“საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მზად ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი კონსტიტუციაშიც ავსახოთ “- ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვისა და გაძლიერების

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში – მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებით და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონსტიტუციაშიც ავსახოთ!

თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, რომელიმე რელიგიურ კონფესიას რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეექმნას; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს, სახელმწიფო კი თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა. საქართველოში მოქმედი კონფესიების დაცვისა და თავისუფლების გარანტი, როგორც დღემდე, შემდგომშიც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება!“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თელავში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

“ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე”- ივანიშვილი

მსგავსი თემები