დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალას გარეუბანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავებულია 11. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება. დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოხდა საწვავის სატვირთო მანქანასთან  მუშაობის დროს.

დაღესტანში 28 სექტემბერი გლოვის დღედ გამცხადდა.

 

მსგავსი თემები