“საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მზად ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი კონსტიტუციაშიც ავსახოთ “- ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვისა და გაძლიერების „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში – მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებით და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონსტიტუციაშიც ავსახოთ! თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, რომელიმე რელიგიურ კონფესიას რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეექმნას; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს, სახელმწიფო კი თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად…

მეტი...

“ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე”- ივანიშვილი

“ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე: საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს ეს პოლიტიკური სარკომა საკუთარი სხეულიდან, თუ გვინდა, რომ მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე აღარ გავაგრძელოთ სიარული” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი“.   “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა…

მეტი...

“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით”- ბიძინა ივანიშვილი

„მამული, ენა, სარწმუნოება – სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? წერდა ჩვენი ერის მამა, ამ კუთხის შვილი, ილია ჭავჭავაძე. კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის ბრძოლას და მათ კეთილდღეობას  მიუძღვნა“- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, თელავში სიტყვით გამოსვლისას. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა და რწმენის წინააღმდეგ იბრძოდა. „პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩვენი სამშობლო და ხალხი მსგავსი  გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა დამოუკიდებლობის პირობებშიც, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს, ამ ქვეყნის შვილებისა და…

მეტი...

პაკისტანში რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა-დაღუპულია 6 ადამიანი

პაკისტანში რუსული ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა, რომელშიც 14 ადამიანი იმყოფებოდა. 6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამი პილოტი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. ვერტმფრენი პაკისტანის ნავთობ კომპანია MARI PETROLIUM LIMITED-ს ეკუთვნის. ის სწორედ ნავთობის საბადოს მახლობლად ჩამოვარდა.

მეტი...

“პრემიერის მიღება აშშ-ს პრეზიდენტთან რადიკალური ოპოზიციის წასახალისებლად გაუქმდა”- კალაძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე, კახა კალაძემ, თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე „რადიკალური ოპოზიციის“ წასახალისებლად გაუქმდა. „ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახანს ვიხილეთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია. თუმცა, დღევანდელ ამ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და რადიკალურ ოპოზიციას არაფერი და ვერაფერი უშველის. რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. ამ პროვოკაციას, ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა, რადგან ისტორია ყოველთვის…

მეტი...

„ლიბანელ ხალხს მივმართავ: ჩვენ თქვენთან ომი არ გვაქვს“- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

“ლიბანელ ხალხს მივმართავ, ჩვენ თქვენთან ომი არ გვაქვს, ცვლილებების დროა” – ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის დადასტურების შემდეგ გააკეთა. „ჩვენს მტრებს: ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენს პარტნიორებს ვეტყვი: ჩვენი ომი, თქვენი ომია და ლიბანელ ხალხს მივმართავ: ჩვენ თქვენთან ომი არ გვაქვს. ცვლილებების დროა“ – განაცხადა იოავ გალანტმა. მან აღნიშნა, რომ ჰასან ნასრალა ათასობით ისრაელის მოქალაქისა და ჯარისკაცის, ასევე, უცხო ქვეყნების მოქალაქეების სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

მეტი...

“ძლიერები ვართ გონებრივად და ფიზიკურად”- როგორ გააცნო ქოჩორაშვილმა ესპანურ პრესას “ქართლის დედა”

საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონტსა და საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა. „პირველი და მთავარი, რაც ამ ტურნირმა მომცა, თავდაჯერებულობაა. ასევე, დაგვანახა, რომ სწორ გზაზე ვართ. ეს შედეგი გამომდინარეობს იქიდან, რომ ცხოვრებაში სწორად აკეთებ ყველაფერს. შეიძლება დღეს ცუდ სიტუაციაში იყო, მაგრამ თუ თვლი, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ, ადრე თუ გვიან, შედეგი მოვა. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველას ოცნებაა და იქამდე მისვლა ადვილი არავისთვის არ არის“- ამბობს ქოჩორაშვილი. მისი თქმით, საქართველოს ნაკრები კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. „დიახ, პირველი იყო და იმედია, არა ბოლო. დარწმუნებული…

მეტი...

“ეს არის ჩემი შრომის დაფასება”- გიორგი ლორიას ჯილდო გადასცეს

კვიპროსის ჩემპიონატში დასრულდა მეოთხე ტურის მატჩები. არადიპოუს „ომონიას“ ქართველ მეკარე გიორგი ლორიას ფეხბურთელების პროფესიულმა კავშირმა ახლა გადასცა ჯილდო პირველი ტურის საუკეთესო მოგერიებისთვის. „დიდი მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ვამაყობ ამ ჯილდოთი. ეს არის ჩემი შრომის დაფასება. კვიპროსში დაბრუნდი და თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. მომენატრა აქაური ატმოსფერო, გულშემატკივრების ემოციები და სულისკვეთება. „ომონია“ ძალიან პერსპექტიული გუნდია და კარგ ფორმაშია. პირადად მე თავს თავდაჯერებულად ვგრძნობ და მზად ვარ, გუნდისთვის ყველაფერი გავიღო. საწყისი თამაშები დამაიმედებელი იყო და ყველა ჩვენგანი მაღალი მიზნების მიღწევაზე ვართ ორიენტირებული. …რაც შეეხება საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას, ეს დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ასეთ დიდ ტურნირზე…

მეტი...

საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის ყველა ბილეტი გაყიდულია. მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. უეფას ერთა ლიგის ბ1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან.

მეტი...

„ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო”-საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

მამაკაცი, რომელიც წუხელ საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის გი­ორ­გი სა­ყუ­რაშ­ვი­ლია. ის გლ­დან­ში ცხოვ­რობ­და. ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ის უკონ­ფლიქ­ტო და ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო. „ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, ერთ-ერთ ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავ­და, მისი ბი­ნი­დან სულ მუ­სი­კის ხმა გა­მო­დი­ო­და. კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი, გა­მარ­ჯო­ბას ვერ და­ას­წრებ­დი, უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნი იყო” – ჰყვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი. კონ­ფლიქ­ტი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შო­რის და­ი­წყო და დაჭ­რით დას­რულ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდას ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

მეტი...

ისრაელმა ლიბანში 140 ობიექტს დაარტყა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 140 ობიექტს დაარტყეს. ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავების სამიზნე ბეირუთში მდებარე „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები და ინფრასტრუქტურა იყო. ქვეყნის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა ათობით სარაკეტო გამშვებს დაარტყეს, რომლებიც ისრაელისკენ იყო მიმართული. შეგახსენებთ, გუშინ, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბა, რის შედეგადაც, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა. ჰასან ნასრალას სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.  

მეტი...

მასობრივი სროლა სამხრეთ აფრიკაში- დაღუპულია 17 ადამიანი

სამხრეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ კეიპის ქალაქ ლუსიკისიკში, მასობრივი სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმა 2 სხვადასხვა სახლში მოხდა. პირველ სახლში 12 ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორეში კი 3 ქალი და ერთი მამაკაცი. სროლის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა, რომელიც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. შემთხვევის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა.

მეტი...

საქართველოს ნაკრებთან უკრაინას სამი ლიდერი დააკლდება

უკრაინის ნაკრებს საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგაზე ლიდერების ნაწილი ვერ დაეხმარება. ამის შესახებ,  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ოლექსანდრ ზინჩენკო, რომელიც ტრავმირებულია. საეჭვოა, რომ „არსენალის“ მარცხენა მცველი საქართველოსთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს. სერჰი რებროვის გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება რუსლან მალინოვსკის არყოფნაც – „ჯენოას“ შემტევი ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონატში „ვენეციასთან“ მატჩში მძიმე დაშავდა. ის კი უკრაინელების ყველაზე შემოქედებითი ნახევარმცველია. უკრაინელთა პრობლემები ამით არ ამოიწურება. იუწყებიან, რომ ნაკრებს, დიდი ალბათობით, კიევის „დინამოს“ 34 წლის ფლანგის გამოცდილი შემტევი, ანდრეი იარმოლენკოც ვერ დაეხმარება. რებროვი დებიუტანტების, ოლექსანდრ ნაზარენკოს, ოლექსეი გუცულიაკს (ორივე – „პოლესია“) და…

მეტი...

რუსების მიერ სუმის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსების მიერ სუმის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „11 ადამიანი დაშავდა, საავადმყოფოდან 113 პაციენტია ევაკუირებული. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მსოფლიოში ყველამ, ვინც ამ ომზე ლაპარაკობს, ყურადღება იმას უნდა მიაქციოს თუ რას იღებს მიზანში რუსეთი. ისინი საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებსა და ადამიანების სიცოცხლეს ებრძვიან. მხოლოდ ძალას შეუძლია რუსეთს მშვიდობა აიძულოს“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსებმა სუმში სამედიცინო დაწესებულებას დღეს დილით ორჯერ დაარტყეს.  

მეტი...

გიორგი ურუშაძემ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიგო

გიორგი ურუშაძე ხმლით ფარიკაობაში კადეტებს შორის “ევროპის თასის” გამარჯვებულია. საერთაშორისო ტურნირი თბილისში მიმდინარეობს. შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 17 წლის მოფარიკავეები ასპარეზობენ. ვაჟთა კატეგორიაში მედლის მოპოვებას 8 ქართველი სპორტსმენი ეცდება, ქალთა შორის კი 10. შეჯიბრის პირველ დღეს ხმლით მოფარიკავე ვაჟებმა იასპარეზეს. დღესვე, გოგონებს შორის გუნდური ასპარეზობები გაიმართება. ტურნირი ხვალ დასრულდება.  

მეტი...

„ჰეზბოლა“ მათი ლიდერის სიკვდილს ადასტურებს

„ჰეზბოლა“ ჰასან ნასრალას სიკვდილს ადასტურებს. დაჯგუფება აცხადებს, რომ ჰასან ნასრალა გუშინ, ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. „ჰესბოლა“პირობას დებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლასა და ლიბანის დაცვას გააგრძელებს. ცნობისთვის, მანამდე, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა.  

მეტი...

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე საქართველოში უფასო ვაქცინაციის კამპანიით აღინიშნა

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. სააგენტოს ვეტერინარები პატრონიან და მიკედლებულ შინაურ ცხოველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ცრიან. მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ უკვე ვაქცინირებულია 200 000-ზე მეტი ცოფის ამთვისებელი ცხოველი; წლის ბოლომდე 300 000 მანიპულაციის ჩატარება იგეგმება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. მიმდინარე წელს ცხოველებში ცოფის 22 შემთხვევაა დადასტურებული. 2015 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები  80%-მდეა შემცირებული.ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის…

მეტი...

“ჰეზბოლას” ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

ისრაელის მედიის ინფორმაციით, “ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ხამენეის ირანის ტერიტორია არ დაუტოვებია და იმ ადგილას, სადაც გადაიყვანეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.  

მეტი...

დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალას გარეუბანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავებულია 11. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება. დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოხდა საწვავის სატვირთო მანქანასთან  მუშაობის დროს. დაღესტანში 28 სექტემბერი გლოვის დღედ გამცხადდა.  

მეტი...

თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება

GWP-ის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. მთაწმინდა, შხეფის ქ. N 3 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/28/2024 12:30 დან 9/28/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შხეფის, ს. მესხის, ოქროყანის ქუჩას და ამაღლების ჩიხს. სამგორი, წმინდა ბარბარეს უბანი N 125 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/28/2024 12:15 დან 9/28/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წმინდა ბარბარეს უბანს N101-140 (კენტიც და ლუწიც) წყალი შეგიწყდათ ავარიულად მამისაშვილის ქ. 2 შეს. N 19 თან ქსელზე დაზიანების გამო. წყალმომარაგება აღდგება 09/28 22:00-საათამდე. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: მამისაშვილის ქუჩას (სრულად). გლდანი, ავჭალა 2, ბორის პაიჭაძის ქ. 1…

მეტი...

ვალდებულია თუ არა ონლაინ მოვაჭრე, გასაყიდი პროდუქტის ფასი საჯაროდ დაწეროს?!

ხშირია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ონლაინ ვაჭრობა არის მომხმარებლისთვის დროის დაზოგვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს მომხმარებელმა შესაძლოა იგრძნოს გარკვეული დისკომფორტი ფასის გაგების მიმართულებით. გარდა ამისა ხშირად წარუმატებელი შესყიდვების მსხვერპლებიც ხდებიან. მაგალითად, შესაძლოა შეკვეთილმა ნივთმა დააგვიანოს, ან ისეთი არ იყოს, როგორიც სურათზე იყო ნაჩვენები. აღნიშნული პრობლემების შესახებ, კომუნიკაციების კომისიამ უკვე შეიმუშავა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი. კერძოდ: “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია – გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ ითვლება ნებისმიერი, რომელიც…

მეტი...

200-ზე მეტი ქალი ამბობს, რომ ეგვიპტელი მაგნატის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

200-ზე მეტი ქალი ამბობს, რომ ისინი იყვნენ მილიარდერ მუჰამედ ალ-ფაიედის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები. ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს. სექსუალუ შევიწროებაზე მას შემდეგ ილარაკეს, რაც გასულ კვირაში, ეგვიპტელი მილიარდერის, ლონდონში უნივერმაღ Harrods-ისა და პარიზში, სასტუმრო Ritz-ის მფლობელის შესახებ ფილმი გამოვიდა. ფილმში „ალ-ფაიედი: მტაცებელი Harrods-იდან“, ხუთი ქალი ყვება, რომ ალ-ფაიედმა ისინი გააუპატიურა. ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატი გეგმავს, რომ უახლოეს პერიოდში მიმართოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ახლა პოლიცია იძიებს, ჰყავდა თუ არა ალ-ფაიედს თანამზრახველები. ეგვიპტელი მაგნატის შვილი, 37 წლის ომარ ფაიედი ამბობს, რომ შეძრწუნებულია „ბრალდების მასშტაბითა და ხასიათით“, რომელმაც „კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი სათუთი…

მეტი...

ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. „საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა ან პროცედურა, რომელიც დაარღვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას. დაასახელონ არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნევენ ცესკოს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად. საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში განუმარტა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების…

მეტი...

გორის მერმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერის თანამდებობა დატოვა. უფლებამოსილება მან პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არის  თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნებიდან” გორის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.    

მეტი...

“რატომ არ ვართ წარმატებულები?!”- ჩეხეთში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან მარცხი განიხილეს

საქართველოში 1:4 დამარცხებულმა ჩეხეთის ნაკრებმა პრაღაში ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინას 3:2 მოუგო. ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელებმა პაველ ვრბამ (2014–2016) და კარელ იაროლიმმა (2016—2018) მათი მემკვიდრის, ივან ჰაშეკის საქმიანობა შეაფასეს და თანხმდებიან, რომ ჩეხური ფეხბურთის პრობლემები უფრო ღრმაა და ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება. „სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვყავს ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც ახლო წარსულში ტოპ კლუბებში თამაშობდნენ – პობორჟსკი, როსიცკი, ბაროშსი, კოლერი, ნედვედი და სხვები. ისინი იყვნენ ლიდერები და პიროვნებები და დიდ ევროპულ კლუბებში თამაშობდნენ. ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ხელში დიდი პლუსია, როდესაც ფეხბურთელები ტოპ კლუბებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შემდეგ მათ ეს ატმოსფერო…

მეტი...

„ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება“- ისრაელის თავდაცვა

„ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება“ – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა. „ჩვენს არსენალში არსებული ინსტრუმენტები ამით არ მთავრდება. გზავნილი მარტივია: ყველას, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება, ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ“ – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბის დაბომბვის შედეგად დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა.

მეტი...

ანტალიაში ტურისტებით სავსე ავტობუსს სატვირთო შეეჯახა-არიან დაშავებულები

ტურისტებით სავსე ავტობუსი, თურქეთის ქალაქ ანტალიაში ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 6 ბრიტანელი ტურისტი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მიკროავტობუსი ბენზინგასამართი სადგურიდან გამოდიოდა, როდესაც სატვირთო ავტომობილს უკნიდან შეეჯახა. როგორც ირკვევა, ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც, სასწრაფო დახმარების ავტომობილებით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

„ჩინეთის ზრდა – შესაძლებლობა დანარჩენი მსოფლიოსთვის“ – იტალიელი მაღალჩინოსანი

„ჩინეთი იყო უნიკალური მაგალითი კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების ისტორიაში. ის მართლაც ყველაზე წარმატებული იყო, როდესაც 800 მილიონი ადამიანი გამოიყვანა უკიდურესი სიღარიბიდან. ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩქაროსნული რკინიგზა, ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტის უახლეს წინსვლამდე, 5G, ნახევარგამტარები და სხვა“ – აცხადებს მიქელე გერაჩი, იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილე CGTN-თან. გერაჩი ჩინეთის წარმატების გასაღებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს გასაღები საბაზრო-სახელმწიფო ბალანსშია. „ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი წარმატება მდგომარეობს მის საბაზრო-სახელმწიფო ბალანსში. ჩინეთი ძალიან კარგად ახერხებს საბაზრო ძალების განვითარების საშუალებას, როდესაც ეს ხელს უწყობს ზრდას. მაგრამ შემდეგ, როდესაც კრიზისის პრობლემებია, ჩინეთის სახელმწიფო ჩარევა ძლიერდება და,…

მეტი...

კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა სამეულშია

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2024-2025 წლების სეზონში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა სამეულშია. მოთამაშეთა შეფასებები ანალიტრიკურმა ინტერნეტ-სააგენტო Transfermarkt-მა განაახლა. სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ტოპ-10 (2024-2025 წლების სეზონში) ლაუტარო მარტინესი, ინტერი – 110 მილიონი ევრო რაფაელ ლეაო, მილანი – 90 მილიონი ევრო ხვიჩა კვარაცხელია, ნეაპოლი – 80 მილიონი ევრო ნიკოლო ბარელა, ინტერი – 80 მილიონი ევრო ალესანდრო ბასტონი, ინტერი – 70 მილიონი ევრო დუგლას ლუისი, იუვენტუსი – 70 მილიონი ევრო მარკუს ტურამი, ინტერი – 65 მილიონი ევრო დუშან ვლახოვიჩი, იუვენტუსი – 65 მილიონი ევრო ტეო ერნანდესი, მილანი – 60 მილიონი ევრო…

მეტი...

„ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორიზმისგან“- ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ლიბანში ისრაელის მიზანი ლეგიტიმურია. ბლინკენი ამბობს, რომ ისრაელი საკმარისად უსაფრთხო გარემოს ქმნის იმისთვის, რომ ხალხმა სახლში დაბრუნება შეძლოს. „ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორიზმისგან“-  განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ აკეთებ ამას. ბლინკენი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიაა. „არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება“- ჯოზეფ ბორელი

მეტი...

სერხიო რამოსმა ილია თოფურიასთან ერთად ივარჯიშა

ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა ილია თოფურიასთან ერთად ივარჯიშა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ყოველთვის ერთად ვარჯიშობენ. ერთობლივი ვარჯოიშის ფოტოები სერხიო რამოსმა გაავრცელა. ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია.

მეტი...

„არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება“- ჯოზეფ ბორელი

„არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება“ – განაცხადა  საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა. ეს განცხადება მან, ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული იერიშის შემდეგ გააკეთა. „ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე“ – განაცხადა ბორელმა. ბორელი ამბობს, რომ  ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე „ჰეზბოლა“ არ განადგურდება. „და თუ განადგურების ინტერპრეტაცია იგივეა, რაც „ჰამასის“ შემთხვევაში, მაშინ ჩვენ წინ დიდი ომი გვაქვს”, – ამბობს ევროკომისარი. ლიბანზე თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანაყოფის მეთაური მოკლეს

მეტი...

ლიბანზე თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანაყოფის მეთაური მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანზე თავდასხმის შედეგად, გუშინ „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანაყოფის მეთაური მოჰამედ ალი ისმაილი და მისი მოადგილე ჰუსეინ აჰმად ისმაილი მოკლეს. მათივე ცნობით,  მოჰამედ ალი ისმაილი ისრაელზე განხორციელებული არაერთი თავდასხმის უკან იდგა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, გუშინდელი იერიშის სამიზნე „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა იყო.

მეტი...

დასავლეთ საქართველოში, დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

28 სექტემბერს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, განასაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +28, +33°; მთაში დღისით +24, +29°; მაღალმთაში დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°; მთაში დღისით +20, +25°; მაღალმთაში დღისით  +10, +15°, ზოგან  +25°-მდე.  

მეტი...

რუსებმა სუმის ოლქში საავადმყოფოს ორჯერ დაარტყეს-არის მსხვერპლი

რუსებმა სუმის ოლქში საავადმყოფოს ორჯერ დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს. იგორ კლიმენკოს ცნობით, რუსული ძალების მიერ სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული პირველი დარტყმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და საავადმყოფოს რამდენიმე სართული ჩაინგრა, რის შემდეგაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მაშველები და პოლიციელები მივიდნენ. ევაკუაციის დროს კი რუსულმა ძალებმა კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს. ამ დროისთვის ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ ვრცელდება, მათ შორის ერთი პოლიციელია.

მეტი...

ახალგაზრდა, რომელიც წუხელ თბილისში დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა

25 წლის მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჭრილობა მაყენეს, კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული. დაპირისპირება საბურთალოს ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას რამდენიმე საათში გული გაუჩერდა.

მეტი...