PHOTO: „მამა, მიყვარხარ, მამა“ – ალენ დელონის შვილი მამის ფანებს მსახიობის უკანასკნელ ფოტოებს უზიარებს

ფრან­გუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­დის ალენ დე­ლო­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა, 33 წლის ანუშ­კამ ,,ინ­სტაგ­რამ­ზე” მა­მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გო­გო­ნამ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს აჩ­ვე­ნა, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და მსა­ხი­ო­ბი და სცე­ნა­რის­ტი სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ალენ ქა­ლიშ­ვი­ლი მკლავ­ზე ეხუ­ტე­ბა. მე­ო­რე ფოტო კი სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­ლო­ნის სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. სუ­რათ­ზე ჩანს, რო­გორ უჭერს ხელს ვარ­სკვლა­ვი ერ­თა­დერთ გო­გო­ნას. ,,გულ­ში მე­ყო­ლე­ბი… მიყ­ვარ­ხარ, იცი, მხო­ლოდ შენ იცი, რამ­დე­ნად. ვე­რას­დროს ვი­ცხოვ­რებ შენს გა­რე­შე, მე შენ მიყ­ვარ­ხარ და შენ? მამა, მიყ­ვარ­ხარ მამა,“ – წერს ანუშ­კა. ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­და ორი ვაჟი დარ­ჩა: 59 წლის ენ­ტო­ნი და 30 წლის ალენ-ფა­ბი­ე­ნი. მსახი­ო­ბი 88 წლის…

მეტი...

ისრაელი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამხედრო ოპერაციას ატარებს

ისრაელის უსაფრთხოების ძალები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ერთდროულად რამდენიმე ადგილას კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებენ. BBC-ს ცნობით, შეტევა ერთდროულად 4 ქალაქზე ხორციელდება. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ოპერაციის ფარგლებში სულ მცირე 9 პალესტინელი დაიღუპა. „ეს ომია და ჩვენ ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ“, – განცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო მოსამსახურეები სრული ძალით მოქმედებენ და ლტოლვილთა ბანაკებში ტერორისტების ინფრასტრუქტურის დემონტაჟს ახორციელებენ. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ირანი „ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის ხელით დასავლეთ ნაპირზე მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. ისრაელის ოპერაცია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა დაგმო.

მეტი...

იაპონიას ტაიფუნი „შანშანი“ უახლოვდება

იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. ამინდის გაუარესების გამო ქვეყანაში უკვე გადაიდო ათობით ავიარეისი. შეზღუდულად მუშაობს ქვეყნის რკინიგზაც. დროებით დაიხურა სტიქიის ზონაში მდებარე ქარხნებიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი „შანშანი“ იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუშუს დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს, რის შემდეგაც ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოსკენ გადაადგილდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 200 კილომეტრს გადააჭარბოს.

მეტი...

დუბაიში ,,ქოლცენტრების საქმეზე“ ძებნილი ბიზნესმენი დააკავეს

დუბაიში, ევროჯასთის ეგიდით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ალბანელი ბიზნესმენი ერლინდ ცეკაი დააკავეს. ის ,,ქოლცენტრების საქმეზე“ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. გამოძიების ცნობით, ცეკაი დაკავშირებულია  Milton Group-ის თაღლითურ სქემასთან. მას სხვებთან ერთად ბრალი ედება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის თაღლითური გზით მილიონობით ევროს გამოძალვაში. ინტერნეტ რესურებში იძებნება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ერლანდ ცეკაი ალბანეთში პირადად კურირებდა არაერთ ქოლცენტრს, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ჰქონდა თბილისშიც. შეგახსენებთ, რომ Milton Group-ის ტრანსნაციონალურ დანასაულებრივ სქემას საგამოძიებო ფილმი მიუძღვნა ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. BBC სქემის ჩრდილოვან მართველად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ასახელებს და მას “მისტერ ოფშორის“ სახელით მოიხსენიებს.

მეტი...

იტალიაში მეწყრის დროს დაკარგულ დედა-შვილს ეძებენ

იტალიის სამხრეთით მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ დედა-შვილს ეძებენ. Reuters-ის ცნობით, 70 წლის ქალი და მისი 40 წლის ვაჟი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მეწყერი ჩამოწვა. დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელია ჩართული. კაზერტის პროვინციაში მეწყრის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. შედეგად ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

მეტი...

,,დასავლეთს ესკალაციის თავიდან აცილება არ სურს და უსიამოვნებებს ეძებს” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთს ესკალაციის თავიდან აცილება არ სურს და უსიამოვნებებს ეძებს. როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ცნობების იმის შესახებ, რომ კიევი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმებისთვის დასავლეთისგან ნებართვას ითხოვს, „შანტაჟია“. „ცდილობენ მოგვაჩვენონ, რომ დასავლეთს ესკალაციის თავიდან არიდება სურს, თუმცა სინამდვილეში ეს ეშმაკობაა. დასავლეთს არ სურს ესკალაციის თავიდან არიდება, დასავლეთი უსიამოვნებებს ეძებს. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის ცხადია“, – განაცხადა ლავროვმა. მან დასავლეთის ბირთვულ სახელმწიფოებს შეახსენა, რომ რუსეთი საკუთარი ბირთვული დოქტრინის კორექტირებას ახდენს და მოუწოდა, ცეცხლს არ ეთამაშონ.

მეტი...

მექსიკამ აშშ-ისა და კანადის საელჩოებთან ურთიერთობები შეაჩერა

მექსიკამ შეერთებული შტატებისა და კანადის საელჩოებთან ურთიერთობა შეაჩერა. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა გააკეთა. მიზეზი ამერიკის ელჩისა და კანადის დიპლომატიური მისიის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის გაკრიტიკება გახდა. მექსიკის პრეზიდენტმა ვაშინგტონი და ოტავა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და მექსიკის სუვერენიტეტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

მეტი...

ძლიერი ტაიფუნი და მეწყერი იაპონიაში

იაპონიაში ძლიერმა ტაიფუნმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. განსაკუთრებული ზიანი მიადგა კუნძულ კიუშუს. ამ დრომდე ეძებენ 3 დაკარგულს. ადგილობრივმა მთავრობამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. სტიქიის ზონაში გაუქმებულია, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ავიარეისები.

მეტი...

ნახეთ, რა საჩუქარი გაუკეთა ლაშა ბექაურმა ილია სულამანიძეს

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მის მეგობარს და სპორტსმენ ილია სულამანიძეს გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა და მანქანა აჩუქა. ,,მეც მინდოდა ჩემი ძმაკაცისთვის გამეკეთებინა საჩუქარი. გილოცავ ძმაო, სულ მწვანეზე გევლოს”, -ამბობს ლაშა.

მეტი...

,,უკანონოდ დანიშნულმა ჯეკ სმიტმა სასაცილო ახალი ბრალდება წამოაყენა ჩემ წინააღმდეგ, ეს არის არჩევნებში ჩარევის მცდელობა” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე მის მიმართ ხელახლა წარდგენილ ბრალდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებს. „უკანონოდ დანიშნულმა „სპეციალურმა მრჩეველმა“, შეშლილმა ჯეკ სმიტმა, სასაცილო ახალი ბრალდება წამოაყენა ჩემ წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ყველა ის პრობლემა, რაც ძველ საბრალდებო დასკვნას ჰქონდა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. ეს არის არჩევნებში ჩარევის და ამერიკელი ხალხის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ კატასტროფებისგან, რომლებიც კამალა ჰარისმა მოუტანა ჩვენს ერს, როგორიცაა მიგრანტთა დანაშაული, ყოვლისმომცველი ინფლაცია, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და სხვა“, – წერს ტრამპი.

მეტი...

კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კრივი რიჰში ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. სასტუმროს ნანგრევებში, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისათვის, ცნობილია 3 დაღუპულის შესახებ. თავდასხმის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

მეტი...

ტრამპს ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს. სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მიერ ტრამპისთვის წაყენებული განახლებული ბრალდება შეიცავს წინა დასკვნით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ოთხივე ბრალდებას, თუმცა ამსუბუქებს მათ ნაწილს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტებს იმუნიტეტი აქვთ. „როიტერის“ ცნობით, ახალი ბრალდებიდან ამოღებულია საქმის ის ნაწილი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტთან ტრამპის ურთიერთობას შეეხება. ეს ნაწილი უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით დაცულად მიიჩნია.  

მეტი...

ინდოეთში მასშტაბური აქციები იმართება ექიმი ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ

ინდოეთში პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სამშაბათს აღმოსავლეთ ქალაქ კოლკატაში აქციაზე გამოვიდნენ. აქციები ქალაქის საავადმყოფოში 31 წლის ექიმი ქალის გაუპატიურობისა და მკვლელობის შემდეგ დაიწყო. სამშაბათს ათასობით ადამიანი გაემართა კოლკატაში მთავრობის შენობისკენ, დასავლეთ ბენგალიის მთავარი მინისტრის, მამატა ბანერჯის გადადგომის მოთხოვნით. დანაშაულთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. საქმე გამოსაძიებლად ცენტრალურ ბიუროს გადაეცა ადგილობრივი პოლიციის ნელი პროგრესის კრიტიკის შემდეგ. ექიმის ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს იყო ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევა, გაკვეთამ დაადასტურა სექსუალური ძალადობა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იყო შეტაკება, სამართალდამცავებმა ხელკეტები გამიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად. პოლიციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად…

მეტი...

იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ 28 წლის გოგო, სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, პარალელურად ის მაგისტრატურის სტუდენტი იყო. შსს-მ გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. სიკვდილის მიზეზებს გამოძიება ადგენს, მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ. მომხდარზე განცხადებას ავრცელებს ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრესსამსახური, სადაც ნათქვამია, რომ პაციენტი სამშობიარო ცენტრში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება. ,,გორმედში” მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ. პაციენტი გორმედის სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით. მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო…

მეტი...

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო და არსებული ცნობით, წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

„სქესობრივი აქტის შემდეგ ქალებს შარდის დალევა აიძულეს“ – საქართველოს საზღვარზე სპირიტუალური სექტის ლიდერები დააკავეს

ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპირიტუალური კულტის ორი ლიდერი, საქართველოში, საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. საერთაშორისო ძებნაში მყოფი რუმინელი ცოლ-ქმარი, სარფის გავლით, ქვეყანაში შემოსვლას 22 აგვისტოს ცდილობდა. მიჰაი და ადინა სტოიანებს საფრანგეთში პატიმრობა დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული. გამოძიების მასალებით დგინდება, რომ კრიმინალური ქსელი საფრანგეთში იოგას ცენტრის საფარქვეშ მუშაობდა. ქალების სექსუალური ექსპლუატაცია, გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გაუპატიურების არაერთი ეპიზოდი – ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რისთვისაც ცოლ-ქმარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ. კულტის დამფუძნებელი, გრეგორიან ბივოლარუ პარიზის გარეუბანში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მაშინ, პოლიციამ იოგას ცენტრში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 26 ქალი იპოვა. თავად…

მეტი...

„ვალენსიამ“ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა” – მამარდაშვილი

„ვალენსიაზე“ და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ”, -წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი. „ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ. სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში. ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება

საქართველოს ეროვნული ნაკრები გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ოფიციალურად – გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია. გიორგი მიმდინარე 2024-25 წლის საფეხბურთო სეზონში კვლავ ვალენსიას ღირსებას დაიცავს, ინგლისურ კლუბს კი მომდევნო სეზონიდან შეუერთდება“, – წერს ეროვნული ნაკრები.

მეტი...

„ხმა ჩამესმა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდნენ“ – რა თქვა სასამართლოზე ბერი ნარიმანის საცხოვრებელ კორპუსში დაჭრის ფაქტზე დაკავებულმა

ბერი ნარიმანის საცხოვრებელ კორპუსში დაჭრის ფაქტზე დაკავებული ლუკა ტოტოლაშვილი პატიმრობაში დარჩა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და სხეულის განზრახ დაზიანებაში ედება ბრალი. ,,დილის საათებში ხმა ჩამესმა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდნენ და ამიტომ გადავწყვიტე მივსულიყავი და შემეშინებინა. იმ მომენტში თვალებში დამიბნელდა, ვეღარ მოვთოკე ნერვები და მაგ დროს გავიქნიე დანა უმისამართოდ. გამიზნული არ მქონია, რომ ჩამერტყა და ვინმე მომეკლა”, – ამბობს ბრალდებული. შეგახსენებთ, რომ დანაშაული 24 აგვისტოს ფონიჭალაში მოხდა. კორპუსის მეშვიდე სართულზე ორი ადამიანი დაჭრეს.

მეტი...

კიევის მოთხოვნით ოთხშაბათს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის მოთხოვნით ოთხშაბათს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას მოიწვევს. როგორც ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართება. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი მოკავშირეებს ონლაინ რეჟიმში ინფორმაციას მიაწვდის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებისა და პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ.

მეტი...

ლოცვა, რომელიც მარიამობის დღესასწაულზე იკითხება

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის საშუალებით ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. ის მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად…

მეტი...

გურჯაანის 2 სოფელი, შესაძლოა, კარანტინში აღმოჩნდეს

გურჯაანის ორი სოფელი: მელაანი და ჩალაუბანი, შესაძლოა, კარანტინში აღმოჩნდეს. ეპიდემიოლოგები ამ დასახლებებში ცრიან ყველა ადამიანს, ვისაც ბოლო დღეებში შინაურ ცხოველებთან ჰქონდა კონტაქტი. ლაპარაკია ცოფის ვირუსზე, რომელიც მოულოდნელად და სწრაფად გავრცელდა. ბოლო დღეებში ამ სოფლებში ცოფით 14 ძაღლი მოკვდა. ასამდე შინაური ცხოველი კი კარანტინშია გადაყვანილი.

მეტი...

,,პუტინთან დღეს არა მხოლოდ კომპრომისებს, არამედ დიალოგსაც არ აქვს აზრი” – ზელენსკი

,,პუტინთან დღეს არა მხოლოდ კომპრომისებს, არამედ დიალოგსაც არ აქვს აზრი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონფერენციაზე, სახელწოდებით: ,,უკრაინა 2024 – დამოუკიდებლობა” ისაუბრა. ,,პუტინთან დღეს არა მხოლოდ კომპრომისებს, არამედ დიალოგსაც არ აქვს აზრი. მას ომის დიპლომატიური გზით დასრულება არ სურს. ის დიპლომატიისთვის თითქოს მზადაა, ამავდროულად, ჩვენი ტერიტორიის 30% უნდა დავუთმოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ მას ამ თამაშში ვერ ავყვებით”, – თქვა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები” – Politico

,,ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Politico და ,,ოცნების” გეგმას კიდევ ერთხელ ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ამას მაინც გააკეთებს, ,,ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”. Politico ციტირებს ევროკომისიის სპიკერ პიტერ სტანოს, რომელიც ამბობს, რომ ,,ბრიუსელი ,,ოცნებისეული” ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით შეშფოთებულია”. „ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად“, – თქვა სტანომ და თქვა, რომ პლურალიზმი “ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენია”.

მეტი...

როსტოვის ოლქში ნავთობბაზა იწვის

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნავთობბაზა იწვის. ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი ამბობს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. როსტოვის საინფორმაციო ,,ტელეგრამის არხები” იუწყებიან, რომ ნავთობის საცავი, რომელსაც სავარაუდოდ ღამით უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს, განაგრძობს წვას და კვამლი ნალექი ათეულ კილომეტრზეა გავრცელებული. რუსული წყაროები ამბობენ, რომ იწვის საწვავის საცავი ,,როსრეზერვის” ,,ატლასის ქარხანა”. ნავთობის საცავი ეკუთვნის სახელმწიფო რეზერვების ფედერალურ სააგენტოს. ამ ბაზას ცოტა ხნის წინ 3 აგვისტოს ღამეს უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაშინ ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. ბაზიდან უკრაინის ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის საზღვრამდე დაახლოებით 30 კილომეტრია.

მეტი...

,,კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს” – გროსი

,,კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს”, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ელექტროსადგურის მონახულების შემდეგ საუბრობს და ამბობს იმასაც, რომ ვითარება სერიოზულია. ,,გაჩნდა ბირთვული ინციდენტის საფრთხე”, – ამბობს გროსი.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული ,,სუ-25″ ჩამოაგდეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, კრამატორსკის მიმართულებით კიდევ ერთი რუსული ,,სუ-25″ ჩამოაგდეს. სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე პავლიუკი Telegram-ზე წერს, რომ თვითმფრინავი სამედროებმა საზენიტო სარაკეტო სისტემიდან ზუსტი გასროლით ჩამოაგდეს. ,,დღეიდან, რუსეთის შემტევ ავიაციაში ერთი თვითმფრინავით ნაკლებია. მისი ნამსხვრევები დონეცკის პეიზაჟებს ამშვენებს”, – წერს ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება ,,ხორტიცა”.

მეტი...

,,ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა” – კირბი

,,ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა”, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ ისრაელის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმის ალბათობის პროგნოზირება რთულია, თუმცა თეთრი სახლი ირანის რიტორიკას სერიოზულად აღიქვამს: ,,ვფიქრობთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, თავდასხმა განახორციელონ, თუ ამის გაკეთება ენდომებათ, ამიტომ რეგიონში გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გვაქვს”. კირბი ამბობს, რომ შეერთებული შტატების გზავნილები ირანის მიმართ თანმიმდევრულია და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ,,პირველი გზავნილია: ნუ გააკეთებთ ამას. ესკალაციის მიზეზი არ არსებობს. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რეგიონული ომი. მეორე: ჩვენ მზად ვიქნებით,…

მეტი...

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი: ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის…

მეტი...

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს 29 აგვისტოს განიხილავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების პირველი განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. ინფორმაციას, საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. საკონსტიტუციოში ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული. სარჩელები პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შეიტანეს.  

მეტი...

„დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია”- ცეესკოს პრესსპიკერი

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება, დღეიდან კი ოფიციალურად დაიწყო არჩევნების ორგანიზებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება.  ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღესვე გაიმართა ცესკო-ს სხდომა, სადაც რამდენიმე განკარგულება მიიღეს. „დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. ამასთან, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის…

მეტი...

გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობისთვის, ხანძარი, ცოტა ხნის წინ, გლდანში, მე-5 მიკრო რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე

მეტი...

მამარდაშვილი „ლივერპულის“ ლოგოთი პირველად გამოჩნდა

„ლივერპული“ და „ვალენსია“ ჯერ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ტრანსფერს ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა უკვე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქართველი მეკარის ფორმას ინგლისური გრანდის ლოგო აქვს. „სიახლე – გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფერებში პირველად გამოჩნდა“, – სოციალურ ქსელში პოსტს გამოცემა Tribuna deportiva-ს ჟურნალისტი სალვა გომესი აქვეყნებს. გიორგი მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გუშინ „ლივერპულის“ წარმომადგენლის და საკუთარი აგენტის, ლევან სეთურიძის მეთვალყურეობით გაიარა, ხოლო კონტრაქტი „ლივერპულთან“ ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. თუმცა, ცნობილია, რომ „ლივერპული“ და „ვალენსია“ ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და საკითხი დახურულია, ფაბრიციო რომანოს თქმით კი, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. გარიგება 35 მილიონი ევროს საფასურად შედგა.

მეტი...

ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 143 მედალი მოიპოვეს

მოლდოვაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა პარასპორტსმენებისთვისაც, მათ ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.  

მეტი...