აგვისტოს ომზე პრეზიდენტმა თქვა ის, რაც წერია ტალიავინის დასკვნაში – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მას ახალი არაფერი უთქვამს, რაც არ წერია ევროკავშირის მიერ შესწავლილი “ჰაიდი ტალიავინის კომისიის” დასკვნაში.

გია აბაშიძე პრეზიდენტის პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევს, ხელახლა გაეცნონ ტალიავინის დასკვნას.

” ვისაც არ მომწონს ზურაბიშვილის განცხადებები, ხელახლა გაეცნონ ტალიავინის დასკვნას და ის ფრაზები ამოიღონ, რაც წერია ტალიავინის დასკვნაში. თუ არ ეთანხმებოდნენ, თავის დროზე ტალიავინის დასკვნა გაეკრიტიკებინა. ამაზე წინასაარჩევნოდ მიდიოდა საუბარი, ახლა ხელახლა წამოიწია თემამ, ხელახლა დაიწყო ამაზე საუბარი. ევროკავშირის მაღალი რეპუტაციის მქონე კომისიამ ქრონოლოგიურად გამოიძია ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ტალიავინის დასკვნას ეჭვქვეშ თუ აყენებენ, მაშინ თავს, როგორ უწოდებენ პროდასავლურებს. მაშინ მათ პრობლემები ჰქონიათ თავად ევროკავშირის დოკუმენტებთან”, – განაცხადა გია აბაშიძემ “მთავარში”. 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა და მას ამის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. 

როგორც ევროკავშირის დაფინანსებული მისიის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, “ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7-8 აგვისტოს ღამით, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს.

თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ომის დაწყების საკითხის განხილვისას ”ფოკუსირება მხოლოდ 7-8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის წინააღმდეგ საარტილერიო შეტევაზე” არ უნდა მოხდეს. შეფასება ასევე უნდა მოიცავდეს ომამდე წლების უკან არსებულ პერიოდს და იმ მზარდ დაძაბულობას, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებას წინ უძღოდა.

მსგავსი თემები