საპატრიარქო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას ადასტურებს

საქართველოს საპატრარქოს დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო და გარკვეული შედეგიც არსებობს. „მედიაცენტრი მთავარი:“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად. გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო…

მეტი...

„აზებაიჯანში ანტიქართულ კამპანიას ეწევიან“ – ლევან ჩხეიძე

ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია „ქრისტიან დემოკრატების“ ლიდერი და ადვოკატი ლევან ჩხეიძე აზერბაიჯანში მიმდინარე ანტიქართულ კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, როგორც ჩხეიძე ამბობს, გარკვეული ძალები აზერბაიჯანში საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. „აზერბაიჯანში, რუსეთის სპეცსამსახურებთან ასოცირებული საეჭვო ჯგუფები, იგივე აგრესიულ, ანტიქართულ კამპანიას ეწევიან, როგორსაც საქართველოში ზოგიერთი საეჭვო, ვითომ პატრიოტული დაჯგუფება ანტიაზერბაჯანულ კამპანიას. რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს მართვადი პროცესია ჩვენი არაკეთილი მეზობლის მიერ. ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოდით, გავიხსენოთ უახლოესი ისტორიიდან მსგავსი ქსენოფობიური განცხადებები და კამპანიები როგორ დასრულდა, გამოვიტანოთ დასკვნები. აღვიჭურვოთ მოთმინებით. შევწყვიტოთ ანტიაზერბაიჯანული, ქსენოფობიური განცხადებები და მივცეთ ჩვენს ხელისუფლებას საშუალება დიპლომატიური, კეთილმეგობრული ურთიერთობების ფარგლებში გადაწყვიტოს ეს…

მეტი...

„პანკისსა და დავით გარეჯს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ, რაც სირცხვილია“ – შს მინისტრი

გიორგი გახარიამ, დეპუტატთა ერთი ნაწილი, პანკისსა და დავით გარეჯის თემის გამოყენებით, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაში დაადანაშაულა და პარლამენტის სხდომა მოკლე დასკვნითი სიტყვით დატოვა. „მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეს ყველაზე საწყენი ფაქტი იყო და ძალიან შემაშინა, რომ, ხდებოდა საპარლამენტო დემოკრატიის და მისი შინაარსობრივი ნაწილის საპარლამენტო ზედამხედველობის დისკრედიტაცია. აბსოლუტურად დაგეგმილად და ერთხმად, ადამიანები, თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, იყენებენ ისეთ თემებს როგორიც არის პანკისი, დავით გარეჯი, როგორიც არის ცალკეული საქართველოს მოქალაქის პირადი ტრაგედია… ეს უბრალოდ არის სამარცხვინო“ – განაცხადა შს მინისტრმა დასკვნით სიტყვაში. მისივე განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს…

მეტი...

“ჩემს არცერთ კითხვას პასუხი არ გაეცით, „ქრისტე აღდგა”-ზე მაინც გეპასუხათ „ჭეშმარიტად-ო“ – კვიციანი მინისტრს

დეპუტატმა ემზარ კვიციანმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ მინისტრმა გახარიამ მის მიერ დასმულ არცერთ კითხვას უპასუხა. პასუხებზე თავის არიდებით განაწყენებულმა კვიციანმა შს მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართა და გააკრიტიკა, რომ მინისტრისგან საპასუხო რეაქცია ვერც აღდგომის დღესასწაულის მილოცვაზე მიიღო. „ბატონო გიორგი, ძალიან დამწყვიტეთ გული. არცერთ ჩემს შეკითხვას პასუხი არ გაეცით და „ქრისტე აღდგა-ზე“ მაინც გეპასუხათ, ჭეშმარიტად აღდგა-ო. ესე ხომ არ შეიძლება, არა“? – მიმართა, „პატრიორტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას. კვიციანმა, გიორგი გახარიას კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, რომელიც ყვარლის რაიონში საკუთრების უფლების საკითხს ეხებოდა. „ყვარლის რაიონში…

მეტი...

კვერცხების თემა გახარია-ჭიჭინაძის დუეტში

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან სააღდგომო კვერცხებზე მიპატიჟებას ელოდება. განცხადება დეპუტატმა, შს მინისტრის პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის წინ გააკეთა. “დაველოდებით ახალ ფორმატს რას შემოგვთავაზებს ყავის შემდეგ და მაგის მერე დავუსვამთ კითხვებს. არვიცი ახლა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და შეიძლება კვერცხებზე დაგვპატიჟოს,”-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.  შეგახსნებთ, რომ გახარიამ პარლამენტში წინა სტუმრობისას ელენე ხოშტარიას ყავაზე მიპატიჟება შესთავაზა. ხოშტარიამ კი შესთავაზა, რომ შემდეგ ვიზიტზე ყავას საკუთარი ხელით მოუდუღებდა და მიართმევდა.

მეტი...

რეგიონებში, 9 სახანძრო ობიექტი აშენდება

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის 9 სახანძრო ობიექტი შენდება. როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა,პროცესი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის. „საგანგებო სიტუაციების მართვის ნაწილი შსს-ს წელს დაუბრუნდა. მიმდინარე პერიოდში რამდენიმე ქალაქში მსხვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.ზუგდიდში, ანაკლიაში და ა.შ. ცხრა ობიექტი შენდება და ხდება ავტოპარკის განახლება იმისთვის, რომ სახანძროებს ჰქოდეთ საშუალება სრულფასოვნად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენ მოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

„თქვენ პანკისში მოიქეცით სწორად, რომ შეაჩერეთ სისხლისღვრა“ – კვიციანი გახარიას

“რაც პანკისში მოხდა, მიმაჩნია, რომ ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა” – ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სესიაზე, რომელიც პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებას ეხებოდა. როგორც კვიციანმა აღნიშნა, მინისტრს მადლობა ეკუთვნის, თუმცა, უსამართლობა ის მთავარი წყალგამყოფია, რომელიც ხალხს პოლიციისგან გაყოფს. “მიმაჩნია, რომ თქვენ იქ მოიქეცით სწორად, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა. ამიტომ, ჩემი პირადად მადლობა თქვენ. ეს ერთი და მეორე, მინდა გითხრათ, რომ პანკისის ხეობაში სანამ ეს აჯანყება მოხდებოდა მანამდე ცუდი ფაქტები იყო. თუნდაც, ის სპეცოპერაციები, რომელიც ჩაატარეს სპეცსამსახურებმა და ერთი თქვენი თანამშრომლების…

მეტი...

“10 სპეცოპერაციის შედეგად,166 დამნაშავე დავაკავეთ”-შს მინისტრი 

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით,  10 საერთაშორისო სპეცოპერაციიდან 166 დამნაშავეა დაკავებული, რომელთა შორის ათი ქართველი კანონიერი ქურდია.  როგორც გიორგი გახარიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, გაიზარდა პოლიციის ატაშეების რიცხვი, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობენ.  „საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში მინდა მოგახსენოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აფართოებს პოლიციის ატაშეების ქსელს. წელს, ჩვენ დაგვემატა რამდენიმე ქვეყანა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ათი საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის ქართული წარმომავლობის ათი კანონიერი ქურდი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“ქალთა მკვლელობა კარდინალურად შემცირებულია”- გიორგი გახარია

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა შემცირებულია. როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, შემაკავებელი ორდერების როადენობამ 6 ათას გადააჭარბა. „რისკების შეფასების სისტემამ ოჯახური ძალადობის ნაწილში, ასევე შემაკავებელმა ორდერებმა მოგვცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი და შედეგი. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაიზარდა და თუ არ ვცდები ექვსი ათასს გადასცდა, მაგრამ ეს არ არის შედეგი. შედეგი არის ის, რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული ქვეყანაში. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა 2018 წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში. რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში“, –…

მეტი...

„დაელაპარაკეთ ლგბტ საზოგადოებას, უარი თქვან მსვლელობაზე“ – მიმართვა შს მინისტრს

„მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის გთხოვთ, დაელაპარაკოთ ლგბტ საზოგადოების მსვლელობის ორგანიზატორებს, უარი თქვან მსვლელობაზე და გამოუყოთ შეკრების ადგილი“ – ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიამ შს მინისტრ გიორგი გახარიას. დეპუტატმა 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა და შინაგან საქმეთა მინისტრს მედიატორის როლის შესრულება სთხოვა. „პატრიარქმა, 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის დღედ. ჩვენ ვიცით, რომ 17 მაისს დაგეგმილია ლგბტ საზოგადოების მსვლელობა, რაც პრინციპში, გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოების მეორე ნაწილთან. პოლიცია უნდა იყოს სიმშვიდის გარანტი და მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა…

მეტი...

„თუ სასამართლომ სარჩელი გაიზიარა, კობაურის საქმის განხილვა ნულიდან დაიწყება“ – ადვოკატი

ხადას ხეობაში, ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებული მწყემსის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც მალხაზ კობაურის ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, სარჩელის გაზიარების შემთხვევაში, კობაურს სასჯელი კი არ შეუმსუბუქდება, მისი საქმის განხილვა თავიდან დაიწყება. „სარჩელი საკასაციო წესით გავასაჩივრეთ. ძირითადად, პროცესუალურ დარღვევებზე გავამახვილეთ ყურადღება, რადგანაც ასეთი უამრავი დარღვევა არსებობს. ყველაზე მთავარი, რაც კობაურის შემთხვევაში სახეზეა, არის ის, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ასევე, მოსამართლემ დაარღვია შეჯიბრობითობის პრინციპი. ის უხეშად ერეოდა საქმის განხილვაში; მან უგულვებელყო კანონის მიხედვით მოპოვებული ახალი გარემოება, მტკიცებულება; მოსამართლემ დაარღვია ბრალდებულის გარანტირებული უფლება, რომ პროცესში აქტიურად ყოფილიყო ჩართული.…

მეტი...

“პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად”-შს მინისტრი

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციის კანონიერ მოქმედებას ვერავინ შეზღუდავს. როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, არის მცდელობა, რომ პოლიციას მოქმედების არეალი შეუზღუდონ. ” არის გარკვეული მცდელობები, შეზღუდონ პოლიციის არეალის ქმედებები, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, კლუბები და სხვადასხვა სახის მცნებები. ვერავინ, ვერასოდეს, პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად,”-განაცხადა შს მინისტრმა.  გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ სენსიტიურ თემებს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას ეხება.  “ხაზგასმით მინდა გავამახვილო ყურადღება და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ…

მეტი...

“პოლიცია თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და მის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ”-შს მინისტრი

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი. პოლიციის, რეფორმების ძირითადი მიზანი არის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პოლიციის და პოლიციელების დისკრედიტაციების მცდელობამ სისტემატური ხასიათი მიიღო. „ ჩვენი საზოგადოების პოლიტიზების ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება. სამწუხაროდ, ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია გახადოს მხარე. შსს-ს პოზიციაა, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო, შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, ყველას უნდა გვესმოდეს, პოლიცია…

მეტი...

„ჩვენ მათ პირად სივრცეში არ ვიჭრებით, საზღვრებს არ უნდა გადავიდნენ“ – მამაო ლგბტ აღლუმზე

„საპატრიარქოს პოზიცია მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული. ვფიქრობ, საპატრიარქო თავის აზრს დააფიქსირებს,“ – აცხადებს მამა დავით ლასურაშვილი ლგბტ აღლუმთან დაკავშირებით. როგორც მამაომ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უმცირესობების პირად სივრცეში არავინ იჭრება და არც მათ უნდა გადაკვეთონ საზღვარი. „მოსახლეობას, რომელთა დიდი ნაწილი შეიძლება ჯერ არ ან ვერ იყოს ეკლესიის წევრი, აღმსარებელი ან მაზიარებელი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა, ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ზნეობის მაღიარებელია, მათ სრული უფლება აქვთ, საკუთარი პოზიცია გამოხატონ ხმამაღლა, შეუძლიათ ქუჩაშიც გამოვიდნენ და პროტესტი გააფიქსირონ, თუმცა კანონი არ უნდა დაარღვიონ“ – აცხადებს დავით ლასურაშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან დაგეგმილ საპროტექსტო კამპანიასთან…

მეტი...

„სახელმწიფოსთვის სასულიერო პირები მარგინალები ვართ?!“ – კითხვა პრემიერ-მინისტრს

მამა დავით ლასურაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართავს და კითხვაზე პასუხს სთხოვს. კითხვა კი შემდეგია: „საქართველოს ეკლესია და ზოგადად, მართლმადიდებელი ეკლესია მარგინალირებული ჯგუფია, ექსტრემისტთა და ულტრამემარჯვენეთა ჯგუფები ვართ?“. მამა დავითმა აღნიშნული კითხვა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოში განაცხადა, რომ ისინი, ვინც ლგბტ საზოგადოებას ებრძვის, მცირე ნაწილია და ყველა ქვეყანაში არსებობენ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 2019 წლის აპრილში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის წევრის კითხვას უპასუხა. ის ადამიანი ეკითხება, როგორ აპირებთ ამჯერად მაინც დაიცვათ ლგბტ თემის უფლებები-ო. პრემიერის პასუხი კი ასეთი იყოს: „რამოდენიმე წლის წინ, როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი…

მეტი...

„ისტერიული ანტიკამპანია და მასობრივი დაშანტაჟება“ – სასულიერო პირი საპატრიარქოს ღონისძიებებზე “მთავარში”

მამა დავით ლასურაშვილი, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ხელოვანების მიმართ დაწყებულ ანტიკამპანიას ისტერიად და მასობრივ დაშანტაჟებად აფასებს. როგორც მამა დავითმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყველა ადამიანს გმირობას ვერ მოსთხოვ, მათ შორის ხელოვნების წარმომადგენლებსაც. „მე არ გახლავართ საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, მაგრამ ეს დღე, 17 მაისი ჩვენი პატრიარქის მიერ ოჯახის სიწმინდის დღედ არის დაწესებული. ისიც გავიგეთ, რომ ამ დღეს, საღამოს 5 საათზე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, ხელოვანთა ჩართულობით, თუმცა, ბოლო დღეებში, ჩვენ ვხედავთ ისტერიულ ანტი კამპანიას ამ ყველაფრის საწინააღმდეგო. ფაქტიურად, ეს არის მასობრივი დაშანტაჟება ადამიანების. თუ ვინმე საპატრიარქოს მიერ…

მეტი...

„შოა“ – ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

„ჰოლოკოსტი არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროსდიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთაველის თეატრში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, რომელიც პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და თანადგომას გამოხატავს ებრაელი ერის მიმართ. „დღეს, ებრაული სამყარო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ამ დარბაზში იმყოფებიან ის ადამიანები, რომელთა წინაპრებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ჰოლოკოსტის სისასტიკე. საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, რომელიც პატივს მიაგებს ამ საკაცობრიო ბოროტების მსხვერპლთა ხსოვნას…

მეტი...

ახალგაზრდული ბიუჯეტი, ახალგაზრდული სივრცე და ყველაფერი ახალგაზრდებისთვის – მერობის კანდიდატის პროგრამა

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ ანაკლიაში ახალგაზრდებს, მისი საარჩევნო პროგრამიდან „ახალგაზრდული პოლიტიკა“ წარუდგინა. მერობის კანდიდატმა იმ პროექტებზე ისაუბრა რის განხორციელებასაც ახალგაზრდების მიმართულებით აპირებს. ერთ-ერთი სიახლე, რაზეც მერობის კანდიდატმა ისაუბრა, ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცის მშენებლობაა. „,ეს უნდა გახდეს ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი. საუბარია ინტელექტუალურ, სახელოვნებო, სპორტულ თუ სხვა მიმართულებებზე. ეს იქნება სივრცე, რომელიც იქნება თქვენი, ახალგაზრდების საკუთრება და იქ გენერირებული იდეები შეისხამს ხორცს. განსაკუთრებულობა ამ იდეის ალბათ არის ის, რომ ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, გააქტიურდნენ და ნახონ, რომ უსმენენ და მათ მოსაზრებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ – განაცხადა…

მეტი...

„ადამიანს შუბლზე გაწყვეტილი ძარღვი რომ ექნება, გინდა მოსამართლედ დააყენე, გინდა მსაჯულად“ – თამაზ მოლაშვილი

„გვარებს ჩამოგითვლით, ვისაც თითო აგური აქვს დადებული სულხანის განადგურებაში. მონანიებაც კი არ შეუძლიათ და დღეს, თავს იმართლებენ რომ კარგები, სამართლიანები და მაგრები არიან,“ – ასე ეხმიანება სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი ლევან მურუსიძისა და შალვა შავგულიძის განცხადებებს „მედიაცენტრ მთავართან“. როგორც თამაზ მოლაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, სულხანმა მურუსიძეს სიცოცხლეშივე გასცა პასუხი. „რა უნდა ექნა მურუსიძეს? სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა? ამაზე სულხანს პასუხი იურიდიულად და სამართლებრივად აქვს მისთვის გაცემული და მან ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. კარგად იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თუმცა, ეს არ ან ვერ გააკეთა“ – აღნიშნა თამაზ…

მეტი...

პატრიარქმა პანკისელებს ურჩია, სინანული ხმამაღლა გამოხატონ და ყველაფერი დამშვიდდება

„პანკისის ხეობის წარმომადგენლებმა დაპირისპირებას ძმათა შორის მომხდარი გაუგებრობა დაარქვეს, რომელსაც სიყვარულით უნდა მოვერიოთ,“ – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორესა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დეკანოზის შეფასებით, პანკისის ხეობის წარმომადგენლებმა, ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პატრიარქთან შეხვედრაზე წუხილი გამოხატეს. „მათი მხრიდან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ ასეთი ფორმით წინააღმდეგობის გაწევა იყო გადაცდომა, შეცდომა. ისიც აღინიშნა ორივე მხრიდან, რომ მსგავსი პროექტების ადამიანების შეუმზადებლად დაწყება, შესაძლოა, დაპირისპირების მცდელობაში, ხალხის უკმაყოფილებაში გადაიზარდოს. მათ წუხილი გამოთქვეს, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო აღძრულია სისხლია სამართლის…

მეტი...

პანკისელები პატრიარქს სთხოვენ, მათ წინააღმდეგ გამოძიება შეჩერდეს

პანკისის ხეობის მცხოვრებთა ნაწილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების ალამის“ მოთხოვნით შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა პატრიარქთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს. „პატრიარქს ვთხოვეთ, გვიშუამდგომლოს მთავრობასთან, რადგან მუხლი, რომლითაც საქმე არის აღძრული, პანკისში მცხოვრებლებში შორის სრულ აღშფოთებას იწვევს. თითქმის ყველა რეგიონი შემოვიარეთ საქართველოში, გვქონდა შეხვედრები, ვეკითხებოდით ადამიანებს, რამდენად მართებული იყო, რა მხრივ იყო შეცდომა დაშვებული, საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც ოთხი წლიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვფიქრობთ, ეს უნდა შეჩერდეს, რადგან სპეცრაზმის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო ზედმეტად მაპროვოცირებელი, რომელსაც წამოეგებოდა ნებისმიერი ადამიანი“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების ალამის“…

მეტი...