ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილს გამოკითხავენ

„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის თანდასწრებით, ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით ივანე მერაბიშვილს გამოკითხავენ“ – აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს მთავარი პროკურატურუდან მიაწოდეს. პროკურატურის ინფორაციით, გამოკითხვა ივანე მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება. „2019 წლის 21 მარტს, ადვოკატმა წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ერთ -ერთ პუნქტად მოითხოვა, რომ გამოიკითხოს ივანე მერაბიშვილი და გადაიდგას ნაბიჯები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პირების იდენტიფიცირება. ივანე მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3…

მეტი...

„ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ“ – ბიძინა ივანიშვილი აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში

ბიძინა ივანიშვილმა მეუფე თეოდორესთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა. „ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ, მოსწრება უნდა, რომ არ ჩამოიშალოს. სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ “ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უძველესი ტაძრების ხუთეულში შედის. 42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. უკვე ამოყვანილია კედლები, ახლო მომავალში დაიწყება გუმბათის დაშენება. აღდგენილ ტაძარზე უძველესი დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება. ფონდი „ქართუ“ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 12, 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. აწყური პირველ საუკუნეშივე იქცა რელიგიურ ცენტრად – აქ ანდრია პირველწოდებულმა სასწაულები მოახდინა, რის შემდეგაც მოინათლა მხარის მოსახლეობა. ტაძრის დღევანდელი ნაშთები აგებული უნდა…

მეტი...

“ჩემი წინაპარიც შეეწირა ამ ომს, მის სახელს ვატარებ” – დიმიტრი ხუნდაძე

9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავი მთელ საქართველოში აღინიშნება. ეს დღე, ომის ვეტერანებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ისტორიულ ქალაქ მცხეთაში აღნიშნა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ის, სწორედ მისი წინაპრის სახელს ატარებს, რომელიც ომს შეეწირა. „ეს არის დღე, როდესაც, პატივს მივაგებთ, 700 000 ქართველიდან თითქმის ნახევარზე მეტ, ომში დაღუპულთა სულებსა და ასევე მშვიდობით დაბრუნებულ ვეტერანებს! ჩემი წინაპარიც შეეწირა ამ ომს, მის სახელს ვატარებ, ასაკით ჩემზე ახალგაზრდა წავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდა! საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომისთვის! გილოცავთ, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, დიდი მადლობა ჩვენს ვეტერანებს მცხეთიდან –…

მეტი...

ლადო კახაძე, მთაწმინდაზე მცხოვრებ ომის ვეტერანებს ესტუმრა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მთაწმინდაზე მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერანებს ესტუმრა. მმართველი გუნდის კანდიდატმა სამამულო ომის ვეტერანებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი მიულოცა.

მეტი...

გიორგი შენგელიამ, ომის ვეტერანებს, გამარჯვების დღე მიულოცა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულა და  ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. „74 წლის წინ, მსოფლიომ ბოროტების სახით ფაშიზმი დაამარცხა. გილოცავთ ამ დღეს! ჩვენ მუნიციპალიტეტში 4 ადგილობრივი და 4 დევნილი ვეტერანი გვყავს. მათი ღვაწლი დიდია და განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ვეტერანებმა და მათმა ოჯახებმა იგრძნონ სითბო და ზრუნვა. მოვინახულეთ ჩვენი ვეტერანები, მათ ჩვენთან ერთად გაიხსენეს ომის რთული დღეები და გამარჯვების სიხარული. ბაბუაც ომის მონაწილე იყო, ხშირად მიყვებოდა იქაურ ისტორიებს“,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მეტი...

“ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, რუსული გავლენა მცირდება”-ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების ე.წ უკვდავი პოლკის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსული გავლენა საქართველოში მცირდება, რაც მათი ხელისუფლების დამსახურებაა. „ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის. მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ რუსული გავლენა არ გაფართოვდეს. თქვენ ხედავთ, რომ გასული წლების განმავლობაში არათუ არ ფართოვდება, მცირდება რუსული გავლენა საქართველოში. ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგებიც, პრორუსული პარტიები უფრი ნაკლებ ხმებს იღებენ საქართველოში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დამსახურება. აქციის მოწყობა შეუძლია ყველას, მთავარია, როგორია ამაზე ხელისუფლების რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

როენა “მამიდას” ბრალი წარუდგინეს

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალი წარედგინა ასევე როენა ხუცურაულთან ერთად დაკავებულ ორ პირს.  როგორც როენა ხუცურაულის ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა განაცხადა, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ამჟამად ყველაფერი რიგზეა. მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. “უძრავი ქონება გაქირავებული ჰქონდა, ასევე იჯარით გადაცემული და ის არ ერეოდა ამ საქმიანობაში შესაბამისად მისთვის ბრალდება რაც წაყენებული აქვს, წარმოუდგენელია,”- განაცხადა როენა ხუცურაულის ადვოკატმა. ხუცურაულთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი ქალბატონის, ზინაიდა ქორიძის ადვოკატი კი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ის სასტუმროში მხოლოდ ბარს ამუშავებდა. “არავისთვის…

მეტი...

ოპერის ბაღში, შადრევანი და ბალერინების ქანდაკება დააზიანეს

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევნი დააზიანეს. ასევე, დაზიანდა ბალერინების ქანდაკებები. განზრახ დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები  საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები  ბაღს დაუბრუნდება. თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.

მეტი...

ომის ვეტერანები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ

ომის ვეტერანები, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა. ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობა კი 300-დან 600 ლარამდეა. 600 ლარიან ერთჯერად ფულად დახმარებას, საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული, მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი მიიღეს. ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრი კი – 300 ლარს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს პრემირ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე, ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი. საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას…

მეტი...

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავს ვაკის პარკში აღნიშნავენ

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მთავრობის წევრები პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ დაი ყვავილებით შეამკეს. „კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა“ – ასე აფასებენ ისინი 9 მაისს ომის ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ამ დღეს ულოცავენ. “ფაშიზმზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. ასი ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მსურს ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე და მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. სამამულო ომში გამარჯვების დღეს, თბილისში, „ვაკის…

მეტი...

„ჩვენი ტრადიციის მიხედვით, მიღებულია მკვლელის მოკვლა და არა საფლავზე დაკვლა“ – სკანდალური ინტერვიუ

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ქისტების მხრიდან სისხლის აღების ტრადიციებს ადასტურებს და ამბობს, რომ ეს დღესაც ხდება. თუმცა, როგორც ხანგოშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აღნიშნა, სისხლის აღების ტრადიცია ადამიანის საფლავზე დაკვლას არ გულისხმობს და გამორიცხული და წარმოუდგენელია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს მსგავსი გეგმა ჰქონოდა. სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის მიერ აღკვეთილ ტერაქტთან დაკავშირებით მექა ხანგოშვილი „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა. მექა ხანგოშვილი: წარმოუდგენელია, დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში, ის ინფორმაცია დავიჯერო, რაც გაავრცელეს. მით უმეტეს, ყველამ ვიცით, ჩემი ჩათვლით, რომ ჩვენი ტელეფონები ისმინება. წარმოუდგენელია, რომ ტელეფონით ტერორისტული აქტი დაგეგმო. ვერანაირ ლოგიკაში და აზროვნების ჩარჩოში ვერ ჯდება. თუ მალხაზ…

მეტი...