მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის განაჩენს აშშ-ს ელჩი სამართლიანს უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონსული საქართველოში ჯენეთ რებერი, ხადას ხეობაში მომხდარი, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე, 19 წლის მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას სამართლიან გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც კონსულმა ჟურნალისტებს განუცხადა, სმიტების ოჯახის წევრები, ქართველი მწყემსისთვის სწორედ სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებოდით ამ საქმეს, გვქონდა კომუნიკაცია მსხვერპლთა ოჯახთან. მტკიცებულებები არ ტოვებს სივრცეს რაიმე ეჭვისთვის. სმიტების ოჯახის წევრები სამუდამო სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს. ეს იყო სამართლიანი სასამართლო და სასჯელიც სამართლიანია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა.

სასჯელის ზომის გამოცხადებისას, მალხაზ კობაურის დედა და დეიდა შეუძლოდ გახდნენ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ 19 წლის მწყემსს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი თემები