“ირაკლი კობახიძემ ივანიშვილს პარტიიდან ექვსი ადამიანის გარიცხვა შესთავაზა” – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მისი და მმართველი გუნდის რამდენიმე წევრის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გარიცხვა სამაგალითოდ სურდა. აღნიშნულის შესახებ კი, გუნდის წევრებს ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის გაზაფხულზე თავად განუცხადა. „ესენი ვიყავით – მე, ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი, რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში ნინია კაკაბაძის არჩევასა და ჩემს განცხადებას მოჰყვა. ბაქოს არჩევნებიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, როცა თვითმფრინავში გია ვოლსკის ზარი შემოვიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ნახვა სურს, შეხვედრა დანიშნულია და უნდა შეხვდეო. შეხვედრაზე…

მეტი...

ბათუმში განათლების ქალაქი აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბათუმში, თბილისის მსგავსად, განათლების ქალაქი აშენდება. პრემიერის დავალებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის ხელმძღვანელობამ, განათლების ქალაქის ასაშენებლად, მიწის ნაკვეთი ერთი თვის ვადაში უნდა გამოყოს. „საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებლები და ძალიან მაღალი ხარისხის სკოლები. ჩვენ ისეთივე განათლების ქალაქს ავაშენებთ ბათუმში, როგორსაც თბილისში, დიღომში ვაშენებთ. ჩვენ გვინდა, რომ  ანალოგიური ინფრასტრუქტურა არსებობდეს ბათუმში, სადაც  ყველაფერი იქნება – კომაროვის სკოლა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები და ა.შ. გპირდებით,  ბათუმს ეს აუცილებლად ექნება“, – განაცხადა მამუკა…

მეტი...

გვჭირდება რწმენა, რომ მომავალი ახალგაზრდების ხელშია – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს განათლების რეფორმის დეტალები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. პრემიერმა განათლების პრიორიტეტულობის ბიუჯეტში ასახვის აუცილებლობასა და 21-ე საუკუნეში ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზრდილი დაფინანსება 5 მიმართულებით ნაწილდება – სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და მეცნიერება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეფორმამ უნდა უზრუნველყოს მძლავრი ადამიანური კაპიტალის განვითარება, რაც ქვეყანას ყველა გამოწვევის დაძლევის საშუალებას მისცემს. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გამყარების აუცილებლობას, რაც ყველა…

მეტი...

ვცდილობთ, ყველა პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ არსებული რეგულაციები ტაქსის მძღოლებს ტვირთად არ დააწვეთ – მამუკა მუმლაძე

„ვითვალისწინებთ როგორც მგზავრის, ასევე ტაქსის ბიზნესში ჩართულ პირთა ინტერესებს, მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია და ვცდილობთ, ყველა პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ არსებული რეგულაციები ამ ადამიანებს ტვირთად არ დააწვეთ და ზედმეტი პრობლემა არ შეექმნათ, – ამის შესახებ “მედიცენტრ მთავართან” თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ, ტაქსის მძღოლების მიმდინარე აქციის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პოლიტიკა მგზავრის მომსახურების ხარისხზეა ორიენტირებული და არ ეფუძნება ტაქსის რაოდენობის შემცირებას. “არიან ტაქსისტები, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო, არ უნდათ, რომ გადაღებონ ავტომობილი და არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს საქმიანობა დამატებით შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ასეთი ადამიანებისთვის სისტემა…

მეტი...

ქალაქ მცხეთას სივრცით-ტერიტორიული განვითარების გენერალური გეგმა წლის ბოლოსთვის ექნება

ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის მომზადება წლის ბოლოსთვის დასრულდება. მცხეთის გენგეგმის შემუშავება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პერიოდულად მოეწყობა განხილვები, როგორც სხვადასხვა უწყებასთან, ისე მოსახლეობასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან. პროექტს მონიტორინგს გაუწევენ სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი და პროფესიული საკონსულტაციო საბჭოები.  ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა დაინტერესებულ პირებს ამხანაგობა „აქოლისი“ და მასში გაერთიანებული 8…

მეტი...

A კატეგორიის ტაქსები პრივილეგიებით ისარგებლებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები პრივილეგირებულნი იქნებიან – ქალაქში მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილები პარკინგისთვის, სადაც არანაირი გადასახადი არ ექნებათ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები მათი საკუთრება იქნება. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ის სპეციალური მანათობელიც წარადგინა, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემა. ერთიანი ვიზუალური სტანდარტის მანათობლები ღამის საათებში წითლად იქნება განათებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ტაქსი დაკავებულია. კახა კალაძის განცხადებით, B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ ვალდებულება ტაქსის გადაღებვის და მანათობლის დაყენების. A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს,…

მეტი...

მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილს მახათას მთაზე დაკრძალავენ

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს, ნოდარ მგალობლიშვილს თბილისში, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. 30 მარტს, 15:00 საათზე, მას მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ. მსახიობი 25 მარტს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნოდარ მგალობლიშვილი საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი იყო. 2016 წლიდან ის ასევე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. მსახიობი სხვადასხვა დროს რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში მუშაობდა. ადრეული პერიოდის როლებიდან აღსანიშნავია მისი როლები მაქსიმ გორკის პიესაში „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის – „მოჩვენებაში“. მოგვიანებით ითამაშა ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“. ნოდარ მგალობლიშვილმა კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958…

მეტი...

“რთული ცხოვრების მიუხედავად, ის ქართული თეატრის სინდისი იყო” – ნუკრი ქანთარია

რეჟისორი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ მისი სახით, ქართულ საზოგადოებას თეატრისა და კინოს კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა. როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ნოდარ მგალობლიშვილი შესანიშნავი მსახიობი და ქართული თეატრის სინდისი იყო. “თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ნოდარი იყო ქართული თეატრის სინდისი. რთული ცხოვრების მიუხედავად, ის ყოველთვის პიროვნული ღირსებით გამოირჩეოდა. ამას ადასტურებს თუნდაც ბატონი ნოდარის მხრიდან „ღირსების ორდენის“ მიღებაზე უარის თქმა და უკან დაბრუნება. მე, პირადად, ბატონ ნოდართან მრავალწლიანი ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა. ჩვენ ერთად ვიყავით „ქართულ აკადემიაში“ და…

მეტი...

ქობულეთში მწვანე ქალაქი აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქობულეთში, ნახევარ მილიარდიანი პროექტის განხორციელება იწყება. ქობულეთში, ახალი მწვანე ქალაქი აშენდება, სადაც განთავსებული იქნება გოლფის მოედნები, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, გასართობი და რეკრეაციული ზონები. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს. „ჩვენ ვსაუბრობთ FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედნებზე, საჩოგბურთო კორტებზე და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგ გოლფის ინფრასტრუქტურაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში მოვიზიდოთ ის ტურისტები, რომლებიც დღეს ვერ განიხილავენ საქართველოს ტურისტულ ცენტრად იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც…

მეტი...

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ფიქსირდება

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სააგენტო განაგრძობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. მყარი ნაწილაკების გადაჭარბება თბილისში და ქალაქ ქუთაისში დაფიქსირდა. “მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.ქუთაისში 19 მარტს 1.3-ჯერ, ხოლო 20 მარტს – 1.6-ჯერ. ნორმაზე გადაჭარბება ასევე დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 21 მარტს 1.4-ჯერ, ხოლო 22 მარტს უმნიშვნელოდ. 23 და 24 მარტს მყარი ნაწილაკების…

მეტი...

ელექტრომობილების დასამუხტ მოწყობილობებს ავტომობილის მფლობელებს უფასოდ დაუმონტაჟებენ

თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებით, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – chargers.tbilisi.gov.ge ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა და პირველი თებერვლიდან დღემდე, საკუთარ სახლთან ელექტრო დამტენის დამონტაჟების მოთხოვნით, 59 განაცხადია შესული, რომელსაც თბილისის მერია მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებთან, უფასოდ დაუმონტაჟებს. თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, გათვალისწინებული იყოს ელექტრო დამტენებისთვის საჭირო საკომუნიკაციო ქსელი, რათა მოგვიანებით, მონტაჟის ეტაპზე, გზის საფარის დაზიანება არ მოხდეს. „წახალისების მიზნით, ვისაც ელექტრომობილები ყავს, ან ვინც აპირებს შეიძინოს, შეუძლია, დედაქალაქის მთავრობას მიმართოს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მათ საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტრო დამტენები დავამონტაჟოთ. თან…

მეტი...

ყოფილ პატიმრებს 5000 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობები გადასცეს

სამეგრელოში მცხოვრებ 13 ყოფილ პატიმარს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები: მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები/ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვ. გადასცეს. ღონისძიება 25 მარტს, ცენტრი „აფხაზეთის“ ზუგდიდის ოფისში გაიმართა.  თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 2000-5000 ლარს შეადგენს. ყოფილი პატიმრები მიღებული გრანტით შეძლებენ საკუთარი იდეის განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით – სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვა. „დღეს ავტოდიაგნოსტიკის სახელოსნოსთვის აუცილებელი სხვადასხვა საშუალებები გადმომცეს საჩუქრად. ამ საქმიანობით ადრეც ვიყავი დაკავებული, თუმცა, ახალი, თანამედროვე საშუალებებით შევძლებ მეტი კლიენტის მოზიდვას, ბიზნესის მეტად განვითარებას და ოჯახის უკეთ შენახვას. 5000 ლარის ოდენობის საშუალებების შეძენას დამოუკიდებლად ვერ…

მეტი...

ცენტრი “აფხაზეთი” სამეგრელოში მცხოვრებ ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ 90 ადამიანს გადაამზადებს

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ინოვაციური განვითარების ცენტრში, რომელიც აფხაზეთის გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ბიზნეს გეგმის შედგენისა და სოციალური უნარების ხუთდღიანი ტრენინგების კურსი მიმდინარეობს. ტრენინგებში, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები გალისა და ოჩამჩირის რაიონებიდან დევნილები და ასევე სამეგრელოს ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს. ბაია ემუხვარი ოჩამჩირიდან დევნილია და ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. ის სამი წელია ხელნაკეთი სამკაულების, ჩანთებისა და აქსესუარების რალიზებას ეწევა ზუგდიდში, ძირითადად ფეისბუკის საშუალებით.  „კონკურსი რომ გამოცხადდა, ჩემი საპროექტო იდეა შევთავაზე, მოეწონათ და ხუთდღიანი ტრენინგების კურსში ჩამრთეს. ვფიქრობ, აქ მიღებული ცოდნა დამეხმაები ჩემი ბიზნეს იდეის საბოლოოდ სწორად ჩამოყალიბებასა და დაგეგმვაში. ტრენინგების…

მეტი...

მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის განაჩენს აშშ-ს ელჩი სამართლიანს უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონსული საქართველოში ჯენეთ რებერი, ხადას ხეობაში მომხდარი, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე, 19 წლის მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას სამართლიან გადაწყვეტილებად აფასებს. როგორც კონსულმა ჟურნალისტებს განუცხადა, სმიტების ოჯახის წევრები, ქართველი მწყემსისთვის სწორედ სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. „გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებოდით ამ საქმეს, გვქონდა კომუნიკაცია მსხვერპლთა ოჯახთან. მტკიცებულებები არ ტოვებს სივრცეს რაიმე ეჭვისთვის. სმიტების ოჯახის წევრები სამუდამო სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს. ეს იყო სამართლიანი სასამართლო და სასჯელიც სამართლიანია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა. სასჯელის ზომის გამოცხადებისას,…

მეტი...

რეგიონებში სპორტის მასწავლებლების გადამზადება დაიწყო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების ტრეინინგები მიმდინარეობს. როგორც სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, სპორტის მასწავლებლებისთვის პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ამჯერად გორის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა. “გორის სკოლაში გამართულ სემინარს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი, სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ხელბურთში მერაბ მეტრეველი უძღვებოდნენ,” – განაცხადეს განათლების,…

მეტი...

ეკა ბესერლიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებისთვის მოზარდი დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ინფორმაციით, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მორიგი გავრცელების ფაქტზე მოზარდი დააკავეს.  “ამ ეტაპზე მოვახერხეთ, დავაკავეთ მოზარდი. სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით, რადგან მიმდინარე პროცესია და სხვა საგამოძიებო პროცესებსაც ვატარებთ. მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ცნობილია აღიარებს დანაშაულს. არაფერი პირადი თემა არ ყოფილა, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ​ youtube-ზე ატვირთა”, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. ეკა ბესელია შინაგან საქმეთა…

მეტი...

“დედებს გავაფრთხილებდი, ახალი კარტოფილი არ გამოიყენონ” – ექსპერტი

​გაეროს ექსპერტ ხათუნა ახალაია დედებს ურჩევს, ბავშვებისთვის საკვებად ახალი კარტოფილის გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რადგან დიდი ალბათობით, ის შესაძლოა მავნე ქიმიური ნივთიერებით იყოს გაჯერებული. როგორც ხათუნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღია ბაზარზე გამოტანილი ახალი კარტოფილის მოყვანის ვადები ხშირად დარღვეულია. “ახალი კარტოფილის დათესვის წინ, ფერმერები იყენებენ გლიფოსატს, რომელიც ნიადაგიდან აუცილებლად გადავა კარტოფილში. ამ ნივთიერების დაშლის პერიოდი არის 60 დღე, ეს პერიოდი უნდა გავიდეს კარტოფილის დათესვიდან, რომ გლიფოსატმა დაშლა დაიწყოს და შესაბამისად არ მოხვდეს პროდუქციაში. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა კარტოფილი ქერქს იკეთებს. როცა რეკომენდაციას ვუწევთ დედებს, ბავშვების საკვებად, როგორი პროდუქცია გამოიყენონ, მე მათ…

მეტი...

19 წლის მწყემსი მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს

მალხაზ კობაურს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ხადას ხეობაში, ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი დღეს გამოუტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოგა კუპრეიშვილმა გამოაცხადა. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი, რომლებმაც მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა ბრალში ერთხმად დაადანაშაულეს. მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც. პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლემ დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და საქმე ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოს გადასცა. დაცვის მხარე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. სასჯელის ზომის გმოცხადებისას მალხაზ კობაურის დედა და დეიდა…

მეტი...

“ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება” – ეკა ბესელია საეჭვო დამთხვევებზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების ერთი თვის ვადაში დასრულებას ითხოვს.  როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, კადრების მორიგი გავრცელების ფაქტი, საეჭვოდ ემთხვევა ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან, ბოლო დღეებში მის წინააღმდეგ  განხორციელებულ შეტევებს. ​ეკა ბესელიას შეფასებით, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. განსაკუთრებით კი ის არის საყურადღებო, რომ ამ ყველაფრისგან ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული. იგი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. “პერსონალური, მორიგი თავდასხმებისა და ერთგვარი შტურმის ფონზე, კვლავ გამოჩნდა უკანონო ჩანაწერები. ამის შესახებ მედიით გავიგე…

მეტი...

“ფარული კადრები საეჭვო დროსა და ვითარებაში ვრცელდება ხოლმე” – ირმა ინაშვილი ბესელიაზე

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატ ეკა ბესელიას ფარული ვიდეოკადრების მორიგი გავრცელების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი საეჭვო დროსა და ვითარებაში ჩნდებიან ხოლმე.  როგორც ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, კამპანია, რასაც ადგილი აქვს ეკა ბესელიას მიმართ, ადამიანურობის საზღვრებს ცდება და მიზანმიმართული შეტევის სახე მიიღო.  “ვგულისხმობ არა მარტო ფარული კადრების პერიოდულად გავრცელებას, არამედ ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ზარდიაშვილის და უმრავლესობის ზოგიერთი სხვა წევრის გაუწონასწორებელ, ცინიკურ, ცილისმწამებლურ, თავხედურ, არაკაცურ განცხადებებს, რამაც მიზანმიმართული შეტევის ხასიათი მიიღო. ნუ დაეცემით ბოლომდე. ბრძოლას, ომს,…

მეტი...

საქართველოში მოყვანილი კენკროვანი კულტურები შესაძლოა ბიო პროდუქტად გამოცხადდეს

​გაეროს ექსპერტ ხათუნა ახალაიას განცხადებით, საქართველოში მოყვანილი კენკროვანი კულტურების მწარმოებელი ფერმერების უმეტესობა მოსავლის მისაღებად ქიმიურ ნივთიერებებს არ იყენებენ და შესაძლოა მათი პროდუქცია ბიო პროდუქტად იყოს სერტიფიცირებული.   “კენკროვანი კულტურების მწარმოებლებს შევხვდი. ბევრი მათგანი ამბობს, რომ უხვი მოსავლის მისაღებად ქიმიურ ნივთიერებას არ იყენებენ, ამდენად, მათი პროდუქცია შესაძლოა სერტიფიცირებული იყოს, როგორც ბიო პროდუქტი. სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ სახელმწიფომ შეისწავლოს ფერმერული მეურნეობები, ვის რა მოჰყავს და როგორი პროდუქცია გადის ბაზარზე. სურსათის ეროვნული სააგენტო, თავისი ვალდებულების მიხედვით აკონტროლებს დიდ მარკეტებს, მაგრამ ღია ბაზრების კონტროლი სრულყოფილად ვერ ხერხდება”, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ…

მეტი...

მწვანილები, ბოსტნეული და ყველაფერი, რაც მიწასთან ახლოა, შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს – ექსპერტი

​გაეროს ექსპერტი, ეკოლოგი ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი, რომელშიც ქიმიური ნივთიერება გამოყენებულია პესტიციდის სახით და არ არის დაცული ლოდინის პერიოდი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.   როგორც ხათუნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა პროდუქციას ფერმერები ადრეულ პერიოდში გასაყიდად ამზადებენ, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მოიყვანონ ესა თუ ის პროდუქცია, შესაბამისად დამატებით ქიმიურ ნივთიერებებს, სასუქებს და ისეთ პრეპარატებს იყენებენ, რასაც პესტიციდები და შხამქიმიკატები ჰქვია.   მისივე თქმით, ​მწვანილში ნიტრიტები და ნიტრატები ყველაზე დიდი რაოდენობით გროვდება, ხშირად ფერმერული მეურნეობები იყენებენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ხმარებიდან ამოღებულ ისეთ პესტიციდს, როგორიც არის ლიბოსატი.  “ჯანდაცვის საერთაშორისო…

მეტი...

ახალგაზრდა პიანისტი, ბაბი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა

ჯგუფ ”ნიუტონის” სოლისტი და პიანისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მუსიკოსი რამდენიმე წლის განმავლობაში ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა. თამარ ბაბილუა 36 რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატია. 2003-2005 წლებში ის აქტიურად ატარებდა სოლო-კონცერტებს. მან თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, რახმანინოვისა და გრიგის ნაწარმოებები შეასრულა. 2016 წლის 29 მარტს  საქართველოს ეროვნული გინესის რეკორდი დაამყარა ფორტეპიანოზე ხანგრძლივად დაკვრაში. მძიმე  ავადმყოფობის მიუხედავად მან 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა.   ბაბი სიმღერებს წერდა, ის არის მომღერალ ნინა სუბლატის ალბომის კომპოზიტორი. ქმნიდა მუსიკას ფილმებისთვის, თანამშრომლობდა არტისტებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და მუსიკალურ ბენდებთან, როგორც პიანისტი…

მეტი...

ახალაშენებულ კორპუსში ახალმოსახლეთა შეშვების წესები გამკაცრდება

ახალაშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდება, შენობაში მობინადრეების შესახლება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც მას მუნიციპალიტეტის მთავრობა ექსპლუატაციაში მიიღებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ერთჯერადი ამნისტია შეეხება ისეთ შენობებს, რომელთა მშენებლობა დასრულებულია და შენობა, ხშირ შემთხვევაში, შესახლებულიცაა, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო, ექსპლუატაციაში ვერ შედის. თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილეებთან – ილია ელოშვილსა და მაია ბითაძესთან ერთად, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მერმა სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. განსახილველ საკითხთა შორის იყო, ასევე, 2009 წლამდე არსებული ნორმის აღდგენა, რაც გულისხმობს დასრულებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ან მასში…

მეტი...

ქართველი ემიგრანტების ოჯახი ესპანეთში, ქუჩაში აღამებს – წერილი თანამემამულეებს

ქართველი ემიგრანტი თანამემამულეებს ურჩევს, თავშესაფრის მოთხოვნის იმედად ესპანეთს ნუ მიაშურებენ, რადგან ლტოლვილად ჩაბარების პროგრამის პირველადი სასწრაფო დახმარების რესურსი ესპანეთმა სექტემბრიდან ამოწურა და შესაბამისად, თავშესაფარს ვერავის მისცემს. გარდა ამისა, ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას ამ თვალსაზრისით, აღარ აპირებს.   ემიგრანტი ერთი წყვილის სულის შემძვრელ ამბავს ყვება. კერძოდ, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, ქართველი ახალგაზრდა ოჯახი დახმარებას საჭიროებს. ცოლიც და ქმარიც 19 წლისანი არიან და  7 თვის შვილი ჰყავთ და მეორეს კიდევ ელოდებიან. დღისით წითელ ჯვარში ატარებს დროს, შენობის დაკეტვის შემდეგ კი ქუჩაში რჩებიან. ღამის გასათევის არქონის გამო, მათ შესაძლოა 7 თვის…

მეტი...