ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა – ასტანის ნაცვლად ნურსულთანი

  •  

ყაზახეთის პარლამენტმა, ქვეყნის დედაქალაქ ასტანისთვის სახელის შეცვლის იდეას მხარი დაუჭირა და მას, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საპატივსაცემლოდ ნურსულთანი დაერქვა. 

გადაწყვეტილება პარლამენტმა ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე მიიღო.

დედაქალაქისთვის ნურსულთან ნაზარბაევის სახელის მინიჭების იდეა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ეკუთვნის. გარდა ამისა, ის საჭიროდ მიიჩნევს, ნაზარბაევის სახელი ყაზახეთის რეგიონული ცენტრების ყველა მთავარ ქუჩას ეწოდოს.

“ნაზარბაევი დარჩება ქვეყნის ერთადერთ მუდმივ ხელმძღვანელად, მის აზრს კი პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას’, – აცხადებს ​ტოკაევი.

მისი აზრით, ქალაქში ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლიც უნდა დაიდგას.  

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას 2020 წლის, აპრილის არჩევნებამდე  შეასრულებს. ნაზარბაევმა პრეზიდენტის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მსგავსი თემები