“როდესაც ხელს აწერდნენ, ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, რომ აფორმებდნენ კაბალურ ხელშეკრულებას” – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული სპეკულაციები აზრს მოკლებულია და თუ რატომ გახდა აუცილებელი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებული კითხვების დაკავშირება ანაკლიის პროექტთან, – ეს საკითხი კითხვის ნიშნებს აჩენს. “ჩემთვის ჩნდება კითხვა – რატომ დაინტერესდა, რატომ გახდა საინტერესო კონსორციუმისთვის ამ პროექტზე საუბარი. რატომ გახდა აუცილებელი მამუკა ხაზარაძისა და ბატონი ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებული კითხვების დაკავშირება ანაკლიის პროექტთან და, საერთოდ, რატომ გვიწევს ამ თემაზე საუბარი? სამწუხაროდ, კონსორციუმი ცდილობს ამ პროექტის წარმოჩენას პროექტის გარშემო უფრო დადებითად და პოზიტიურად, ვიდრე სინამდვილეშია.…

მეტი...

მაია ცქიტიშვილი: არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ბანკის მეწილეობა, არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი

“არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ბანკის მეწილეობა, არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მინისტრს კონსულტაციები პროკურატურასთან, მამუკა ხაზარაძის საკითხთან დაკავშირებით. „სხვა დროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცე-პრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც, პროკურატურა მე არაფერს მითანხმებს და, ასევე, სხვასაც არაფერს უთანხმებს. სხვა დროა დღეს საქართველოში და ასე არ ხდება. არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ბანკის…

მეტი...

“კომერციული ოპერატორის ნაცვლად, მივიღეთ მცირე მასშტაბის და გამოცდილების კომპანია”- მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პორტის მშენებლობის შეფერხების მთავარი პრობლემა სხვა ოპერატორი კომპანიის ჩართულობაა, რომელსაც პორტის განვითარების განსხვავებული მოდელი აქვს წარმოდგენილი. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პორტის ოპერატორს უნდა გაეზიარებინა ყველა ის კომერციული რისკი, რომელიც ამ პროექტს შეიძლება ჰქონოდა, თუმცა მივიღებთ მცირე მასშტაბისა და გამოცდილების, მხოლოდ 5 თანამშრომლით წარმოდგენილი კომპანია.  „მნიშვნელოვანია, რომ პორტის ოპერატორი იყოს კომერციული ოპერატორი, რომელსაც ექნებოდა სრული პასუხისმგებლობა ტვირთების მოზიდვაზე, ტვირთების დამუშავებაზე, სწორი საფასო პოლიტიკის განსაზღვრაზე და, შესაბამისად, ამ პორტის ოპერატორს უნდა გაეზიარებინა ყველა ის კომერციული რისკი, რომელიც ამ…

მეტი...

კუს ტბაზე სხვადასხვა სახეობის 7600 ძირ ხეს დარგავენ

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური 2019 წელს, მასშტაბური გამწვანების ღონისძიებებს გეგმავს. დაგეგმილია კუს ტბის ტერიტორიაზე არსებული ტყის 6.9 ჰექტარ ფართობზე სხვადასხვა სახეობის 7600 ძირი ხის დარგვა. ტერიტორიაზე მოეწყობა წვეთოვანი სარწყავი სისტემა და ოთხი წლის განმავლობაში დარგული ნერგების მოვლა-პატრონობა განხორციელდება. დედაქალაქის შემოგარენში, წიწვოვან ტყეებში, ძირითადად ფიჭვნარებში, ხანძრების პრევენციის მიზნით განთავსდება სპეციალური ბანერები. ხუდადოვის ტყის დაცვის მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ფიჭვების პრობლემის მოგვარების ინტეგრირებული პროცესი პირველად განხორციელდა. მიმდინარე წელს თბილისის შემოგარენის ფიჭვნარებში სანიტარიული ჭრით გავლილ ფართობებში დაგეგმილია მასშტაბური აღდგენის ღონისძიებები,…

მეტი...

“ანაკლიის კონსორციუმის ქართულ მენეჯმენტს ოპერირების და ახალი პორტის შექმნის გამოცდილება არა აქვს”- მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი  ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გამოუცდელობაში ადანაშაულებს. როგორც სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, მათ არც ოპერირების გამოცდილება აქვთ და არც ახალი პორტების შექმნის. “დღეს ამ პროექტის და კონსორციუმის გაიგივება უშუალოდ მამუკა ხაზარაძესთან ხდება. მინდა შეგახსენოთ პირველ რიგში ყველას, რომ ამ პროექტში 42%-ით არის შესული ის კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მამუკა ხაზარაძე, ხოლო მეორე დიდი წილი, ასევე, თანაბარი წილი 42%-ის ოდენობით, დღეის მდგომარეობით ფიქსირდება „კონტი ჯგუფზე”. სწორედ იმის გამო, რომ ამ პროექტში, ამ კონსორციუმში იყო შესული „კონტი ჯგუფი”, სწორედ მისი გამოცდილება, მისი ფინანსური მდგომარეობა იყო…

მეტი...

ახალი ქართული ფილმი “ილუზია” 19 საერთაშორისო ფესტივალზე გავა​

ახალი ქართული ფილმი “ილუზია”, რომელსაც 19 საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენენ, საპროდიუსერო კომპანია „არტ პარალელი“ და Sheron Mar label-ი ერთობლივად იღებენ.  მოკლემეტრაჟიან მხატვრულ-მუსიკალური ფილმს „ილუზიაში“ მთავარს როლს, არაპროფესიონალი მსახიობი, უცხოეთში მოღვაწე დიზაინერი, შერონ მარი ასრულებს. მას პარტნიორობას, ასევე არაპროფესიონალი მსახიობი ჯეკო ბასილაძე გაუწევს. როგორც ფილმის რეჟისორმა თენგიზ თხილავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ფილმი ცხოვრებისეული დრამაა, სადაც სინამდვილე და რეალობა ერთმანეთს კვეთს. “ფილმის შინაარსობრივად ახსნა ძალიან რთულია. ფილმი არის იმაზე თუ რა არის სინამდვილე და რა ილუზია, რომელიც ერთმანეთში იკვეთება ხშირად. ფილმი არის განზოგადებული და არ ეფუძნება რეალურ ისტორიას ან ლიტერატურულ ნაწარმოებს. მიზეზი, რის…

მეტი...

საქართველოს ძლიერება მუდამ მის მრავალფეროვნებაში იყო – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესაასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს, მარნეულში იმყოფებოდა, სადაც ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. “გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას და ახალ სიცოცხლეს ჩვენს ოჯახებში. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ქვეყანაში, რომლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ისტორია ძმობისა, სიყვარულისა და ერთობისა. საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში, იმაში, რომ ჩვენ, საქართველოს შვილები ერთად, გვერდიგვერდ, მუხლჩაუხრელად ვშრომობდით ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისთვის. ეს დიდი სიყვარული და ძმობა უპირობოდ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ძალიან მიხარია, რომ დღესასწაულს ესწრებიან ჩვენი მეგობრები აზერბაიჯანიდან. მინდა, ჩვენს დებსა და ძმებს აზერბაიჯანში მივულოცო ნოვრუზ ბაირამი და მათ…

მეტი...

საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტი დაიწყება

„საპარტნიორო ფონდის“აღამსრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წევრებს მინსკში, „ქართული სავაჭრო სახლის“ გახსნასა და ამოქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ არსებული მდგომარეობა გააცნო. „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ „ქართული ნატურალური პროდუქტების“ კომპანიას საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება მიენიჭა. ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით დაიწყება. საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა დღეს ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა. სხდომაში ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი მონაწილეობდა.  გიორგი ხელაიას განმარტებით, „ქართულ სავაჭრო სახლში“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი კრიმინოგენულ ვითარებაზე ინტერპელაციის გზით დასმულ კითხვას უპასუხებს

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტში, ​ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას პირველად უპასუხებს. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, ამ შემთხვევაში ინტერპელაციის ავტორი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობაა” და კითხვა ეხება ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას.  მისივე განმარტებით, პროცედურა არის შემდეგი: თავდაპირველად კითხვის ავტორი წარდგება პარლამენტის წინაშე ათ წუთიანი გამოსვლით და განმარტავს კითხვის არსს, თუ რატომ დაისვა კითხვა, წარმოაჩენს მის ხედვას კრიმინოგენულ ვითარებაზე. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და უპასუხებს იმ კონკრეტულ კითხვას, რომელიც მისთვის ინტერპელაციის გზით იყო დასმული. ინტერპელაციის მექანიზმი, განსხვავებით სხვა პროცედურებისგან არ ითვალისწინებს იმ წესს, როდესაც პარლამენტის ყველა წევრს…

მეტი...

9 აპრილისადმი მიძღვნილი, ჰიმნადქცეული სიმღერა ახლებურად აჟღერდება

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ცნობილი სიმღერის – “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”, ახლებურ ვერსიას შეასრულებენ.   1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილ, ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ორიგინალურ ვერსიაში ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ირმა სოხაძე, ეთერ კაკულია, ბესო კალანდაძე, რომა რცხილაძე, მაია ჯაბუა, თამარ ჭოხონელიძე და სხვები. 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ დღეები შექმნილი სიმღერა თავისუფლების ჰიმნად იქცა და ქართველმა მსმენელმა მაშინვე შეიყვარა.  სიმღერის…

მეტი...

აგვისტოს ომზე პრეზიდენტმა თქვა ის, რაც წერია ტალიავინის დასკვნაში – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მას ახალი არაფერი უთქვამს, რაც არ წერია ევროკავშირის მიერ შესწავლილი “ჰაიდი ტალიავინის კომისიის” დასკვნაში. გია აბაშიძე პრეზიდენტის პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევს, ხელახლა გაეცნონ ტალიავინის დასკვნას. ” ვისაც არ მომწონს ზურაბიშვილის განცხადებები, ხელახლა გაეცნონ ტალიავინის დასკვნას და ის ფრაზები ამოიღონ, რაც წერია ტალიავინის დასკვნაში. თუ არ ეთანხმებოდნენ, თავის დროზე ტალიავინის დასკვნა გაეკრიტიკებინა. ამაზე წინასაარჩევნოდ მიდიოდა საუბარი, ახლა ხელახლა წამოიწია თემამ, ხელახლა დაიწყო ამაზე საუბარი. ევროკავშირის მაღალი რეპუტაციის მქონე კომისიამ ქრონოლოგიურად გამოიძია ის, რაც მოხდა 2008…

მეტი...

საქართველო – ავსტრიის თანამშრომლობის ფარგლებში, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ოპერაცია ჩატარდა

საქართველოსა და ავსტრიის კლინიკებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, წმ. იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკაში ავსტრიელმა პროფესორებმა, ენდოკრინოლოგიური და ანგიოლოგიური ოპერაციები ჩაატარეს. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ოპერაციები ჩატარდა უახლესი მეთოდითა და ტექნოლოგიით, ნეირომონიტორინგის ფონზე, რაც საშუალებას იძლევა ინტრაოპერაციულად, ნერვის ფუნქციის შემოწმებით თავიდან ავიცილოთ ნერვის დაზიანება. ოპერაციას უძღვებოდა პროფესორი ქრისტიან შოიბა, რომელიც არის ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ავსტრიის ენდოკრინული ქირურგების ასოციაციის თავმჯდომარე და პროფესორი იოსებ ნანობაშვილი – ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების მთავარი ქირურგი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა იყო ინტრაოპერაციული ექსპრეს დიაგნოსტიკა, რამაც საშუალება მისცა ქირურგებს შეერჩიათ სწორი ტაქტიკა ოპერაციის მსვლელობისას.…

მეტი...

ანაკლიის პროექტში სახელმწიფო ასობით მილიონს დებს, შეუძლებელია მასვე უნდოდეს ამ პროექტის ჩაშლა – ზაზა გაბუნია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის იდეა არის საზოგადოებრივი კონსესუსის ძალიან კარგი სიმბოლო, რადგან ასეთი ერთსულოვნების სხვა შემთხვევა, რაც ამ პროექტის ირგვლივ არის, სხვა არ ახსენდება.   მისივე თქმით, სწორედ ამიტომ და ამ მიზეზით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ამ პროექტისადმი აქვს უბრალოდ მომეტებული პოლიტიკური მადა და სურთ, ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკით შექმნან ილუზია, რომ თითქოს ხელისუფლება პროექტს ხელს უშლის. “ყველაფერში გარკვეული ოპოზიციონერი კოლეგებისათვის, რატომღაც ამოუხსნელი გამოდგა ის მარტივი და ადვილად გასაგები სინამდვილე, რომ, თუ ვინმე 100 მილიონს დებს პროექტში, ის უბრალოდ არ შეიძლება ამ პროექტის წინააღმდეგი იყოს და 100 მილიონს დებს…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში თვის ბოლო პარასკევს წარდგება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ახალი რეგლამენტის წესს განმარტავს და ინტერპელაციის წესით პარლამენტში პრემიერ მინისტრის ვიზიტს ეხმიანება. “საგაზაფხულო სესია, რომელიც ახალი რეგლამენტით მიმდინარეობს ძალიან აქტიურია. რეგლამენტის რეფორმით მთავრობას და პარლამენტს შორის, დემოკრატიის მხრივ უფრო მაღალი სტანდარტი ჩამოყალიბდა. თვის ბოლო პარასკევს, ინტერპელაციით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარდგება და საინტერესო განხილვა გაიმართება მნიშვნელოვან საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების რეგულარული ურთიერთობა პარლამენტთან მისასალმებელია. რეგლამენტის თანახმად ინტერპელაციის მექანიზმი კონკრეტულ კითხვაზე პასუხით და მხოლოდ ამ კითხვაში მოცემული საკითხის განხილვით შემოიფარგლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მეტი...

შიდა დაპირისპირებები გაგრძელდება, ივანიშვილი არ ჩქარობს – გია აბაშიძე “ქართულ ოცნებაზე”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვარაუდობს, რომ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” შიდაპარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. თუმცა მიუღებლად მიაჩნია, ყოფილ თანაგუნდელებს შორის შიდასამზარეულოზე საჯაროდ წამოძახებები.   “შესაძლოა პარტიაში ახალი პიროვნებები უკვე, ამ წლის ბოლოდან თუ არა, 2020 წლიდან ვიხილოთ, როცა  უკვე საარჩევნო სია იქნება ჩამოსაყალიბებელი. ხალხში ვხედავთ საკმაოდ მაღალ და ინტენსიურ გაღიზიანებას იმ მოქმედი პარლამენტარების მიმართ, რომლებიც ამჟამად, ძალიან აქტიურად არიან “ქართულ ოცნებაში”, ახორციელებენ გარკვეულ რეფორმებს, აკეთებენ განცხადებებს, მაგრამ საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევენ. ამ ყველაფერს ბუნებრივია პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხედავს, მას აქვს პარტიის მაჯისცემის აღქმის უნარი. ის არ ცდილობს პროცესების ფორსირებას, ცდილობს, საქმის ნელ-ნელა,…

მეტი...

არ მგონია ივანიშვილმა პატარ – პატარა მეტეორები შექმნას – გია აბაშიძე “დაიცავი საქართველოზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური სივრცე კვლავ პოლარიზებულია. არსებობს 2 გრავიტაციული ცენტრი – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ​როგორც გია აბაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელოვნურად ქმნის თავისივე ოპოზიციას. ვინც წავიდა მმართველი პარტიის რიგებიდან, ეს მათი გადაწყვეტილება იყო. “რა პოლიტიკურ ფაზლთან გვაქვს საქმე, არ ვიცით. არ მგონია, რომ ივანიშვილმა მისი პოლიტიკური სივრციდან წამოსული პატარ-პატარა მეტეორები შექმნას. არ მგონია, ამ მეთოდით მიდიოდეს, რომ ქმნიდეს ხელოვნურ წარმონაქმნებს, მის ფარულ მხარდამჭერებსა და სატელიტებს. წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო აქტუალური იქნება თემა, ვინ საით დადგება. “ქართული…

მეტი...

„ამ ქვეყანას ტერიტორიები სწორედ თქვენი მატრაკვეცობით დააკარგვინეთ“ – მინისტრი ყოფილ ხელისუფლებას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „პატრიოტთა ალიანსს“ სთხოვს, საპარლამენტო ტრიბუნიდან, რუსული ნარატივით არ ისაუბროს. მინისტრი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველომ ტერიტორიები, სწორედ მათი მატრაკვეცობით დაკარგა: „როცა ანდროპოვის ყურებთან გვაზეიმეთ წაგებული ომი, როცა ტერიტორიები დაკარგეთ დამატებით და როცა პოზიტიურად შეგვიფუთეთ და გვითხარით, რომ უჰ, რამდენი ტერიტორია დაგვიკარგავს, რა კარგია, ამით მაინც ხომ გაგვიცნო რუსეთმა-ო, სწორედ ეს არის მატრაკვეცობა. აი, ამ მთავარსარდლის და თქვენი ყველას მატრაკვეცობით დააკარგვინეთ ამ ქვეყანას ტერიტორიები. სტიკერების კედლებზე გაკვრით კი არ ხდება რუსეთთან ბრძოლა. რუსეთთან ბრძოლა ხდება კანონით, ჭკუით, თანმიმდევრულობითა და სერიოზულობით“ – განაცხადა თეა წულუკიანმა. …

მეტი...

„მე ვიცი ბიძინა ივანიშვილის ფასი… ის სტაბილურობის გარანტია“ – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პარლამენტშიო სიტყვით გამოცვლა ბიძინა ივანიშილის დამსახურებებსაც შეეხო, როგორც დღეს მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, ბიძინა ივანიშილი, ოპოზიციის მხრიდან, ასე მარტივად სახსენებელი არ არის. „ეს ბიძინა ივანიშვილი ასე მარტივად სახსენებელი არ არის. ბატონ ბიძინაზე მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ. ის სიკეთეები ვიცი, რაც მას უკეთებია, მეტი არაფერი არ ვიცი. მე ვიცი მისი ფასი. ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც დღეს არის გარანტი ქვეყანაში მშვიდობოიანობის, სტაბილურობის და იმის, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ. აი, ეს არის. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი…

მეტი...

“ოცნებაში” ახალ ადამიანებს ეძებენ, ე.ი პარტიას რესურსი არ გააჩნია – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ ახალი წევრების მოსაზიდად დაწყებულ მუშაობაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ როცა პარტია ახალი ადამიანების ძიებას ორგანიზაციის გარეთ იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიას რესურსი არ გააჩნია.  როგორც გია აბაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, პოლიტიკურმა პარტიამ თავად უნდა აღზარდოს კადრები, ამისთვის გამოიყენოს პარტიული რესურსი საქალაქო, რეგიონულ და ა.შ დონეზე, წამოსწიოს ნიჭიერი, შრომისუნარიანი ადამიანები და არა CV-ების მიხედვით ეძებოს ისინი საჯარო სექტორში.  “ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პარტიული დემოკრატია საქართველოში ჯერ კიდევ სუსტია. ეს ეხება როგორც მმართველ, ისე სხვა პარტიებსაც. როდესაც…

მეტი...

ჩვენი პოლიტიკის მიზანია, ავტომობილების მფლობელებს ალტერნატივად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შევთავაზოთ – მამუკა მუმლაძე

„ვითვალისწინებთ როგორც მგზავრის, ასევე ტაქსის ბიზნესში ჩართულ პირთა ინტერესებს, მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია და ვცდილობთ, ყველა პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ არსებული რეგულაციები ამ ადამიანებს ტვირთად არ დააწვეთ და ზედმეტი პრობლემა არ შეექმნათ“, – ამ სიტყვებით თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, გუშინ დედაქალაქის მერიის წინ გამართული ტაქსის მძღოლების აქციის მონაწილეებს ეხმიანება, რომლებიც დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ და ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მისი თქმით, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პოლიტიკა მგზავრის მომსახურების ხარისხზეა ორიენტირებული და არ ეფუძნება ტაქსის რაოდენობის შემცირებას, რისი სიმრავლეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განუვითარებლობამ გამოიწვია. რა რეგულაციებს ითვალისწინებს დედაქალაქის მერიის პოლიტიკა საზოგადოებრივი…

მეტი...

მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” მგზავრების გადაყვანა, გარკვეული დროით შეფერხდა

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა დღეს დილით შეფერხდა. მეტროსადგურ “სამგორში” მატარებელი დილის ​10 საათიდან, მგზავრების გადაყვანას ვერ ახერხებდა. ​​როგორც ადგილზე მატარებლის მძღოლმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მიზეზი მატარებლის კარების დაზიანება იყო. თვითმხილველები ყვებიან, რომ მეტროში ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც დაზიანებულ მატარებელს სხვა მატარებელი ჩააბეს და გადაიყვანეს. ადგილზე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. ახალი მატარებელი, რომელსაც მგზავრები უნდა გადაეყვანა, ხალხს ვერ იტევდა და ყოველ სადგურზე, რამდენიმე წუთით ჩერდებოდა.

მეტი...

პროფსასწავლებლის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მეორე დღესვე დასაქმდება – მამუკა ბახტაძე

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობისთვის კარგად არის ცნობილი, ეროვნულ ეკონომიკაში თითოეულ პროფესიაზე როგორია მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფსასწავლებლის კურსდამთავრებული ყველა ახალგაზრდა მეორე დღესვე უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით. ​როგორც მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” განაცხადა, პროფესიული სასწავლებლები განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და თანამედროვე პროფესიული სასწავლებელი ყველა რეგიონში გაიხსნება.  “პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული მყისიერად რომ დასაქმდება, ამის გარანტია არის ხარისხი და ის, რომ პროფილური სასწავლებლები კერძო სექტორის ჩართულობით დაარსდება. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვიცით, რა მოთხოვნა გვაქვს თითოეულ პროფესიაზე ეროვნულ ეკონომიკაში და რა მოთხოვნა გვექნება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა,…

მეტი...

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი ტყის საერთაშორისო, ასევე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ორგანიზაციის „მზის შვილები” ბენეფიციარები ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ. მათ ენდემური და წითელი ნუსხის სახეობის ხე-მცენარეთა ბაქანი, (ადგილი, სადაც დროებით განთავსებულია მცენარეები) მცენარეთა პლანტაციები, სათბური დაათვალიერეს და ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვებმა კონტეინერებში დათესეს ნეკერჩხალი, ძელქვა და იფანი. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მეტი...

აგვისტოს ომზე ჰააგაში, სასამართლო დავის ვადა საქართველოს 2021 წელს ეწურება

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ წელს გამოიტანს. როგორც მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, მას ჰააგის სასამართლოში მხოლოდ ერთი სტრატეგია გააჩნია. თუ ოპოზიციას სხვა, უკეთესი რეცეფტი აქვს, ითხოვს, მიაწოდონ და გაიზიარებს. ​“ჩვენ გვაქვს ერთი გამოსავალი, რომ 2011 წლის გადაწყვეტილება, სასამართლოს გადავასინჯინოთ ახალი გარემოებით. ამისთვის გვჭირდება ახალი გარემოება. ეს ახალი გარემოიება უნდა იყოს ის, რაც თქვენ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2011 წელს არ იცოდით, ან არ შეიძლება გცოდნოდათ, თუმცა, არ მგონია, რა იყო ისეთი საკითხი, რომელიც თქვენ არ შეიძლება გცოდნოდათ“ – აღნიშნა მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ომის საქმეზე…

მეტი...

„ქაღალდის პირადობის მოწმობებს უნდა დავემშვიდობოთ – პირადობა და პასპორტი უფასოდ გაიცემა“ – მინისტრი

საქართვლოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს 401 000 მოქალაქეს პირადობის მოწმობას და პასპორტს უფასოდ დაუმზადებს. აქცია 1 აპრილიდან დაიწყება. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, დღეს, საქართველოში ქაღალდის პირადობის მოწმობას 401 000 ადამიანი ფლობს, რაც მათთვისაც და ქვეყნისთვისაც პრობლემაა. „ერთხელ და სამუდამოდ, ქაღალდის პირადობის მოწმობებს უნდა დავემშვიდობოთ. დღეს არსებული მდგომარეობა შემდეგია: 401 000 ადამიანი ფლობს ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც ზედ აწერია უვადო. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის ჯგუფი, რომლებიც, იმიტომ, რომ ეს ძველებური დროის გადმონაშთი დოკუმენტი არის უვადო, არ ცვლის მას. შესაბამისად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ჩვენ მხოლოდ ამ მოქალაქეებისთვის,…

მეტი...

“რასაც რუსეთი თქვენ გიკეთებდათ, იმავეს გვიკეთებენ ჩვენც, ის ხომ არ იცვლება” – წულუკიანი ოპოზიციას

რუსეთ-საქართველოს ომი, ჰააგის სასამართლო, მტკიცებულებები და საქართველოს მხრიდან გაგზავნილი თუ არგაგზავნილი ნოტები იუსტიციის მინისტრსა და საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი საკამათო საკითხია. თეა წულუკიანი ოპოზიციას რუსეთში გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტას აჩვენებს, თუმცა, ამბობს, რომ მას შედეგი არ ჰქონია, რადგანაც რუსეთი შეუცვლელია. „აგერ არის ნოტა, არის თუ არა ეს ნოტა, არის თუ არა ეს ბილეთი ბატონო გიგა…?“ – მიმართა იუსტიციის მინისტრმა ტეა წულუკიანმა გიგა ბოკერიას და 2014 წელს, საქართველოს მხრიდან რუსეთში გაგზავნილი ნოტაც აჩვენა. „ეს ნოტა რუსეტში 2014 წლია 17 დეკემბერს გაიგზავნა. პოლიტიკური დემაგოგიაა, როცა ახცადებთ, რომ ნოტა არ გაგზავნილა. მაგრამ, აბა მიხვდით რა…

მეტი...

ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა – ასტანის ნაცვლად ნურსულთანი

ყაზახეთის პარლამენტმა, ქვეყნის დედაქალაქ ასტანისთვის სახელის შეცვლის იდეას მხარი დაუჭირა და მას, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საპატივსაცემლოდ ნურსულთანი დაერქვა.  გადაწყვეტილება პარლამენტმა ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე მიიღო. დედაქალაქისთვის ნურსულთან ნაზარბაევის სახელის მინიჭების იდეა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ეკუთვნის. გარდა ამისა, ის საჭიროდ მიიჩნევს, ნაზარბაევის სახელი ყაზახეთის რეგიონული ცენტრების ყველა მთავარ ქუჩას ეწოდოს. “ნაზარბაევი დარჩება ქვეყნის ერთადერთ მუდმივ ხელმძღვანელად, მის აზრს კი პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას’, – აცხადებს ​ტოკაევი. მისი აზრით, ქალაქში ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლიც უნდა დაიდგას.   კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას 2020 წლის, აპრილის არჩევნებამდე  შეასრულებს. ნაზარბაევმა პრეზიდენტის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე…

მეტი...

დედაენის ბაღთან მდინარე მტკვარს ჯებირებს მოხსნიან

თბილისის განვითარების ფონდმა ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან. პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლეა მტკვართან მიახლოების შესაძლებლობა. კერძოდ, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან იუსტიციის სახლამდე ჯებირები და მოაჯირები გაიხსნება და ადამიანები მტკვართან მისვლას შეძლებენ კიბით,…

მეტი...