ისრაელის პრეზიდენტმა ლიბანში პეიჯერებისა აფეთქებაში მონაწილეობა უარყო

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მონაწილეობდა ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების ოპერაციაში. ლიბანური “ჰეზბოლა”, რომელიც აღიარებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებდა. “მე ამთავითვე უარვყოფ ნებისმიერ ოპერაციაში რაიმე მონაწილეობას” – განაცხადა ჰერცოგმა

მეტი...

საფრანგეთში აღმოჩინეს ბოთლი, რომელიც თითქმის 200 წლის წინანდელ შეტყობინებას შეიცავს

საფრანგეთში, მოხალისე არქეოლოგების ჯგუფმა, გათხრებისას აღმოაჩინა ბოთლი წერილით, რომელიც თითქმის 200 წლის წინანდელ შეტყობინებას შეიცავს. როგორც ირკვევა, “დროის კაფსულა” მე-19 საუკუნეში მოღვაწე არქეოლოგს ეკუთვნის, რომელიც ამ ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებდა. ბოთლი წერილით მოთავსებული იყო თიხის ქილაში, რამდენიმე მონეტასთან ერთად.

მეტი...

“მაშფოთებს, რომ ლიბანი გადაიქცეს კიდევ ერთ ღაზად”- გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივანის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეშფოთებულია იმის გამო, რომ ლიბანში ვითარება შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტში, რომელიც მასშტაბით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის მსგავსი იქნება. „ფაქტი, რომ ეს მოვლენები მოხდა, ნიშნავს, რომ არსებობს გაცილებით ძლიერი ესკალაციის პოტენციალი. და სწორედ ეს მაშფოთებს – შესაძლებლობა, რომ ლიბანი გადაიქცეს კიდევ ერთ ღაზად, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი ტრაგედია იქნება მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. გუტერეშმა ასევე გამოხატა პესიმიზმი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ.

მეტი...

სამგორში კედლებს მოხატავენ

ვარკეთილში, ქართველი ფეხბურთელების გამოსახულებით, მურალის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რევაზ სოხაძე ავრცელებს. “მალე ახალი მოხატული კედელი გვექნება,” – წერს სოხაძე და ფოტოს აქვეყნებს.

მეტი...

„ჰეზბოლას“ პეიჯერებსა და ირანის ყოფილი პრეზიდენტის ავიაკატასტროფას შორის შესაძლო კავშირზე ალაპარაკდნენ

ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანი ჩართული იყო იმ პეიჯერების შეძენაში, რომლებიც „ჰეზბოლას“ წევრებს ჰქონდათ და გასულ კვირას ლიბანის მასშტაბით აფეთქდა. მან ასევე მიანიშნა, რომ მსგავსი მოწყობილობა შესაძლოა, ყოფილიყო ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზიც, რასაც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ემსხვერპლა. როგორც სოციალურ ქსელ იქსში გავრცელებულ ჩანაწერში ევროპაში მოღვაწე ირანელი ჟურნალისტი მოჰამად აჰვაზე წერს, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი აჰმად ბახშაიეშ არდესტანი აცხადებს, რომ ირანის ყოფილი ლიდერი იყენებდა ისეთ პეიჯერს, რომელთა აფეთქებასაც გასულ კვირაში ლიბანში მსხვერპლი მოჰყვა.

მეტი...

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა პირობა დადო, რომ მთავრობა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და “მწვანეთა პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა მისი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ისაუბრა. “ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ტერორისტული ომი გაგრძელდება. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება უკრაინის დასასრული” – აღნიშნა ბაერბოკმა.

მეტი...

არცერთი ბურთი კარში – გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსია“ – „ჟირონას“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მასპინძლებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. 23 წლის ქართველმა მეკარემ სამი სეივი შეასრულა და ესპანეთის წლევანდელ ჩემპიონატში, გაშვებული ბურთის გარეშე, პირველი შეხვედრა ჩაატარა.

მეტი...

„ალ-ჯაზირამ“ დაგმო ისრაელის მიერ მისი ოფისის დახურვა

მედიასაშუალება „ალ-ჯაზირამ“ დაგმო ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროზე, რამალაში მდებარე მისი ოფისის დახურვა. მედიასაშუალებაში და განაცხადეს, რომ სამართლებრივ ზომებს მიიღებს. “ისრაელის მიერ თავისუფალი პრესის მუდმივი ჩახშობა მიზნად ისახავს მისი ქმედებების დამალვას ღაზას სექტორსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, რაც საერთაშორისო და ჰუმანიტარულ სამართლს ეწინააღმდეგება. ისრაელის მიერ ჟურნალისტების პირდაპირ მიზანში ამოღება და მკვლელობა, დაპატიმრება, დაშინება და მუქარა ვერ დააბრკოლებს ალ-ჯაზირას ვალდებულებას, მოვლენები გააშუქოს გააშუმოვლენების გაშუქების ვალდებულებისგან“- აღნიშნულია „ალ-ჯაზირას“ განცხადებაში. ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე, რამალაში „ალ-ჯაზირას“ ოფისის 45-დღიანი დახურვის ბრძანების გასცა.

მეტი...

ილია თოფურიას მორიგი ფოტო ქალიშვილთან

UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია შვილთან გადაღებულ, მორიგ ფოტოს აქვეყნებს.  თოფურია ახლშობილის ფოტოს სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით. ილია თოფურიას და მის მეუღლეს ჯორჯინა უზკატეგუის შვილი ივლისში  შეეძინათ.

მეტი...

48 წლის მამაკაცის ცხედარს, რომელიც გურიაში იპოვეს გარეული მხეცის კვალი აღენიშნება

48 წლის მამაკაცი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში თვეზე მეტია ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მეზობელმა იპოვა. სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების ძალადობის კვალი ატყვია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მამაკაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, ოჯახი და ახლობლები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ.

მეტი...

საკვებში აღმოჩენილი ცოცხალი თაგვის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

Scandinavian Airlines-ის ერთ-ერთი თვითმფრინავი იძულებული გახდა დანიაში, კოპენჰაგენის აეროპორტში ავარიულად დაშვებულიყო. მიზეზი საკვებში აღმოჩენილი თაგვი გახდა. თვითმფრინავი ნორვეგიის დედაქალაქიდან, ოსლოდან ესპანეთში, მალაგაში მიფრინავდა. ავიაკომპანიის სპიკერის, ოისტეინ შმიდტის განცხადებით, ავარიული დაშვება კომპანიის უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით მოხდა, რადგან თაგვი მგზავრების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. თვითმფრინავის მგზავრები, მალაგაში, მოგვიანებით სხვა რეისით გაემგზავრნენ.

მეტი...

ისრაელი ლიბანზე დარტყმებს გააგრძელებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის დარტყმები ლიბანზე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთიდან ევაკუირებული ხალხის დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება. „ჰეზბოლამ“ დაიწყო ისრაელის თავდაცვის ძალების ზოგიერთი შესაძლებლობების შეგრძნება და ჩვენ ვხედავთ შედეგებს. ეს მოძრაობები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ სიტუაციას, როდესაც უსაფრთხოდ დავაბრუნებთ ჩრდილოეთის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში. ეს არის მიზანი, ეს არის მისია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევასრულოთ ის“, – აღნიშნა გალანტმა.

მეტი...

“თუ “ჰეისბოლას” ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, ის გაიგებს”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰეზბოლა“ ისრაელისგან შეტყობინებას მიიღებს. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ „ჰეზბოლას“ ისეთი დარტყმები მივაყენეთ, რასაც ვერ წარმოიდგენდა“ – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. როგორც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ჩრდილოეთ ნაწილის დევნილი მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში. „თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, ის გაიგებს შეტყობინებას. მოწოდებული ვართ, რომ ჩვენი [ჩრდილოელი დევნილი] მაცხოვრებლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. ვერცერთი ქვეყანა ვერ მოითმენს სარაკეტო ცეცხლს მისი მოსახლეობის წინააღმდეგ, სარაკეტო ცეცხლს მისი ქალაქების წინააღმდეგ. ამას ვერც ისრაელის სახელმწიფო მოითმენს“- აღნიშნა მან.

მეტი...

„ყველაზე მეტად უნდოდა სიცოცხლე“- კესარია აბრამიძეს ემშვიდობებიან

მოქალაქეები კესარია აბრამიძეს ემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდზე ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტიც მივიდა. 37 წლის მოდელს და მსახიობს პატივს მიაგებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. „კესოზე კეთილი ადამიანი არ მეგულება. ყველაზე მეტად უნდოდა სიცოცხლე და ყველაზე მეტად უყვარდა და ამისთვის ძალიან ბევრი იბრძოლა. ამ ქვეყანაში დაცული არავინ არ ვართ და ეს არის დიდი ტრაგედია. მითუმეტეს, კესოს მერე უკვე ყვალფრის მეშინია. არ ვარ მე დაზღვეული ამ ქვეყანაში“ – ამბობს კესარიას მეგობარი. კესარია აბრამიძეს დღეს დაკრაძალავენ

მეტი...

„გარემო არის მშვიდი, უსაფრთხო და თავისუფალი“-ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში ცხოვრების შესახებ

„კარლსრუესთან“ საშინაო მატჩის წინ „მაგდებურგის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს ინტერვიუ ჩამოართვა. როგორც ბუდუ გერმანიაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობს: თავს კომფორტულად და კარგად გრძნობს, რაც ზივზივაძის თქმით მის თამაშზე აისახება. „თავიდან ქვეყანასთან და გუნდთან შეგუება მიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ახლა მე და ჩემი ოჯახი გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ, რაც ჩემს თამაშებზეც აისახება. გარემო არის მშვიდი, უსაფრთხო და თავისუფალი. ეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთი მშვენიერი დრო არცერთ ქვეყანაში არ გვქონია და ამიტომ გვიყვარს აქ ცხოვრება“- ამბობს ქართველი ფეხბურთელი. – ადრე გითამაშიათ საქართველოში, დანიასა და უნგრეთში. მეორე ბუნდესლიგა…

მეტი...

საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც პოლიცელს ფეხზე უკბინა

საბარძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა. ჩხრეკის დროს კი პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხზე უკბინა. მას სასამართლომ ორი წლითა და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მეტი...

“ავტომობილები ჩაიხერგნენ”- დიდთოვლობა სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკის რესბუბლიკაში დიდთოვლობაა. ადილობრივი მედიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. პარალიზებულია რამდენიმე მთავარი მაგისტრალი. თოვა 21 სექტემბერს დაიწყო და მხოლოდ ერთ დღეში იმდენად დიდი ოდენობის ნალექი მოვიდა, რომ სამხრეთ აფრიკაში გზებიც კი დაიკეტა,  ავტომობილები ავტომაგისტრალებზე ჩაიხერგნენ, პარალიზებული იყო შემოვლითი გზებიც.    

მეტი...

კესარია აბრამიძეს დღეს დაკრაძალავენ

თბილისის, ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში სასტიკად მოკლული კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.  მას დღეს დაკრძალავენ. კესარია აბრამიძის ოჯახთან სამძიმრის სათქმელად მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. 37 წლის მოდელის მკვლელობაში 26 წლის ბექა ჯაიანია ბრალდებული. გამოძიების ვერსიით, ჯაიანმა აბრამიძე18 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლა. გარდაცვლილს სხეულზე ათობით ჭრილობაა აქვს დანით მიყენებული. ბრალდებული ბექა ჯაიანი პოლიციელებმა მეორე დღეს დააკავეს – ის საქართველოდან გაქცევას ცდილობდა.   სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის დაკრძალვაზე მივიდა

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის დაკრძალვაზე მივიდა

  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის დაკრძალვაზე მივიდა. აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში. “მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მომავლის სამიტში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება” – წერია გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ტექსტში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.  

მეტი...

„დასავლეთი შეპყრობილია რუსეთის ფედერაციასთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით“ – პესკოვი

„დასავლეთი შეპყრობილია რუსეთის ფედერაციასთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით“ – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კიევისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სარაკეტო დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭება ესკალაციისკენ მიმავალი წითელი ხაზი არ გახდება. „უპირველეს ყოვლისა, ისინი შეპყრობილნი არიან ჩვენთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით. ეს აკვიატება ყველაში განსხვავებულად იჩენს თავს“ – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები სამშობლოში რვა მედლით დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე რვა მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. დავით ფაცინაშვილმა (70 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) შეჯიბრება დაუმარცხებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ომარ გაზაშვილმა (61 კგ), გიორგი შონიამ (65 კგ) და გიორგი რომელაშვილმა (92 კგ) – ბრინჯაოები. საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები არიან ზურა ჭიღლაძე, აკაკი კუნჭულია და ზვიად გვილავა. ტურნირს ქართველი მსაჯი მალხაზ ჯორბენაძეც მოემსახურა.

მეტი...

“ისრაელს არ სურს ომი ლიბანთან”- ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ისრაელს არ სურს ომი ლიბანთან. ამის შესახებ განცხადება ჰერცოგმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა. ჰერცოგი აცხადებს, რომ ისრაელს არ სურს ომი ლიბანთან და ამბობს, რომ კონფლიქტი პროვოცირებულია ირანის მოკავშირეების მიერ რეგიონში, მათ შორის „ჰეზბოლას“ და იემენელი ჰუსიტების, ასევე ღაზაში მოქმედი „ჰამასის“ მიერ. „ისრაელი იბრძვის საკუთარი კეთილდღეობისთვის, არსებობისთვის, თავისი მოქალაქეებისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც სწორია“ – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა

მეტი...

ბაბუშერას ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ,ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა, მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის  წარმომადგენლებმა,დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 31 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი და მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან…

მეტი...

იტალიის საკალათბურთო ლიგამ თორნიკე შენგელია დააჯილდოვა

იტალიის საკალათბურთო ლიგამ (LegaBasket) თორნიკე შენგელია ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დაასახელა და სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. სპეციალურ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორგანიზატორებისგან თავისი ჯილდო მიიღო.  

მეტი...

ირანში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა. სამხრეთ ხორასნის პროვინციის ხელმძღვანელის, ჯავად გენაატის განცხადებით, ამ მომენტისთვის მაშველები მაღაროში დარჩენილების ამოყვანას ცდილობენ. სამაშველო ოპერაციას ართულებს მაღაროში მეთანის დაგროვება. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ტრაგედიის მომენტში მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა. ცნობისთვის, ირანის აღმოსავლეთით მდებარე სამხრეთ ხორასნის პროვინციაში, ნახშირის მაღაროში მეთანის აფეთქება 21 სექტემბერს საღამოს მოხდა.

მეტი...

„საქართველო ჩემი მეორე სახლია”- კრისტიან ძაკარდო

“მილანის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, კრისტიან ძაკარდომ საქართველოს ნაკრების ვეტერანებთან მატჩის შემდეგ ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა. „საქართველო ჩემი მეორე სახლია. აქ უკვე მერვედ თუ მეცხრედ ჩამოვედი. დავესწარი საბერძნეთთან მატჩსაც. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, კარგი თამაში გამოვიდა. შეგვეძლო მოგებაც და წაგებაც, თუმცა პენალტებში გავიმარჯვეთ და კმაყოფილები ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივარმა ისიამოვნა. მინდა, მადლობა გადავუხადო კალაძეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის. ასევე, ყველა თქვენგანს, ვინც თამაშზე მოხვედით. ჩვენთვის სასიამოვნოა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და „მილანის“ დიდებული მაისურით თამაში. მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანი გავახარე. არ ვიცი, საუკეთესო ვინ იყო, ეს…

მეტი...

ირანში მაღაროს აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ირანის აღმოსავლეთით მდებარე სამხრეთ ხორასნის პროვინციაში, ნახშირის მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. მაშველები ცდილობენ ნანგრევებიდან 22 მაღაროელის ამოყვანას. სამაშველო ოპერაციას ართულებს მაღაროში მეთანის დაგროვება. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ტრაგედიის მომენტში მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა. 17 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

ფორმულა 1-ის ვარჯიში ხვლიკმა ჩაშალა

სინგაპურში, ფორმულა 1-ის ვარჯიში პატარა ხვლიკმა ჩაშალა, რომელიც Marina Bay Street Circuit-ის სარბოლო ტრასაზე გამოვიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  ხვლიკი სარბოლო ტრასაზე უდარდელად სეირნობდა, სანამ ის მუშებმა არ დაიჭირეს. მრბოლელებისა და ხვლიკის უსაფრთხოების მიზნით, ტრასის ხელმძღვანელებმა სავარჯიშო პროცესი შეაჩერეს.

მეტი...

მასობრივი სროლა-ალაბამას შტატში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

მასობრივი სროლის გამო, ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას მსროლელების შესახებ, რომლებმაც ქალაქის სხვადასხვა ადგილას მოაწყვეს თავდასხმა მოქალაქეების ჯგუფებზე. პოლიციისვე ცნობით, მოკლული მოქალაქეებიდან ორი კაცი და ერთი ქალი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით, კლინიკაში ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებით. კრიტიკულია კიდევ ორთი ჰოსპიტალიზებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მასობრივი სროლის მომწყობები პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.  

მეტი...

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა-IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, რუსული ბიზნესების რაოდენობა 2024 წლის ზაფხულის მონაცემებით ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400-მდე კომპანია, ეს კი საქართველოში არსებული აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8%-ზე მეტია. IDFI-ის კვლევა საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზუსტი სურათის დახატვა, რა რაოდენობის რუსული კაპიტალი ბრუნავს ქართულ ეკონომიკაში, რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ბიზნესი ხშირად იყენებს შუამავალ კომპანიებს, ფიქტიურ მისამართებს და სხვა ხრიკებს.

მეტი...

ლუკა ლოჩოშვილმა საქველმოქმედო ფონდს 30 000 ლარი აჩუქა

ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ლუკა ლოჩოშვილმა 30 000 ლარი აჩუქა. აღნიშნული საჩუქარი ფონდის ხელმძღვანელობას ლეგენდების მატჩის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.  

მეტი...

ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც.  ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. შენობიდან 60-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, ადგილზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეთმა შენობას FAB-250 საჰაერო ბომბით 21 სექტემბერს შეუტია. მანვე დაადასტურა, რომ ქალაქში ორი ცალკეული დარტყმა მოხდა. შეტაკების შემდეგ სულ მცირე ოთხ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და კიდევ 20 დაზიანდა.

მეტი...

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 სექტემბრის ღამეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 სექტემბრის ღამეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და კიდევ ექვსი დრონი რადიოელექტრონული ბრძოლით დაპირისპირების შედეგად ლოკაციურად დაიკარგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის საჰაერო სივრციდან „ხ-59/69“ ტიპის ორი მართვადი რაკეტა გაუშვეს, Shahed-ის ტიპის 80 დრონით კი უკრაინის ტერიტორია რუსეთის ქალაქ იეისკიდან და კურსკის ოლქიდან შეუტიეს.      

მეტი...

“ძალიან გვიანია“-ტრამპი კამალა ჰარისთან მორიგ დებატებზე

კამალა ჰარისმა მიიღო CNN-ის მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში, 23 ოქტომბერს. ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა განაცხადა. „დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს. ეს არის იგივე ფორმატი და წყობა, როგორც CNN-ის დებატები, რომელშიც ივნისში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ გაიმარჯვა და შეაქო CNN-ის მოდერატორები, წესები და რეიტინგები“,- განაცხადა ჰარისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ჯენ ო’მალი დილონმა. რაზეც, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა  განცხადა, რომ „უკვე გვიანაა“. „მან მონაწილეობა მიიღო ერთ დებატებში, მე – ორში. ძალიან გვიანია კიდევ ერთი, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას,…

მეტი...

სოფი ლორენის ვაჟმა დედის იუბილეზე მარიამ შარმანაშვილს ცოლობა სთხოვა

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟმა მაესტრო კარლო პონტიმ  დედის 90 წლის იუბილეზე, მარიამ შარმანაშვილს ცოლობა სთხოვა. ემოციური კადრები მარიამმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა და ბეჭდის ფოტოც გამოაქვეყნა. კარლო პონტმაც დაწერა, რომ მარიამი მისი ცხოვრების სინათლეა, რომელთან ერთად გატარებულ ყველა წამს ძალიან აფასებს. „რომში ჩემს ულამაზეს დედასთან ერთად, რომლის 90 წლის იუბილეც აღვნიშნეთ და ჩემს საცოლესთან ერთად, რომელსაც ხელი ვთხოვე. ვზეიმობთ ჩვენს ნიშნობას. შენ ხარ სინათლე ჩემს ცხოვრებაში და შენთან ერთად გატარებულ ყველა წამს ძალიან ვაფასებ“, – წერს კარლო

მეტი...