გიგანტური გოგრა სამეგრელოში (video)

სამეგრელოში ყველაზე დიდი გოგრა ადგილობრივმა ფერმერმა მოიყვანა. მისი წონა დაახლოებით 500 კილომდე არის. გიგანტური გოგრის დაჭრა ერთ კვირაში იგეგმება. კვახთან გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს მოქალქეები  სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მეტი...

“ოჯახის ინსტიტუტზე თავდასხმა”- ერდოღანმა პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გააკრიტკია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია და მას სირცხვილი უწოდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ცერემონიაზე ნაჩვენებმა სცენებმა გამოავლინა „დეგენდერიზაციის“ საფრთხის მასშტაბი. „საზოგადოების ფუნდმენტურ საყრდენზე – ოჯახის ინსტიტუტზე თავდასხმა სულ უფრო ინტენსიური ხდება. 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე დადგმულმა სირცხვილმა გამოავლინა საფრთხის მასშტაბები, რომლის წინაშე კაცობრიობა დგას. სპორტული ღონისძიება, რომელსაც უდანაშაულო ბავშვები და ყველა ასაკისა და რწმენის ასობით მილიონობით ადამიანი უყურებდა, გამოყენებული იყო ყველაზე მახინჯი გზით დეგენდერიზაციის პროპაგანდისთვის. ამ უზნეო სცენებმა ღრმა ჭრილობა მიაყენა არა მხოლოდ კათოლიკურ და ქრისტიანულ მსოფლიოს, არამედ ასევე…

მეტი...

“სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის”- ბრიტანული ტელეარხი

სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის. ამის შესახებ გამოძიებას ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს. ტელეარხის ცობით, მათ საქართველოში ბრიტანული და ევროკავშირის სანქციებით აკრძალული მანქანების რუსეთში საქართველოს გავლით შეყვანის „რთული, მაგრამ დახვეწილი სქემა“ აღმოაჩინეს. გამოძიების თანახმად, ადამიანების ერთ ჯგუფს მანქანების თბილისის შოურუმებიდან, ფოთის ან ბათუმის პორტებიდან რუსეთის საზღვრამდე, კერძოდ, ლარსის გამშვებ პუნქტთან მიყვანა ევალება. „მანქანების სასაზღვრო პუნქტთან მიყვანის შემდეგ, მათ იქ რამდენიმე დღით ტოვებენ, ვიდრე შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება. დოკუმენტაციას თავისი პრობლემები აქვს: ევროპული ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველომ რუსეთში მანქანების გაგზავნაზე საკუთარი აკრძალვებიც შემოიღო, თუმცა, მანქანების საზღვარზე გადასაყვანად რამდენიმე…

მეტი...

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა-არიან დაშავებულები

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,შარტავას გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. დაშავებული ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

“სტალინი ცუდი კაცი იყო, არ გვიყვარს”- მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველ ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს Fight Back-ის პოდკასტში სტალინის შესახებ კითხვა დაუსვეს. როგორც დვალიშვილმა აღნიშნა, სტალინი ცუდი კაცი იყო. “სტალინი ცუდი კაცი იყო, არ გვიყვარს. ის ქართველი არ მგონია, დაიბადა საქართველოში და ძალიან პატარა იყო, როცა წავიდა. მან გაანადგურა საქართველო, ხალხს კლავდა, ის საშინელი ადამიანი იყო. ვერ ვიტანთ, რადგან დიქტატორი იყო” – თქვა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Fight Back-ის პოდკასტში სტალინზე დასმული შეკითხვის პასუხად.  

მეტი...

“ისრაელი განაგრძობს „ჰეზბოლაზე“ დარტყმას”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი განაგრძობს „ჰეზბოლაზე“ დარტყმას.  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ბაზაზე განაცხადა. ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ომი მიმართულია არა ლიბანელი ხალხის, არამედ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. „ნასრალას უფსკრულის პირთან მიჰყავხართ. გუშინ გითხარით, რომ სახლები დააცარიელეთ, სადაც მან რაკეტა ჩადო მისაღებში და ავტოფარეხში. ვისაც რაკეტა აქვს მისაღებში და თავის ავტოფარეხში, სახლი არ ექნება. გათავისუფლდით ნასრალას ხელიდან, თქვენ სასიკეთოდ“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.  

მეტი...

გურამ კაშიამ სლოვაკეთის თასზე გაიტანა და „სლოვანს“ მოგებაში დაეხმარა

გურამ კაშიამ სლოვაკეთის თასზე გაიტანა და ბრატისლავას „სლოვანს“ „ბელუშასთან“ მოგებაში დაეხმარა – 6:1. ვლადიმირ ვაისის გუნდმა თასის 1/32-ფინალური შეხვედრა მესამე ლიგის გუნდთან გასვლაზე გამართა და დიდი უპირატესობით მოიგო. თუმცა, ჩემპოიონთა ლიგის მონაწილეებმა შესვენებამდე მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. მეორე ნახევარში კი „სლოვანის“ დიდი უპირატესობა სწრაფად გამოიკვეთა. ბრატისლაველებმა 10-წუთში სამი გოლი გაიტანეს, საბოლოოდ კი მეტოქეს დიდი ანგარიშით სძლიეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გოლი „ბელუშას“ კარში 72-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 5:1 გახადა. ბრატისლავას „სლოვანი“ შემდეგ შეხვედრას სლოვაკეთის ჩემპიონატში „მიხალოვცესთან“ 27 სექტემბერს გასვლაზე გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1 ოქტომბერს ბრატისლავაში „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს.…

მეტი...

“ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს”- ერდოღანი

“ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ  ისრაელის დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის აუცილებელია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მექანიზმის შემუშავება. „ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზა გახდა ბავშვებისა და ქალების მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო. 17 000-ზე მეტი ბავშვი იყო ისრაელის ტყვიებისა და ბომბების სამიზნე. საერთაშორისო პრესის ორგანიზაციებო, ის ჟურნალისტები, რომლებიც ისრაელმა დახოცა და მათი ოფისები დაარბია, თქვენი კოლეგები არ არიან? გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო, რას ელოდებით, რომ თავიდან აიცილოთ ღაზის…

მეტი...

დაღუპულია სამი და დაშავებულია 31 ადამიანი-რუსეთმა ხარკოვი დაბომბა

რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბა, დაღუპულია სამი და დაშავებულია 31 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი წერს ტელეგრამ-არხში, დარტყმები ქალაქის ოთხ ადმინისტრაციულ რაიონზე განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა დარტყმები საცხოვრებელ სახლებზე მართვადი საავიაციო ბომბებით განახორციელეს.

მეტი...

“პუტინის მთავარი მიზანი ჩავარდა, უკრაინა ისევ თავისუფალი”- ბაიდენი

“პუტინის მთავარი მიზანი ჩავარდა, უკრაინა ისევ თავისუფალი და ნატო უფრო დიდი და ძლიერია”– ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჯო ბაიდენმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრა. „კარგი ამბავი არის ის, რომ ჩავარდა პუტინის ომი, ისევე როგორც მისი მთავარი მიზანი. ის გეგმავდა უკრაინის განადგურებას, თუმცა უკრაინა ისევ თავისუფალია. ის გეგმავდა ნატო-ს შესუსტებას, თუმცა ნატო არის უფრო დიდი, უფრო ძლიერი და უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე, ორი ახალი წევრით – ფინეთითა და შვედეთით. ჩვენ ვერ დავიხევთ უკან. მსოფლიოს ახლა გასაკეთებელი აქვს სხვა არჩევანი…

მეტი...

“უკრაინის მხარდაჭერას არ შევასუსტებთ”-ჯო ბაიდენი

“უკრაინის მხარდაჭერას არ შევასუსტებთ, ვიდრე უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა თავის მთავარ მიზანში. ის უკრაინის განადგურებას გეგმავდა, მაგრამ უკრაინა ჯერაც თავისუფალია. მას ნატოს შესუსტება სურდა, მაგრამ ნატო უფრო დიდია, უფრო ძლიერია, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე აქამდე” – განაცხადა ბაიდენმა.    

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. “ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას’’ -აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

“რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა”- კობახიძე

“არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშთან დაკავშირებით, დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავის დროზე ცალკეული NGO-ები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. „ეს ალბათ არავისთვის არ არის გასაკვირი, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. თავის დროზე, როცა განიხილებოდა ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, მაშინაც ეს ადამიანები, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის შესაბამისი NGO-ები…

მეტი...

“გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”- ირაკლი კობახიძე

“გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც  განწირულია წარუმატებლობისთვის, ვერ ისწავლეს, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯების მიზანია, ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. “გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები…

მეტი...

,,მთავრობის დაკომპლექტება პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით მოხდება” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა, რასაც „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს, არის არჩევნების მოგება და ყველა რუსული კანონის გაუქმება. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ხაზარაძე ამბობს, რომ მთავრობის დაკომპლექტება პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით მოხდება. „მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ. იცით, რომ ჩვენ ქარტიას შევუერთდით, როგორც კი იგი ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. ქარტიაში მთავარი არის ის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად რუსული ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრება. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. შესაბამისად, ყველა იმ კანონების, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინსპირაციას, სასწრაფოდ გამოწვევა პარლამენტიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,ომისთვის უნდა მოვემზადოთ” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანა ომისთვის უნდა მოემზადოს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ღმერთმა ქნას, რომ ეს ომი არ მოხდეს. რაც არ უნდა დაძაბული ვითარება იყოს ბელარუსის გარშემო, ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ჩვენს წინააღმდეგ ომის გაჩაღების ტენდენციას“, – თქვა ლუკაშენკომ. ამის ფონზე ბელარუსის ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯარის რეფორმირება უკრაინაში ომითა და უკანასკნელ წლებში მომხდარი სამხედრო კონფლიქტებით არის ნაკარნახევი.

მეტი...

,,რომ შევხედოთ დღევანდელ ოპოზიციას, ამ ხალხს რა უნარი აქვს, რომ ქვეყანა მართოს?” – შალვა პაპუაშვილი

,,რომ შევხედოთ დღევანდელ ოპოზიციას, ამ ხალხს რა უნარი აქვს, რომ ქვეყანა მართოს? ხალხს, რომელსაც არანაირი გეგმა არ აქვს, არანაირი ხედვა არ აქვს”, – განაცხადა „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია რაიმე გზით მოვიდეს ხელისუფლებაში და შემდეგ ქვეყანა ლანგრით მიართვას უცხოელ პატრონებს. „ამ პროცესებმა ერთი რამე აჩვენა ქართველ ხალხს. თუ გვერდზე გადავდებთ დიდ პოლიტიკურ თემებს, კერძოდ, იმ გამოწვევებს რაც ოპოზიციის სახით საქართველოს აქვს, ის თუ ვისი ინსტრუქციებით მოქმედებენ, ის რომ სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ და არა…

მეტი...

6 წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელსაც შშმ პირი ორი თვის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი

შიდა ქართლში 6 წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელსაც შშმ პირი ორი თვის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა qartli.ge ავრცელებს. პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, მსჯავრდებული, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან აღარ სურდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოვლა, რადგან მიაჩნდა, რომ იგი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს, გერს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, თავის მოვლა და კვება, თავისუფლება აღუკვეთა და არაადამიანურად ეპყრობოდა. ,,2022 წლის მარტიდან 5 მაისამდე პერიოდში ჩაკეტილი ჰყავდა სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, არ ჰქონდა სათანადო…

მეტი...

„ისრაელის არმია გაფრთხილებთ, მოერიდეთ საფრთხეს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის მოსახლეობას მიმართავს

„ისრაელის არმია გაფრთხილებთ, მოერიდეთ საფრთხეს. მოგიწოდებთ, ამას სერიოზულად მიუდექით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ,,ლიბანის მოსახლეობისთვის გზავნილი მაქვს. ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ისრაელი ,,ჰეზბოლასთან” ომობს. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ,,ჰეზბოლა” გიყენებდათ, როგორც ,,ცოცხალ ფარს.” რაკეტები თქვენს სასტუმროებსა და ავტომობილების სადგომებში განათავსეს. ეს რაკეტები ჩვენი ქალაქებისკენ და მოქალაქეებისკენაა მიმართული. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ, ეს შეიარაღება უნდა გავანადგუროთ. დღეს დილიდან, ისრაელის არმია გაფრთხილებთ, მოერიდეთ საფრთხეს. მოგიწოდებთ, ამას სერიოზულად მიუდექით. არ მისცეთ საშუალება ,,ჰეზბოლას”, თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე საფრთხის წინ დააყენოს,” – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.…

მეტი...

ბულგარეთი უკრაინიდან კვერცხის იმპორტის აკრძალვას ითხოვს

ბულგარეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი გიორგი ტახოვი ევროკომისიას თხოვნით მიმართავს, რომ მან უკრაინიდან კვერცხის იმპორტი აკრძალოს. მინისტრის განმარტებით, უკრაინიდან იმპორტირებული კვერცხის გამო ამ პროდუქტის წარმოება ბულგარეთში კრიზის განიცდის. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინული კვერცხი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ბულგარული. მედიის ცნობით, 2024 წლის პირველ ნახევარში ბულგარეთმა უკრაინიდან 2 618 ტონა კვერცხი შემოიტანა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხუთჯერ მეტია. „თითოეული ქვეყანა ბიზნეს პროცესებს თავად არეგულირებს, რათა საკუთარი სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე მწარმოებლები დაიცვას“, – თქვა ტახოვმა. მისი თქმით, ბულგარეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა ეს არ ნიშნავს…

მეტი...

30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჰონგ კონგში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას

30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. აღსანიშნავია, რომ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო…

მეტი...

საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ნანა ძაგნიძე სამშობლოში დაბრუნდა

უნგრეთმა 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. ტურნირზე ინდივიდუალურ პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადა მე-6 ადგილზე დაასრულა, ვაჟ მოჭადრაკე ნაკრებმა კი მე-19 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტში, მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის – ფიდეს 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს ბოლო 100 წლის განმავლობაში გამორჩეული საჭადრაკო მოღვაწეები და ცალკეული ორგანიზაციები განსაკუთრებული მიღწევებისა და ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ყველა დროის საუკეთესო ქალთა გუნდად საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები დასახელდა, სპეციალური პრიზით კი დაჯილდოვდა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი. უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ბრინჯაოს მედლის…

მეტი...

22 წლის ახალგაზრდა გლდანის ციხეში 40 დღეა შიმშილობს – ახლობლები თბილისის პროკურატურასთან აქციას მართავენ

თბილისის პროკურატურასთან 22 წლის ნიკა კოზანაშვილის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი აცხადებენ, რომ ახალგაზრდა უკანონოდაა დაკავებული და საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. პატიმარი ამბობს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დადებულ იარაღზე დნმ-ის ძალით გადატანა სცადეს. ის პროტესტის ნიშნად უკვე 40 დღეა შიმშილობს.

მეტი...

,,როგორც ჩანს, ქალბატონ სალომეს არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, არ სცალია მოქალაქეების წუხილისთვის” – შალვა პაპუაშვილი

,,როგორც ჩანს, ქალბატონ სალომეს არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, არ სცალია მოქალაქეების წუხილისთვის. ის დაკავებულია წინასაარჩევნო პერიპეტიებით და მისი ძირითადი ვალდებულება რაც არის, ამისთვის არ სცალია”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, არის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელმაც შეუნარჩუნა მას იმპიჩმენტის დროს ეს თანამდებობა. „როგორც ჩანს, ქალბატონ სალომეს არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, არ სცალია მოქალაქეების წუხილისთვის. ის დაკავებულია წინასაარჩევნო პერიპეტიებით და მისი ძირითადი ვალდებულება რაც არის, ამისთვის არ სცალია. ეს ახალი არ არის, ჩვენ ამ ტენდენციას ვხედავთ.…

მეტი...

,,უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთის მიზნები მიღწეული იქნება” – პესკოვი

,,უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დასრულდება, როგორც კი რუსეთის მიზნები მიღწეული იქნება”, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ „მშვიდობა იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია“. „თქვენ იცით, რომ ნებისმიერი ომი ასე თუ ისე მშვიდობით სრულდება. თუმცა, ჩვენთვის აბსოლუტურად უალტერნატივოა ჩვენი დასახული მიზნების მიღწევა. როგორც კი ეს მიზნები მიღწეული იქნება ამა თუ იმ გზით, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ნიუ-იორკში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ იმაზე ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე გვგონია. ჩვენ უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან“.

მეტი...

,,გიორგი კანდელაკი კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჩაეშალა” – შალვა პაპუაშვილი

..საჯაროდ ცნობილია, რომ გიორგი კანდელაკი კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, რომ რამენაირად ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჩაეშალა. ვინმეს უკვირს, რომ ის ახლა უკვე ენჯეოს ნიღბით ზუსტად იმავეს აკეთებს, რომ რამენაირად საქართველო დააზიანოს?”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც რამდენიმე ქართული „ენჯეოს“ მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მოთხოვნას ეხებოდა. „არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს არის გიორგი კანდელაკიც. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს ის ე.წ. ენჯეოშნიკია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. ყველას კარგად ახსოვს, თუ რას აკეთებდა ის, როდესაც უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო თავის დროზე, საჯაროდ ცნობილია, რომ ის კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, რომ რამენაირად ეს პროცესი ჩაეშალა. ვინმეს…

მეტი...

მოზარდებმა სამხედრო ვერტმფრენი დაწვეს

რუსეთში, ომსკის ავიაბაზაზე, მოზარდებმა სამხედრო ვერტმფრენი “მი-8” დაწვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოზარდებმა ვერტმფრენს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს, ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები გადაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათივე ცნობით, ორმა მოზარდმა დანაშაული 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ ჩაიდინა. მათ დავალება, სოციალური ქსელის მეშვეობით, უცნობი პირისგან მიიღეს. პოლიციამ 16 წლის ორი მოზარდი მალევე დააკავა. მათ წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით არის აღძრული. მოზარდებს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მეტი...

,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ ჩავარდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში” – მარია ზახაროვა

,,რუსეთი გმობს ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო თავდასხმებს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. რუსეთს საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, დაუშვებელია განურჩეველი თავდასხმები, რომელთა მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება. აუცილებელია ძალადობის სპირალის შეჩერება ვიდრე სიტუაცია მთლიანად არ გამოვა კონტროლიდან. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ ჩავარდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის დამანგრეველი შედეგები აუცილებლად იმოქმედებს ყველაზე – როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო და რეგიონულ პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი კატასტროფული სცენარი. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ რეგიონში არცერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი…

მეტი...

,,ერევანი მზადაა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს” – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოაინმა მის იტალიელ კოლეგასთან ანტონიო ტაიანისთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ერევანი მზადაა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. „მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს ნათელი პოზიცია და პოლიტიკური ნება აქვს, რათა მოკლე ვადებში აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სომხეთის პირველმა დიპლომატმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სომხეთის ხედვა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის პრინციპებისა და ეკონომიკური ურთიერთ დაკავშირებადობის ინიციატივების უპირობო პატივისცემას ითვალისწინებს.

მეტი...

დასახელდა, ფეხბურთის ისტორიაში, მეტოქისთვის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელები

ესპანურმა გაზეთმა AS-მა დაასახელა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საშიში ფეხბურთელები. სიაში მოხვდა 13 ყველაზე ხისტი ფეხბურთელი, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ თავიანთ მეტოქეებს. სკოტ ბრაუნი ვინი ჯონსი იაპ სტამი როი კინი ჯენარო გატუზო მარტინ კიოუნი ოლივერ კანი მარკო მატერაცი ტონი ადამსი ნაიჯელ დე იონგი მარკ ვან ბომელი ხავი ნავარო პაბლო ალფარო

მეტი...

,,ისრაელის ხელში ლიბანი ღაზად არ უნდა იქცეს” – ირანის პრეზიდენტი

,,ისრაელის ხელში ლიბანი ღაზად არ უნდა იქცეს”, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანი „სიენენთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, ლიბანზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა არის ადამიანური და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის საფრთხეს აჩენს. „არსებობს საფრთხე, რომ იერიში ლიბანიდან მთელ რეგიონზე გავრცელდება“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა ჟურნალისტის კითხვაზე, ურჩევს თუ არა ირანი „ჰეზბოლას“, თავი შეიკავოს საპასუხო მოქმედებებისგან, ფეზეშქიანმა უპასუხა, რომ „ჰეზბოლას“ წინაშე დგას კბილებამდე შეიარაღებული ქვეყანა და წვდომა აქვს იარაღის სისტემებზე, რომლებიც ბევრად აღემატება ნებისმიერ სხვას. „ჰეზბოლა“ ამას მარტო ვერ შეძლებს. „ჰეზბოლა“ ვერ გაუმკლავდება მარტო ქვეყანას, რომელსაც იცავენ, მხარს უჭერენ და ამარაგებენ დასავლეთი,…

მეტი...

რუსეთისთვის გადაცემული მონაცემები – კომპანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პასუხობს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, იანდექსის ტაქსის აპლიკაცია მომხმარებლების შესახებ პერსონალურ მონაცემებს რუსეთში განთავსებულ სერვერებზე გზავნიდა. კომპანია უკვე დაჯარიმდა 4000 ლარით. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი პრაქტიკის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამგვარი სენსიტიური ინფორმაცია კანონდარღვევით განთავსდა რუსულ სერვერებზე და ის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა უცხო სახელმწიფოსთვის. კომპანიის ამ ინფორმაციას, Ridetech Georgia LLC-ი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. „ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვიცავთ. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს – იმ…

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილი იყო ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურა, რომელმაც უმაღლესი საბჭოს წევრებს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარუდგინა. უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად კენჭი უყარა ახალ შემადგენლობას და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. განახლებულ კაბინეტში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი იქნება. იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის თანამდებობას დავით ფაცაცია, განათლებისა და კულტურის მინისტრის დავით მორგოშია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლაშა ქარდავა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ლევან თევზაია, ხოლო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი ძიგუა დაიკავებს.…

მეტი...

ნიდერლანდები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 209,5 მლნ ევროს გამოყოფს და ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონს შეიტანს

ნიდერლანდები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 209,5 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი X-ზე ავრცელებს. ,,ნიდერლანდებმა გამოაცხადა 209,5 მილიონი ევროს ღირებულების ახალი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ შორის EBRD-ის მეშვეობით და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას”, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში. მისივე თქმით, ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონ ევროს შეიტანს.

მეტი...

,,ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება” – ზატულინი

,,აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გაწირავენ დამოუკიდებლობას საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად”, – განუცხადა Gazeta.Ru-ს რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა. მისი თქმით, თბილისი კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე. „ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება. რუსეთი არანაირად არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, როგორც ზოგიერთს შეიძლება იმედი ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. რაიმე გეგმა, რომელიც ამ…

მეტი...

კესარიას საფლავზე თეთრი მტრედი გამოჩნდა

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ დრომდე, დუმილის უფლებით სარგებლობს მისი ყოფილი შეყვარებული, ბექა ჯაიანი, რომელიც კასარია აბრამიძის მკვლელობაშია ბრალდებული, თუმცა, პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს, მან ყველაფერი აღიარა. კესარიას საფლავზე თეთრი მტრედი გამოჩნდა და მის საფლავს არ შორდებოდა. კადრები ,,ტიკტოკზე” ვრცელდება.

მეტი...