„ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება“- ისრაელის თავდაცვა

„ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება“ – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

„ჩვენს არსენალში არსებული ინსტრუმენტები ამით არ მთავრდება. გზავნილი მარტივია: ყველას, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება, ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ“ – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბის დაბომბვის შედეგად დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა.

მსგავსი თემები