„ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან ჩემი ტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას“ – გენერალი ჩაჩიბაია

გენერალი ჩაჩიბაია ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, ნუ შეეცდებიან, მისი გამოსვლიდან ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაცია მოახდინონ. „საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს რუსეთთან სამი კონფლიქტი ჰქონდა. 90-იან წლებში მომხდარი აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო, როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მონაწილე თავად გახლავართ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე, ეს არის ჩემი, ყველა პატრიოტის და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია. ამიტომ, ყველას ვთხოვ ნუ…

მეტი...

რუსლან აბაშიძე მინისტრთა კაბინეტს თავად დააკომპლექტებს

აფხაზეთის მთავრობას ახალი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელად რუსლან აბაშიძის კანდიდატურას პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დახურული კონსულტაციები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელად, სულ 5 კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა მათ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. როგორც რუსლან აბაშიძემ განაცხადა, სამოქმედო გეგმას რამდენიმე დღეში წარადგენს და საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება. ის საქართველოს პრეზიდენტთან მეგორობას არ უარყოფს და აცხადებს, რომ მისი კანდიდატურასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი არ ჩარეულა. შეგახსენებთ, რუსლან აბაშიძე ამ დრომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის დიზაინერ და მოდელ თაკო…

მეტი...

პარიზში შეტაკებები გრძელდება, არიან დაშავებულები

პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ფრანგული მედია, პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფიმაციას, რომ პარიზში, შრომის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე 200 ადამიანი დააკავეს. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილია, საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოებას 7400 სამართალდამცველი იცავს. შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მონპარნასის რკინიგზის სადგურთან მოხდა. მომიტინგეებმა დააზიანეს რამდენიმე ავტომობილი. სამართალდმცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, არის რამდენიმე დაშავებული. წელს პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ საპირველმაისო მსვლელობას „ყვითელჟილეტიანთა“ მოძრაობაც შეუერთდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ აქციამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ აქციაში მონაწილეობას ორი ათასამდე რადიკალი აქტივისტი გეგმავდა. სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, მომიტინგეთა დასაშლელად, ცრემლსადენი…

მეტი...

მეწარმეებმა ბიზნესის განსავითარებლად უპროცენტო სესხები მიიღეს

სამეგრელოსა და შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა 18-მა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმემ, ბიზნესის განვითარებისათვის უპროცენტო სესხები მიიღო. სასესხო კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისა“ და „ქემონიქს ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლები შედიოდნენ, შემოსული 30-მდე ბიზნეს განაცხადი განიხილეს. უპროცენტო სესხის მაქსიმალური ოდენობა 5000 ლარია. ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი წინადადებები ბიზნესის სხვადასხვა სფეროს მოიცავდა – ყვავილების მოყვანა, სათბურის გამართვა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, იონჯის მოყვანა, კენკროვანი კულტურების მოყვანა, მეხილეობა, სამკერვალო სალონი, სილამაზის სალონი, სარიტუალო სერვისი, საოჯახო სასტუმრო, ხე-ტყის დამუშავება, სტომატოლოგიური კლინიკა და სხვა. როგორც პროექტის მენეჯერმა, დავით გუჩუამ “მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბიზნეს წინადადებები, რეგიონების…

მეტი...

„ის მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობასა და ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ – მამუკა მდინარაძე

„უფრო ადრე უნდა წასულიყო უმრავლესობიდან, რადგან შიგნითაც და გარეთაც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა. ლევან კობერიძე ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს და უმრავლესობიდან წასვლა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას დაამთხვია“,- ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ლევან კობერიძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლას. მდინარაძეს მიაჩნია, რომ კობერიძის გადაწყვეტილებაში უჩვეულო არც არაფერი მომხდარა. „ლევანს არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობასა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ რიგებში. ძალიან სამწუხაროა, რომ მანაც გადაწყვიტა, სასამართლოს თემაზე მიება უმრავლესობიდან წასვლის საკითხი. ის რომ ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს და დღეს…

მეტი...

“სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის საზიანო შეცდომა” – თემურ მჟავია გენერლის განცხადებაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებას ეხმიანება და მას ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო შეცდომად აფასებს. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან სამი სამოქალაქო და ერთი ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთისგან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ თემურ მჟავიას განცხადებით, საქართველომ ერთი სამოქალაქო ომი და დანარჩენი კი ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციისათვის წარმოებულ ომებში იბძოლა მტრის წინააღმდეგ. „ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას უთმობს ნომერ პირველ სახელმწიფოებრივ…

მეტი...

შს მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს ეთნიკური შუღლის გაღვივებას არ შეუწყონ ხელი

“დარწმუნებული ვართ, დემარკაციის ფარგლებში სტრატეგიულ პარტნიორთან და მოძმე სახელმწიფოსთან ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომ გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ისე ჩვენი ეკლესიის ინტერესი”, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს. მან საზოგადოებას მოუწოდა სპეკულირებით ნუ გააღვივებენ ეთნიკურ შუღლს. „რაც შეეხება დავით გარეჯს, რა თქმა უნდა, ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში პარკის გახსნას ეხმიანება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში გახსნილ ორ იარუსიან პარკთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში “პოსტს” აქვეყნებს და იმ მედიასაშუალებებს მიმართავს, რომლებსაც პოზიტივის დანახვა არ შეუძლია. „ეს სიმწვანე, საოცარი ეკოსისტემა და წვერმაღალას ორ იარუსიანი უნიკალური პარკი ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტია, რომელიც დღეიდან ღია იქნება ნებისმიერი მნახველისთვის. თუმცა, ზოგიერთები, რაღა თქმა უნდა, სიმწვანეში ეჭვს შეიტანს და ამ ამბავს გააშუქებს შემდეგი ფორმულით: 1. კარგი არაფერი უნდა დაინახო და არ გააშუქო შეძლებისდაგვარად; 2. ყველაფერი ცუდი, თუნდაც ამინდის გაუარესება, ბიძინა ივანიშვილის ბრალია; 3. თუ ამინდი არ იცვლება, მაინც უნდა მოძებნო ნეგატივი და…

მეტი...

ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ დატოვა. დეპუტატის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. დეპუტატი ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს. ლევან კობერიძემ დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.

მეტი...

ოზურგეთში, ორ იარუსიანი პარკი გაიხსნა

საქართველოში, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე, დასასვენებელი პარკი გაიხსნა. პარკის კეთილმოწყობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. როგორც პარკის გამწვანების უფროსმა, ნუკრი ჭიღლაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე ჭაობი იყო. „დიდი სამუშაოები ჩატარდა. ბაღში გაფართოვდა პატარა ტბა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორ იარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე კიბეები გაკეთდა, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური. ეს ჩვენი მხარისთვის და მომავალი თაობისთვის ნამდვილი საჩუქარია“, – განაცხადა ნუკრი ჭიღლაძემ. პარკი ყოველ დღე, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე დამთვალიერებლისთვის…

მეტი...

„რა სახელმწიფო ვართ, თუ, პრაქტიკულად, არც ერთი საზღვარი გვაქვს” – საქართვლოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის პრობლემასთან მის გაიგივებას გაუგებარს და გასაკვირს უწოდებს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მტკივნეულია, როცა ქვეყანას საზღვრების საკითხი ამ დრომდე ღიად აქვს დატოვებული და ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. „მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში, ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს. ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხია და უნდა…

მეტი...

„უკრაინა მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენმა საკითხმა უკან გადაიწიოს“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის საკითხი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოს, თუმცა, ისე არ უნდა მოხდეს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ჩრდილში აღმოჩნდეს. „ჩვენი ინტერესი და მიმართულება უნდა იყოს ის, რომ, უკრაინის გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და აქაური კონფლიქტის საკითხმა მეორე ადგილზე არ უნდა გადაიწიოს. ამიტომ ვსაუბრობ ამდენს ჟენევაზე. ამის ტენდენცია არსებობდა და ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და სხვებსაც, რომ უკრაინა არის ძალიან სერიოზული საკითხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა საკითხმა გადაიწიოს უკანა პლანზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავების…

მეტი...

სამშენებლო ობიექტებზე “რეიდები” ჩატარდება

დედაქალაქის მერია სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ნორმების შემოწმებას იწყებს. კახა კალაძემ მერის მოადგილეს დაავალა, ე.წ. რეიდების ჩატარება მთელი ქალაქის მასშტაბით, მეტი სიხშირით განახორციელონ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ნორმების გამკაცრება სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ – გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აუცილებელია, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. აუცილებელია, ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს…

მეტი...

საწვავის ხარისხზე კონტროლი მკაცრდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში საწვავის ხარისხზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება, რათა ქვეყანაში დაბალი ხარისხის საწვავი არ შემოვიდეს. მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს საკითხზე, რომ საწვავის ხარისხზე და განსაკუთრებით დიზელზე კონტროლი დაწესდეს. “აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ზოგადად, საწვავის ხარისხის გაკონტროლება მოხდეს. პრემიერ-მინისტრთან აღნიშნულ თემაზე საუბარი არაერთხელ მქონდა. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ ხარისხზე კონტროლი დაწესდეს, განსაკუთრებით დიზელზე, რაც სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიური მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მეტი...

„არ მგონია, საქართველოში, ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული იყოს“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობა, შესაძლოა, პროვოკაციული ქმედებად შეფასდეს. „არ მგონია, ამერიკული ბაზის საქართველოში მშენებლობა რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. მისივე შეფასებთ, თანამშრომლობის მოტივაცია მეტი უნდა იყოს, ვიდრე პროვოცირების: „ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა…

მეტი...

თბილისში,წლის ბოლობდე 8-მეტრიან ავტობუსებს ჩამოიყვანენ

თბილისში, 220 ერთეულ, 8-მეტრიან, ISUZU-ს ფირმის ავტობუსებს ჩამოიყვანენ. არსებული ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. ახალი ავტობუსები,  აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, Wi Fi მოდემით, რომელიც Wi Fi-ს სიგნალით მთლიანი ავტობუსის დაფარვას უზრუნველყოფს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა. „ტენდერი, რომელიც ნოემბერში იყო გამოცხადებული, დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა 220 ახალ ავტობუსზე. წლის ბოლოსთვის თბილისში 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვა და არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს.…

მეტი...

„მივმართავ ევროპარლამენტარებს, ნუ ერევიან ჩვენს შინაურ საქმეებში“

„მინდა მივმართო ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოში „გეი აღლუმზე“ დასასწრებად აპირებენ ჩამოსვლას. დიდი პატივს ვცემ ევროპარლამენტს და ევროპარლამენტარებს, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ – ჩვენ არ ვერევით მათ შინაურ სააქმეებში, მითუმეტეს, ასეთი სახით და ნურც ისინი ჩაერევიან“, – აღნიშნული განცხადება „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავრში“ გააკეთა. „ქართული მარში“ დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართავს, რომ თუ ისინი დაგეგმილ „გეი აღლუმს“ მხარს დაუჭერენ, პროვოკაციაში ჩართულები აღმოჩნდებიან. „ასევე, მივმართავ დიპლომატებს. მათი აქ ჩამოსვლა და „გეი აღლუმის“ სათავეში ჩადგომა, აღიქმება როგორც პროვოკაცია. ყველას ვთხოვ, არ მიიღონ მონაწილეობა ამ პროვოკაციაში, რადგან, რა ქმედებებიც შემდგომ განხორციელდება,…

მეტი...

„ქართულმა მარშმა“ მინისტრის სახელზე შსს-ში წერილი შეიტანა

„ქართული მარშის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო „გეი აღლუმის“ ორგანიზატორებთან კონსულტაციებს აწარმოებს. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა. ალტერნატიული წინადადებით „მარშმა“ შსს-ს დღეს ოფიციალურად მიმართა. „დღეს შევიტანე ოფიციალური წერილი შსს-ში გიორგი გახარიას სახელზე. ვითხოვ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრას შსს-სა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც „გეი აღლუმის“ ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. დიალოგი „გეი აღლუმის“ ორგანიზატორებსა და შსს შორის უკვე დაწყებულია. რამოდენიმე სამუშაო შეხვედრაც შედგა“ – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება შსს-ში შეხვედრის მოთხოვნას, ბრეგაძის განმარტებით, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ძალოვან უწყებას დაუსაბუთონ, რატომ არ უნდა ჩატარდეს საქართველოში „გეი აღლუმი“. „ჩვენ…

მეტი...

„გეი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შსს-ს ლიდერების დაპატიმრება მოსთხოვეს“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ლგბტ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პრაიდის მოწინააღმდეგეთა დროებით დაპატიმრება მოსთხოვეს. როგორც ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დასაკავებელთა სიაში 30 ლიდერი შედის. „უცხოეთიდან დაწყებული, საქართველოდან დამთავრებული, სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს. ვიცით, რომ ლგბტ პრაიდის წარმომადგენლებმა შსს წარმომადგენლებს, დროებით, ლიდერების დაპატიმრება მოსთხოვეს. საუბარია მოკლე პერიოდზე, სანამ ლგბტ პრაიდი გაიმართება. შსს-ში წარდგენილი იყო დაახლოებით 30 კაციანი სია. ეს ინფორმაცია შსს მაღალ ჩინოსნებმა მოგვაწოდეს. სიაში ვარ მე, გია კორკოტაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, გურამ ნემსაძე, რამაზ გაგნიძე და სხვები. შსს-მ მათ პირობა მისცა, რომ ჩვენი განეიტრალება და დაკავება…

მეტი...

თბილისში, გარევაჭრობისთვის უფასო ადგილები გამოიყოფა

თბილისის ყველა რაიონში, მოვაჭრეებისთვის ადგილები გამოიყოფა, სადაც მათ საშუალება ექნებათ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახდინონ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. „თბილისის ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, მოეწყობა სპეციალური დახლები, მითითებული იქნება კვირაში 2-3 დღე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. დახლების მოწყობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადება. ეს არის ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც ვაჭრობა არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია, სერიოზულ…

მეტი...

„მთელი კაცობრიობა რომ დაგვიპირისპირდეს, „გეი აღლუმი“ არ ჩატარდება“ – „ქართული მარში“

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, 18 მაისიდან, 100 ათასობით ადამიანი გამოვა და თბილისის ქუჩებს დაიკავებს. როგორც ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, 2000-ზე მეტი ადამიანი მარტო ქუთაისიდან მოდის. „ჩვენი გეგმა შემდეგია: რაც არ უნდა მოხდეს, მთელი კაცობრიობა რომ დაგვიპირისპირდეს, „გეი აღლუმი“ საქართველოში არ ჩატარდება. რადგან, პირველ რიგში, პრივილეგიას ვანიჭებთ სახელმწიფოს, სწორედ მან უნდა უზრუნველყოს, რომ აღლუმი არ ჩატარდეს. უახლოეს პერიოდში, საპატრიარქოს მკაფიო და რადიკალურ პოზიციას ველოდებით“ – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე განცხადებით, მათი მხრიდან ყოველგვარი ძალადობა გამოირიცხება და ერთადერთი აღლუმი, რომელიც საქართველოში ჩატარდება ეს მხოლოდ შეირაღებული ძალების აღლუმი…

მეტი...

„ორივე ნაძირალაა“ – ია მეტრეველი მურუსიძე-შავგულიძეზე

კორტებთან ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სულხან მოლაშვილის ყოფილ ადვოკატს შალვა შავგულიძესა და საქმის განმხილვემ მოსამართლე ლევან მურუსიძეს ნაწირალას უწოდებს. როგორც ია მეტრეველა „მედიაცენტრ მთავრთან“ საუბრსას აღნიშნა, ადვოკატიც და ოსამართლეც, ერთმანეთზე უარესად გამოიყურებიან. „არც შალა შავგულიძეა ანგელოზი და არც მურუსიძე. დღეს შავგულიძე უარესად გამოიყურება, ვიდრე მურუსიძე. ბოკერია, რომელიც სილხან მოლაშვილს აწამებდა დაკაცი იძახდა მაწამებსო, ამის გვერდით დადგა შალვა შავგულიძე, რომელიც სულხან მოლაშვილის ადვოკატი იყ და მისი ოჯახს ნდობით სარგებლობდა. როგორ შეიძლება ამაზე საუბარი, ჩემთვის ორივე ნაძირააა“ – განუცხადა მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე და შალვა შავგულიძე ერთმანეთს…

მეტი...

„თუ საკუთარი თავი არ დავიცავი, სასამართლო კორპუსს ვერ დავიცავ“ – ლევან მურუსიძე

„თქვენ რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ არ გაგერიათ პოლიტიკაში, მე ვიქნებოდი წყნარად და ჩუმად და არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, მაგრამ მაიძულეთ“ – ასე მიმართა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა და ამჟამინდელმა უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძეს. მოსამართლე ყოფილ ადვოკატს და მოქმედ პოლიტიკოსს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ პოლიტიკოსებმა აიძულეს მოსამართლეები თავი დასაცავად გაეხადათ. “თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სასამართლო ჩაება პოლიტიკაში, ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არის პოლიტიკოსების ბრალი. არ მაინტერესებს ბატონი შალვა…

მეტი...

„სულხან მოლაშვილი იძახდა ტყუილს თუ ციხეში მართლაც დაექვემდებარა წამებას?“ – მურუსიძე შავგულიძეს

უზენაეს სასამართლოში, სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე, მოლაშვილის ყოფილ ადვოკატს გახმაურებული საქმის მიმართ არაჯეროვან, არაპროფესიონალურ და არასაიმედო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და მთავარ კითხვაზე პასუხის სთხოვს.„სულხან მოლაშვილი იძახდა ტყუილს თუ ციხეში მართლაც დაექვემდებარა წამებას?“ – ეკითხება ლევან მურუსიძე შალვა შავგულიძეს. ეს კითხვა მურუსიძემ შავგულიძეს „იმედის“ პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე გაუმეორა. „სულხან მოლაშვილის განცხადება, რომ ციხეში წამებას დაექვემდებარა, მართალია თუ ტყუილი? მოლაშვილი აცხადებდა, რომ ციხეში აწამეს და ხელს ადებდა გიგა ბოკერიას. ამოვწიე გარკვეული მასალები, სადაც ბატონი სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა ციხეში წამება და ამ საქმეში ხელს ადებდა ბოკერია. თქვენ იყავით…

მეტი...