხეს და იმ პერიმეტრსაც აკონტროლებენ, საიდანაც მაღაროდან მადანი გაჰქონდათ. ამ დრომდე, მაღაროელებსა და ადმინისტრაციაც შორის მოლაპარაკებამ…

მეტი...

სამართლის ლექტორი სტუდენტთან ინტიმური დაახლოების მცდელობას უარყოფს

19 წლის სტუდენტის მიერ სექსუალური შევიწროებისთვის მხილებული ლექტორი ბრალდებას სიბინძურეს უწოდებს. როგორც მუნიციპალური სამართლის ლექტორი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ომარ მახარაძე აცხადებს, მას ტელეფონი გაუტეხეს და სტუდენტისთვის შეტყობინებები მას არ გაუგზავნია. „ეს ყველაფერი სიცრუეა, არავითარ სიმართლეს არ შეიცავს. სიბინძურისა და დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია. ჩემი ტელეფონი გატეხეს ეს სიბინძურე ჩაიდინეს. „აიქლაუდია“ გატეხილი. ვიცოდი, რომ ეს ასე იყო და ჩემი ტელეფონი გატეხეს. ეს მაშინ მოხდა, როცა პარტიული დავალების შესასრულებლად ხულოს მუნიციპალიტეტში ვიმყოფებოდი. გამოძიება ყველაფერს დაადასტრებს“ – აცხადებს ომარ მახარაძე. მასთან სრულად გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, რადგან, მისი ტელეფონი ხშირად ითიშებოდა და ზოგადად, მობილური…

მეტი...

მოკლული ჩვილის დედა დაკავებულია, ჩვილის მამასაც პატიმრობა ემუქრება

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას პატიმრობა შეუფარდეს. ის, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება ჩვილის მამას, მან მომხდარი ტრაგედიის შესახებ დღეს მედიასთან ისაუბრა. შესაძლოა, გამოძიებას კითხვები ჩვილის მამასთანაც გაუჩნდეს. შემთხვევა სოფელ აღაიანში მოხდა. მამამ საკუთარი 7 თვის შვილი საწოლში გაგუდული იპოვა, დედა კი არსად ჩანდა. საქმეში შსს ჩაერთო, სახლიდან გაქცეული არასრულწლოვანი დედა კი თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იპოვეს. ეს ყველაფერი ღამით მოხდა. საქმეში საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ბრალდებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და კანონმდებლობით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. როგორც შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის…

მეტი...